თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2014, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1832,
კომენტარები: 7
როხოს მანჩესტერში ცხოვრება მოსწონს
მარკოს როხო მანჩესტერში თავს კარგად გრძნობს.
როხოს მანჩესტერში ცხოვრება მოსწონს
არგენტინელი მცველი, მარკოს როხო სულ რაღაც ორი თვის განმალობაში ირიცხება "იუნაიტედის" რიგებში, მაგრამ ამ პერიოდში მან უკვე მოასწრო ქალაქში თავის დამკვიდრება.

"ყველაფერი კარგად მიდის. ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად იმყოფება, რაც ძალიან კარგია. აქ ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებთ. ჯერ კიდევ სახლის შერჩევის პროცესში ვართ, ასე რომ, ისევ სასტუმროში ვცხოვრობ. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ქალაქში. მანჩესტერი ძალიან მომწონს."

"ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამი თამაში ვითამაშე. ერთ-ერთი მათგანი წავაგეთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიყურებით."


როხო ანხელ დი მარიასთან ერთად ინგლისურის გაკვეთილებზე დადის: "ინგლისური ენა ძალიან მომწონს, ასე რომ, გაკვეთილებზე მუდამ აღელვებული და სწავლას მოწყურებული დავდივარ. ამ გზით თანაგუნდელებთან უკეთესი კონტაქტის საშუალება მექნება. ორივე ჩვენგანი დიდი მონდომებით ვსწავლობთ. სწავლა კარგად მიდის და ერთად სწავლა ძალიან მხიარულად გამოგვდის."

როხოს თქმით, მისი გაოცება "ოლდ ტრაფორდზე" არსებულმა არმოსფერომ გამოიწვია: "მსოფლიოს უამრავ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" გვირაბიდან გამოსვლისას არსებული ატმოსფერო ის არის, რაც ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს გამომიცდია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 17:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგ წვიმიან ამინდში რა მოგწონს არ ვიცი, მაგრამ მთავარია "იუნაიტედში" ცხოვრება მოგწონდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2014 18:31
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია მანდ დროებით ცხოვრებისგან სიამოვნებას მეც მივიღებ :D და "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროს ნაწილი მეც გავხდები ტრიბუნაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამი თამაში ვითამაშე. ერთ-ერთი მათგანი წავაგეთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიყურებით."


წესიერად ითამაშე თორე ნანი და ზაჰა არ გვყავს სკამებია გასახეხი
0
№4
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გიორგი,
სერიოზულად გამაცინე
0
№5
ავტორი: Best 7
4 ოქტომბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ითამაშე კარგად როხო
0
№6
ავტორი: chudikone
5 ოქტომბერი 2014 03:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავი ჯერ დაცვაში თავი არ გამოუჩენია, მარა შეტევაში კარგად ერთვება ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: dachi_mu
5 ოქტომბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
moumate bidzia shen torem
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top