28 წლის ჰოლანდიელი უესლი სნეიდერი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ფლეიმეიქერია" , როგორც ჩანს "ინტერში" აღარ უნდათ. უესლის 180,000 ფუნტ სტერლინგი აქვს ხელფასი, თუმცა მესვეურები კლუბისა არამცთუ უზრდიან ხელფასს, არამედ 2ჯერ უმცირებენ და მისი ხელფასი კვირაში 90,000 ფუნტ სტერლინგი გახდება. უესლის შეძენის სურვილს 2 კლუბი გამოთქვამს, "იუნაიტედი" და "ლივერპული", რაღა თქმა უნდა უმაღლესი დონის ოსტატის ხელში ჩასაგდებად, რომელი კლუბი არ გამოთქვამდა სურვილს. ზუსტად 18 თვის წინ, სერ ალექსი სნეიდერს საუკეთესო პირობებს პირდებოდა, მასში აპირებდა გადაეხადა 35 მილიონი ფუნტ სტერილინგი და ამას დამატებული უესლის 250,000-იანი ხელფასი. თუმცა სერ ალექსი 18 თვის შემდეგ კვლავ აქტიურია და კვლავ სიამოვნებით იხილავდა ჰოლანდიელს საკუთარ კლუბში... უესლის სნეიდერი იქნება მესამე ჰოლანდიელი, ვინც ითამაშებს "იუნაიტედში", თუ კი ის დათანხმდება გადმოსვლას, რობინ ვან პერსის და ალექს ბიუტნერის შემდეგ.