თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2014, 02:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2247,
კომენტარები: 10
5 რამ, რაც "ევერტონთან" მატჩიდან გავიგეთ
რა გვასწავლა წინა შეხვედრამ.
5 რამ, რაც
"იუნაიტედის" სახელოვანმა შეტევამ კიდევ ერთი სამი ქულა და რაც უფრო მთავარია სანაკრებო პაუზის დროს ოთხეულში ადგილი მოგვიპოვა. მატჩში უამრავი მომენტი შეიქმნა, მაგრამ "იუნაიტედი" უკანასკნელ წუთამდე დაცვის კარგი თამაშით ანგარიშს ინარჩუნებდა. ეს იყო ნერვიული თამაში, მაგრამ შედეგი გაცილებით სჯობდა იმას, რაც გასულ წელს დევიდ მოიესმა აჩვენა "ევერტონთან" მატჩში.

ხუთი რამ, რაც ამ მატჩიდან გავიგეთ.

1. გჯეროდეთ ანხელ დი მარიასი

5 რამ, რაც "ევერტონთან" მატჩიდან გავიგეთ


"იუნაიტედის" "პანიკურ შენაძენებზე" ბევრი ჟურნალისტი წერდა. თუმცა დი მარიაში გადახდილი 59.7 მლნ. ფუნტი კარგ შეთანხმებად გამოიყურება. დი მარია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, ტონი ჰიბერტს პრობლემებს უქმნიდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია - მარჯვენა ფეხით დარტყმის შემდეგ ტიმ ჰოვარდს შანსი არ დაუტოვა, გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

2. დე ხეამ გადაგვარჩინა

5 რამ, რაც "ევერტონთან" მატჩიდან გავიგეთ


წინა კვირაში "ვესტ ჰემთან" გაშვებული გოლის გამო დე ხეა გუშინდელ დღემდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. თუმცა დე ხეამ გუშინ ლეიტონ ბეინსს პენალტი აუღო, ოსმანისა და ოვიედოს დარტყმების შემდეგ კი ორი ბრწყინვალე სეივი განახორციელა. დე ხეას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე იმყოფება. ამან ესპანელს თავდაჯერებულობა უნდა შეჰმატოს და იმედი ვიქონიოთ, რომ გასული წლის "საუკეთესო ფეხბურთელის" შესრულებით არაერთ ასეთ მატჩს ვიხილავთ.

3. მეორე ტაიმში არასაკმარისი აქტიურობა

უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ "იუნაიტედის" თამაში პირველ ტაიმში შევაქოთ, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდი სადავეებს თმობს და მოწინააღმდეგეს შეხვედრაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასე იყო "ევერტონთან" მატჩშიც, განსაკუთრებით უკანასკნელ 20 წუთში, როცა სტუმრებმა "იუნაიტედს" შტურმი მოუწყეს. თითქოს მთელ გუნდს ავიწყდება ის, თუ რას ამბობს ვან გაალი ვარჯიშებზე ბურთის ფლობისა და ინიციატივის შესახებ. მწვრთნელმა ვალენსიას ნაცვლად მოედანზე ფელაინი შეუშვა, მაგრამ ბელგიელს უმარტივესად ატყუებდა ბეინსი. "იუნაიტედი" მოედნის ცენტრში არსებული სიცარიელის გამო ჯერ კიდევ "იტანჯება".

4. პედი მაკნეირი ლუკაკუს წინააღმდეგ

5 რამ, რაც "ევერტონთან" მატჩიდან გავიგეთ


ქაღალდზე ეს არათანაბარ ჭიდილად გვეჩვენებოდა: მსოფლიო კლასის ძლიერი ფორვარდი აკადემიის 19 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებს "იუნაიტედის" რიგებში. ჩრდილო ირლანდიელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი "ვესტ ჰემთან" მატჩში, მაგრამ ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ იმავე მუხტით გააგრძელებდა. მაკნეირმა ლუკაკუ მთლიანად ჩაკეტა როგორც მაღალ, ისე დაბალ სართულზე. უნდა შევაქოთ ვან გაალიც, რომელმაც ზედიზედ მეორე ტაიმში ანდო დაცვის ხაზი მაკნეირს. მერე კი გამოვა ვიღაც და იტყვის, "იუნაიტედმა" პრინციპებს უღალატა.

5. LO LO LOOOOOOOOO RADAMEL FALCAOOOO

5 რამ, რაც "ევერტონთან" მატჩიდან გავიგეთ


რა თქმა უნდა, მეხუთე რამ, რაც დღეს ვისწავლეთ არის ის, თუ როგორ მოერგო ფალკაო "იუნაიტედს". წინა ორ შეხვედრაში რობინ ვან პერსისთვის მიცემული ორი საგოლე გადაცემით ფალკაომ დაამტკიცა რამდენად კარგად მოქმედებს და როგორი ინსტინქტები აქვს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. რამდენიმე მომენტის გაცუდების შემდეგ კოლუმბიელმა როგორც იქნა თავისი სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. გოლი კი გამარჯვების მომტანი გამოდგა. ამ ადამიანს გოლის წყურვილი აქვს და მისი ჩახშობა სურს.


"იუნაიტედი" საერთაშორისო შესვენებას "სიტისთან" მხოლოდ სამ ქულიანი ჩამორჩენით ხვდება. რა კრიზისზე საუბრობდნენ ჟურნალისტები?

წყარო: mufclatest
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 ოქტომბერი 2014 02:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მშვიდი ორი კვირა გველოდება. მანამდე დავწყნარდეთ და ვესტ ბრომვიჩთან მატჩზე ვიფიქროთ. ნაკრებებიდან ჯანმრთელები დაბრუნდით და ვესტ ბრომვიჩთან წარმატება გააგრძელეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2014 06:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია ტრავმებიც მოშუშდება მანამდე ისე მაკნერი მართლა კაი ბიჭი ჩანს
0
№3
ავტორი: AkkRed
6 ოქტომბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სანერვიულოს რა მომიშლის ცუდად ვარ მალე გავიდეთ პირველზე და ყველა საუკეთესო ფორმაში იყოს wink
0
№4
ავტორი: LizarD
6 ოქტომბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მცველებ არ წავლენ ტურნეზეე, ესეიგი ტრამვებს მოიშუშებენ და იმდია ოპტიმალური შემადგენლობით მალე ითამაშებს იუნაიტედი.
0
№5
ავტორი: Wardell
6 ოქტომბერი 2014 11:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან მომწონს მაკნეირი-როხოს დუეტი ჯერ-ჯერობით კარგად გამოიყურებიან არაფერი არ დაუშავებიათ გრანდიოზული ნეტა რას იზამს ლუი ჯონსი რო დაბრუნდება no


ესეც ჩემი მეასე კომენტარი gun2 manunited
0
№6
ავტორი: chudikone
6 ოქტომბერი 2014 12:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სულზე მოგვისწრო სანაკრებო პაუაზამ. მანამდე იმედია დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები. განსაკუთრებით ჯონსი და ერერას ველოდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
6 ოქტომბერი 2014 12:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერე კი გამოვა ვიღაც და იტყვის, "იუნაიტედმა" პრინციპებს უღალატა

wink
0
№8
ავტორი: nika1997
6 ოქტომბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ეხლა კარგი დაცვა გვინდა და კერიკი
0
№9
ავტორი: Manchester_M
6 ოქტომბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ მატჩიდან რაც გავიგეთ ისაა რომ შარშან თუ რუნი და დე ჰეა ათრევდა მანჩესტერს წელს რუნის დი მარია ჩაენაცვლა და იმედია ამ კომპონენტს გამოასწორებენ :))
0
№10
ავტორი: Best 7
7 ოქტომბერი 2014 00:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შეცდომები უნდა გამოვასწოროთ მეორე ტაიმში ისე ყველაფერი ნორმალურად მიდის1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top