თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 11:33
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1981,
კომენტარები: 3
"თქვენ მე ვერ დამითხოვთ"
ლუი ვან გაალი დარწმუნებულია რომ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მისი რეპუტაცია ხელშეუხებელია.

ჰოლანდიელი სპეციალისტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "იუნაიტედის" თავის ადგილზე დაბრუნებას დრო სჭირდება. მაგრამ მისი წინა მორბედი, დევიდ მოიესი მხოლოდ 10 თვის მუშაობის შემდეგ გაანთავისუფლეს პოსტიდან. ლუი კი დარწმუნებულია, რომ კონტრაქტის დასრულებამდე ოლდ ტრაფორდზე დარჩება.

"მე სამ წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და დამიჯერეთ, კონტრაქტის ამოწურვამდე ადგილს შევინარჩუნებ." აცხადებს ვან გაალი, რომელიც დარწმუნებულია რომ საკმარისი დრო მიეცემა, ვინაიდან მას უკვე მისცეს 150 მილიონი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯა.

"რა თქმა უნდა მე მექნება საკმარისი დრო. სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. ყველაფერი ასე ერთიანად არ ხდება. არსებობს ტრაექტორია და დიდი პროცესები ამ სამი წლის განმავლობაში."

ვან გაალმა ასევე აღიარა, რომ რიო ფერდინანდის, ნემანია ვიდიჩის და რაიან გიგზის სახით კლუბმა ლიდერები დაკარგა. და ახლა, როდესაც უეინ რუნი 3 მატჩით არის დასჯილი ლუის მოუწევს ახალი კანდიდატი მონახოს კაპიტნის სამკლაურისთვის.

ვან გაალმა მინიშნებასც გააკეთა, რომ დენი ბლინდი, დეილი ბლინდის მამა, საუკეთესო კაპიტანია, ვისთანაც კი ოდესმე მას უმუშავია. "ლიდერობა არის პროცესი." განაგრძობს ჰოლანდიელი. "შენ ერთ დღეს დაიძინო და მეორე დღეს ლიდერად გაიღვიძო, ასე არ ხდება. დენი ბლინდი საუკეთესო კაპიტანია, ვისთანაც მე მიმუშავია. შესაძლოა მისი შვილი მასზე უკეთესი იყოს, მაგრამ ის ჯერ არ არის ლიდერი. ეს კიდევ სხვა პროცესია." დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
5 ოქტომბერი 2014 12:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არც არავინ გითხოვს : )) დეკემბერში გუნდი უკვე უნდა დაფრინავდეს ლვგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: red devil
5 ოქტომბერი 2014 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არამგონია ეს გაუშვან
0
№3
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 19:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წარმოგიდგენიათ რა თავდაჯერებულია. არც განცხადებებს ერიდება, არც თავის ქებას, არც სკანგალური სიტყვების თქმას.

თუ ყველაფერი კარგად არ გამოვრიცხავ სამ წელზე მეტ ხანს დარჩე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top