თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 09:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1828,
კომენტარები: 1
ბლეკეტი: "ლესტერთან" ბევრი რამ ვისწავლე"
ტაილერ ბლეკეტს ვან გაალმა შეცდომა აუხსნა
ბლეკეტი:
ტაილერ ბლეკეტი ლუი ვან გაალთან პოზიტიური უერთიერთობისა და სამომავლო კარიერის შესახებ საუბრობს.

ლუი ვან გაალი ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემით არის ცნობილი. თუმცა მისი არჩევანი მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ჩერდება, რომლებიც მის ფილოსიფიას ესადაგება. სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ტაილერ ბლეკეტმა ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენა წინა სასეზონო მატჩებშივე შეძლო და წინა კვირამდე მას პრემიერ-ლიგის ეგიდით ყველა შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

"პირველივე დღეს მწვრთნელმა გვითხრა, რომ ახალგაზრდებისათვის შანსის მიცემას აპირებდა და მან საკუთარი სიტყვა შეასრულა, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა. უბრალოდ მოხარული ვარ, რომ მე და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები შეგვამჩნია, რომელთაც გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ. მას წაქეზებისა და ბიძგის მიცემის დიდებული უნარი აქვს."

"ხანდახან არსებობს მომენტები, როცა ცუდად თამაშის გამო ბიძგი გჭირდება, ამიტომაც მასთან მუშაობა მსიამოვნებს. არის თუ არა საშიში? მას აქვს მომენტები, როცა იმას გეუბნება, რასაც ფიქრობს, მაგრამ ეს მოთამაშისთვის კარგია, რადგან ყოველთვის იცი, რომ მწვრთნელის იმედი შეიძლება გქონდეს. ეს მართლაც კარგია."


ბლეკეტი შესაძლოა "ევერტონთან" მატჩშიც ვიხილოთ, თუმცა მარკოს როხოსა და პედი მაკნეირის კარგი თამაშის გამო მისი ძირითად შემადგენლობაში გამოსვლა საეჭვოა.

წინა ტურში "ვესტ ჰემთან" დაპირისპირება ბლეკეტმა "ლესტერთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა.

"ამ შემთხვევისგან ბევრ რამეს ვისწავლი. ეს სამწუხარო შემთხვევა იყო, მაგრამ წარსულში უნდა მოვიტოვო. იმედგამაცრუებელი იყო ჩემთვის, რადგან მოედნიდან გამაძევეს, მაგრამ ასევე გუნდისთვის, რადგან თავი კარგად ვერ წარმოვაჩინეთ. მატჩის შემდგომ მწვრთნელი მესაუბრა და ამიხსნა, რომ მოწინააღმდეგის წაქცევის გარდა სხვა არჩევანიც მქონდა. სწორედ ეს ვისწავლე ამ მატჩისგან და მომავალში დავიმახსოვრებ"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 09:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მატჩის შემდგომ მწვრთნელი მესაუბრა და ამიხსნა, რომ მოწინააღმდეგის წაქცევის გარდა სხვა არჩევანიც მქონდა


სხვა არჩევანი არ წაქცევა იყო ალბათ და თუ არ წააქცევდა მაინც დაარ***მდა ის...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top