"ევერტონთან" მატჩში მიღებული ტრავმა შოუს ხელს არ შეუშლის ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში ხორვატიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშოს.
"რთული ტრავმა არ არის, მხოლოდ მუხლი დავიზიანე. მუხლმა მატჩის პირველ 20 წუთშიც შემაწუხა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას უფრო რთულდებოდა, რის გამოც გადავწყვიტე გავსულიყავი, რათა არ გაუარესებულიყო."
"მე მწვრთნელს და ექიმს ვესაუბრე და ორივე მათგანმა მითხრა, რომ კარგი იქნება თუ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში წავალ, რადგან ტრავმა იმდენად სერიოზული არ არის, რომ გამოვტოვო. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში ვარჯიშს შევძლებ და მომდევნო ორ შეხვედრას სრულად ვითამაშებ."
"როგორც უკვე გითხარით, მე მწვრთნელს ვესაუბრე და ვფიქრობ 21 წლამდელთა ნაკრებში წასვლა და სათამაშო დროის მიღება მხოლოდ სასარგებლო იქნება ჩემთვის." - განაცხადა ლუკ შოუმ.
პირველი ტაიმის მიწურულს შოუმ "წითელი ეშმაკების" საჯარიმო მოედანში წესები დააღვია, რის გამოც 11 მეტრიანი დაინიშნა, თუმცა დე ხეას შესანიშნავი თამაშის შედეგად ლეიტონ ბეინსმა შანსი ვერ გამოიყენო.
"დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. არ ვაპირებ იმის თქმა, რომ პენალტის დადება ცუდი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევცდი. ვიფიქრე, რომ ბურთს ვეხებოდი და თუ განმეორებას უყურებთ დაინახავთ, რომ მართლაც ბურთს შევეხე."
"პენალტის გამო იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ დავიდ დე ხეას დახმარებით სამი ქულა მოვიპოვეთ. მოგვიანებით მას "თვითერზეც" გადავუხადე მადლობა. ის დიდებული იყო."
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში უნდა მოვახერხოთ პოზიციების შენარჩუნება და მარტივად არ დავთმოთ ბურთი, რასაც მოჰყვება კიდეც შემდეგ გოლი. ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სამი ქულა გახლავთ." - დაამატა შოუმ.