თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2014, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2103,
კომენტარები: 12
ნევილი: "იუნაიტედმა" თავიდანვე უნდა შეუტიოს"
ფილ ნევილი "იუნაიტედს" რჩევას აძლევს.
ნევილი:
ფილ ნევილის აზრით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონთან" მატჩში თავიდანვე უნდა შეუტიოს.

"წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რუსეთიდან დაბრუნება და სამ საათზე თამაში ძალიან რთულია, რის გამოც "იუნაიტედმა" შეხვედრის დასაწყისშივე უნდა შეუტიოს და მაღალი ტემპი შეინარჩუნოს."

"ევერტონმა" მათდა სამწუხაროდ უამრავი გოლი გაუშვა და უმრავლესობა მათგანი ინდივიდუალური შეცდომის ხარჯზე იქნა გაშვებული. თუმცა "ენფილდზე" წინა კვირას შესანიშნავად დაიცავეს თავი და ძალიან რთულად დასამარცხებლები იყვნენ."

"რაც შეეხება "იუნაიტედს", ეს არის დაცემა და აღდგომა. ძირითადი პრობლემა ტრავმიანობაა - გყავდეს 9 თუ 10 ტრავმირებული ფეხბურთელი, რომლებიც მოედნის ძირითად პოზიციაზე თამაშობენ ნიშნავს, შენ მუდმივი პრობლემების ქვეშ იმყოფებოდე. ამ გუნდის განსჯის საშუალება მაშინ მოგვეცემა, როცა ყველა ფორმაში იქნება."

"ხალხი დაცვაზე დიდ ზეწოლას ახდენს, მაგრამ დაცვის ცენტრში მთელი სეზონის განმავლობაში არ ყოფილან ფორმაში მყოფი ფეხბურთელები. მალე ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი დაბრუნდება, რაც მწვრთნელს საშუალებას მისცემს დაცვის ცენტრის საუკეთესო შემადგენლობა აირჩიოს. დარწმუნებული ვარ ეს ფეხბურთელები კარგად გაართმევენ თავს თავიან სამქეს. მათი ძალიან მეიმედება. მე გამიწვრთნია ისინი, მითამაშია მათთან ერთად და მათ წინააღმდეგ, ასე რომ, ვიცი რას წარმოადგენენ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვეთანხმები იმ მხრივ, რომ გუნდის განსჯა ჯერ ძალიან ადრეა. თუმცა მეეჭვება თავქუდმოგლეჯილი წინ სირბილი კარგი იყოს. თავიდან სწრაფი ტემპით დაწყება კარგია, ამ ხერხს ბარსასთანაც მივმართავდით და ასე თუ ისე ამართლებდა. მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში მაღალი ტემპი ჩვენც არანაკლებ დაგვღლის. დი მარია რომ იღლება და გადის მერე გუნდი ჩერდება და ვერაფერს აკეთებს, რაც სკამის სივიწროვის ბრალია. ევერტონის დაღლისაც არ მჯერა, რადგან თითქმის მეორე შემადგენლობით ითამაშა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრძენი ალაპარაკდა areyoukiddingme

პირველ ტაიმს კარგად ჩავატარებთ, ალბათ გავიტანთ კიდეც მარა მერე შეგვდგებიან ზედ როგორც ხდება სხვა თამაშებში ალბათ wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
wink

ხო მარა სტატისტიკურად ვერც ევერტონი თამაშობს მეორე ტაიმში კარგად და ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მარტო შეტევის ხაზი ყავდა შეცვლილი კრასნოდართან დაცვა და ნახევარდაცვა თითქმის ძირითადი ეყენა მარა ძააან ბევრი მომენტი შექმნეს რუსებმა და 3-4 გოლის გატანა კიდე შეეძლოთ კლასი არ ეყოთ უბრალოდ )))
0
№5
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 22:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: lashavk6
მარტო შეტევის ხაზი ყავდა შეცვლილი კრასნოდართან დაცვა და ნახევარდაცვა თითქმის ძირითადი ეყენა მარა ძააან ბევრი მომენტი შექმნეს რუსებმა და 3-4 გოლის გატანა კიდე შეეძლოთ კლასი არ ეყოთ უბრალოდ )))


კლასი არ ეყოთ, გეთანხმები. შეტევის ხაზია ჩვენთვის ყველაზე საშიში და მაგიტომ არ უნდა გავიქცეთ წინ თავქუდმოგლეჯილი. ჩვენი სეტევის ხაზი ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაცვას უნდა უმკლავდებოდეს, აი ჩვენი დაცვის ხაზის გაჭრა კი უადვილესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან გაალი საერთოდაც მასე გვათამაშებს. ყველა თამაშში თავიდან ვუტევდით და მერე ვჩერდებოდით. მაღალი ტემპი ყველას გვღლის და ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენც არ ვართ რობოტები.
0
№7
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2014 22:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა შენც ხო იცი )) უბრალოდ სკამზე არ იტოვებს არავის რო მეორე ტაიმში იგივე მუხტი შეინარჩუნოს თორემ არც იმათი დაცვაა სასწაულების ჩამდენი და ეგ კრისტალთანაც გამოჩნდა მთავარია მომენტები გამოვიყენოთ და მუხტი შევინარჩუნოთ ერთ ძლიერ აფეთქებას 4-5 ცოტა სუსტი აფეთქება ჯობია ;)
0
№8
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2014 23:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სწორს ამბობს, დაღლილია ევერტონი, ხუთაბათს ღამით რუსეთში თამაში 5-6 საათიანი ფრენა, არ არიან ფორმაში და დიდი შანსი გვაქ.
0
№9
ავტორი: chudikone
5 ოქტომბერი 2014 03:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Di Maria be like: არიქა დაროგა !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 09:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
როოგრ დაიტოვებს როცა არ გვყავს სკამზე ფეხბურთელები. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა მაშინ არის, როცა თავდასხმას ყველაფერი გამოსდის. როცა წინ უკანმოუხედავად გარბიხარ და ვერც წინ ახერხებ რამეს, ლუკაკუს შეუძლია ჩამოირბინოს და ერთი დარტყმიტ ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს.

ასე თუ ისე მე ველოდები სწრაფ დასაწყისს და ნელ გაგრძელებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top