თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 09:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1370,
კომენტარები: 1
პარკი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შესახებ
პარკს ელჩის სტატუსი პატივად მიაჩნია.
პარკი
ჯი-სუნ პარკი "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი ვალდებულების მიღებით მოხარულია.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კლუბის ელჩი გახდა და მის მოვალეობაში მნიშვნელოვან მოვლენებზე კლუბის სახელით დასწრება შედის.

"ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი. "მანჩესტერ იუნაიტედს", მის ატმოსფეროსა და მანჩესტერის ამინდს შეგუებული ვარ, ასე რომ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. თავს კომფორტულად ვგრძნობდი, როცა მატარებლიდან ჩამოვედი."

"ვფიქრობდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემი ურთიერთობა დასრულებული იყო, რადგან ეს უდიდესი კლუბია, ხოლო მე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მოვიდა, ითამაშა და წავიდა. ასე რომ, როცა კლუბმა მთხოვა ელჩი გავმხდარიყავი ვერაფრით დავიჯერე, მაგრამ რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი. ეს დიდი, დიდი პატივია ჩემთვის."

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს მასშტაბით კომერციულ პარტნიორებთან ერთად უამრავ საღამოს აწყობს, მე კი მასში მონაწილეობა, პარტნიორებთან შეხვედრა და გულშემატკივრებისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება მევალება. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ეს ჩემი ახალი როლია, რასაც მოუთმენლად ველოდები."

"იუნაიტედის" გულშემატკივარი დიდი ემოციით გამოირჩევა, რასაც უამრავი მიზეზი აქვს - უდიდესი ისტორია, უდიდესი საფეხბურთო დონე... "მანჩესტერ იუნაიტედი" გულს სწვდება. ამიტომაც უყვართ აზიელ ხალხს ეს კლუბი. აზიელებისა და სხვა გულშემატკივართა ხილვას ელჩის რანგში მოუთმენლად ველოდები."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა თავმდაბალია love

ეს უდიდესი კლუბია, ხოლო მე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მოვიდა, ითამაშა და წავიდა


ღირსეულებს არასდროს ვივიწყებდთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top