თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2014, 02:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2085,
კომენტარები: 7
დე ხეა: "პენალტის აღებისთვის იღბალია საჭირო"
ესპანელი გულშემატკივართა მადლიერია.
დე ხეა:
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი ქომაგი დავიდ დე ხეას მიერ შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე ბრაიან ოვიედოსთვის აღებული ბურთის შემდეგ ესპანელ მეკარეს უმღეროდა. დე ხეას მსოფლიო კლასის ჩვენება და შესანიშნავი სეივები "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი ქულის აღებაში დაეხმარა. ოვიედოსთვის აღებული ბურთის გარდა დე ხეამ ლეონ ოსმანსა და ლეიტონ ბეინსსაც გააცუდებინა მომენტები. ამ უკანასკნელმა პრემიერ-ლიგაში შესრულებული 15 პენალტიდან ერთადერთი ვერ გამოიყენა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის პერიოდში ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩია. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი სეივების, მოგებისა და გუნდის გამო. გულშემატკივრების შესახებ რამის თქმა რთულია. როცა ისინი შენ სახელს ასე მღერიან, უბრალოდ ვერ იჯერებ."

"ბეინსის შესრულებული პენალტები მანამდეც მინახავს, მაგრამ ხანდახან იღბალი გჭირდება. გადავწყვიტე ჩემგან მარჯვნინ გადავმხტარიყავი და პენალტი ამეღო. ვფიქრობ, მეკარისთვის თითოეული სეივი მნიშვნელოვანია, მაგრამ დაცვის ოთხეულმა კარგად, ძალიან კარგად ითამაშა. პედი ახალაზრდაა, მაგრამ ძალიან მშვიდია და ბურთთან ერთად თამაშობს. ვფიქრობ, მარკოსთან ერთად კარგად იცავენ გუნდს."

"ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი სამი ქულაა. ძალიან საჭირო სამი ქულა ოთხეულში შესასვლელად. ჩვენ ეროვნულ ნაკრებებში უნდა წავიდეთ, მაგრამ დავბრუნდებით და პროგრესს გავაგრძელებთ."

"დი მარის მსგავსი ფეხბურთელის მოყვანით გუნდმა თავდაჯერებულობა შეიძინა. მასთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია. ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია და ბევრ გოლს გაიტანს. იმედი მაქვს, ეს ფალკაოსთვის ერთ-ერთი პირველი გოლი იქნება. მას საგოლე ალღო და მკვლელის ინსტინქტი აქვს. საბედნიეროდ მას უფრო მეტი გოლის გატანა შეუძლია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 ოქტომბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გადავწყვიტე ჩემგან მარჯვნინ გადავმხტარიყავი და პენალტი ამეღო


ეს ისეთი დარტყმული პენალტი იყო, როცა მეკარე დარტყმის შემდეგ ხტება და მაინც იღებს. უნდა ვაღიაროთ ბეინსმა ცუდად დაარ***. რა თქმა უნდა არც დათოს ვუკარგავ თამაშს, მაგრამ მაინც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2014 06:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამდენი კრიტიკის შემდეგ როგორც იქნა თავისი თამაში აჩვენა.ესეთი დეხეა გვიყვარს ყველას
0
№3
ავტორი: AkkRed
6 ოქტომბერი 2014 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დევიდ შენ უნდა იყო ყველაზე საუკეთესო 2 წელში love
0
№4
ავტორი: chudikone
6 ოქტომბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაც სეზონის დასაწყისში გააფუჭა გუშინ ერთბაშად გამოასწორა ყველაფერი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: VaRdo
6 ოქტომბერი 2014 11:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს, რომ არა 3 ქულა სანატრელი გვექნებოდა. ისე ეს ევერტონი სუ ბოლოს რატომ გვიტანს გოლებს? 1:3 დან 3:3 4:1 დან 4:4 გუშინაც ბოლო წუთზე გვიტანდნენ რო მარა დე ჰეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
6 ოქტომბერი 2014 12:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო სეივი სასწაული იყო love
0
№7
ავტორი: Esi
6 ოქტომბერი 2014 14:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდი დავიიით დაამტკიცე რომ მომავალში საუკეთესოობას არავის დაუთმობ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top