თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 10:36
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1869,
კომენტარები: 7
იუნაიტედს ვან პერსი უკაპიტნებს
რობინი რუნის არყოფნაში გუნდის კაპიტანი იქნება.
იუნაიტედს ვან პერსი უკაპიტნებს
მოსალოდნელია, რომ დღევანდელ მატჩში გუნდის კაპიტანი რობინ ვან პერსი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ უეინ რუნი სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება გუნდს.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სამკლაურს წითელი ეშმაკების მაისურზეც მოირგებსმ ვინაიდან რუნის არ ყოფნაში და დარენ ფლეტჩერის არასახარბიელო ფორმაში იგი ერთადერთი ნათელი კანდიდატია კაპიტნობისა.

ეს დიდი მუხტი იქნება რობინისთვის, რომელიც მთელი მუნდიალის განმავლობაში კაპიტნობდა ჰოლანდიის ნაკრებს.

სეზონის დასაწყისში, ლუი ვან გაალმა რაიან გიგზისგან და სხვა გავლენიანი პირებისგან მიიღო რჩევა, რუნის კაპიტნად დანიშვნის თაობაზე, ახლა კი მას საშუალება მიეცა ისევ რობინ ვან პერსის მიანდოს გუნდის სადავეები.

ასევე ცნობილია, რომ დარენ ფლეტჩერი სათადარიგოთა სკამზე იქნება "ევრტონთან" მატჩის დროს. ანტონიო ვალენსია კი შეეცდება ტრავმირებული ანდერ ერერა ჩაანაცვლოს.

ხუან მატა თავის ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება და რადამელ ფალკაოსა და რობინ ვან პერის უკან იმოქმედევს. დაცვა კი ალბათ შეუცვლელი იქნება, ზუსტად იგივე რაც, "ჩაქუჩებთან" მატჩის დროს იყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ 19 წლის პადი მაკნაირისთვის მორიგი გამოწვევა მზადდება. "პადი ერთადერთი მცველია, რომელსაც მარჯვენა ფეხით თამაში შეუძლია." აცხადებს ვან გაალი.

"გასულ კვირას მე სწორედ მას მივეცი შანსი და მან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მის ასაკში რთულია მაღალ დონეზე რეგულარულად თამაში და სწორედ ეს არის მისთვის უდიდესი გამოწვევა."


წყარო: Mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanii
5 ოქტომბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
aba ra RVP <3 davai sami qula davdot aba ;)
0
№2
ავტორი: red devil
5 ოქტომბერი 2014 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაია თლეჩერის ძირითადში ყოფნა არ შეიძლებოდა
0
№3
ავტორი: Count Alucard
5 ოქტომბერი 2014 11:32
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მემგონი სხვა ალტერნატივა არც იყო რობინი უნდა ყოფილიყო კაპიტანი.
0
№4
ავტორი: VaRdo
5 ოქტომბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ დაცვის იმედზე ჩემი მტერი იყოს რა. დღესაც გავუშვებთ დიდი ალბათობით და იმედია უფრო მეტს გავიტანთ. დი მარია პერსი ფალკაო მატამ უნდა იყოჩაღონ წინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Wardell
5 ოქტომბერი 2014 12:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ვალენსია derpwhy მაგის პაციბიები და უაზროდ სირბილი რაააა :/ ანდერ ანდერ როგორ გვაკლიხარ sad
0
№6
ავტორი: A.HERRERA
5 ოქტომბერი 2014 13:02
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ანდერი ძააან დაგვაკლდება რა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 19:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სკამზე დასვით ეს თორემ ყელში ამომდის უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top