თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2014, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2025,
კომენტარები: 8
"პრობლემა არა დაცვა, არამედ ბურთის კონტროლია"
ვან გაალი წარმატების გარანტად ბალანსაა და დისციპლინას მიიჩნევს.
ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თამაშს ვერ განავითარებს, თუ კი დისციპლინას არ დაიცავს.

ჰოლანდიელი მწვრთნელის მომდევნო გამოცდა "ევერტონის" წინააღმდეგ მოეწყობა, რომელსაც "იუნაიტედი" 9 ფეხბურთელის დანაკლისით ხვდება.

ვან გაალის შემტევმა ფეხბურთელებმა ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს მოსვლის შემდეგ 9 გოლი გაიტანეს, მაგრამ მოედნის სხვა ნაწილში ისინი სუსტად გამოიყურებიან.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყებს "იუნაიტედი" 90 წუთის განმავლობაში კარგი თამაშის ჩვენებას, ვან გაალმა უპასუხა:

"ეს არასოდეს იცი, რადგან ეს დროის საკითხია."

"ქპრ"-სა და წინა შეხვედრის პირველ ტაიმში შემტევ და კრეატიულ ფეხბურთს იხილავდით. მაგრამ მინდა ბურთი ასე ადვილად აღარ დავკარგოთ. ეს არის ჩვენი პრობლემა და არა ჩვენი დაცვა."

"ჩვენ ადვილად ვკარგავთ ბურთს, მაგრამ ეს გუნდის ხასიათია, რადგან ბევრი კრეატიული ფეხბურთელი გვყავს და მათ დისციპლინა აკლიათ."

"ასე რომ, ჩვენ ბალანსი გვჭირდება - არამარტო შეტევა, არამედ თავდაცვაც."
-განაცხადა ვან გაალმა.

"იუნაიტედის" დაცვა ძლიერ კრიზისშია, რადგან ტრავმიანობამ იმატა და ფაქტია, რომ ვან გაალს მაღალი კლასის მცველი არ შეუძენია.

"მინდა ჩემი დაცვის ორგანიზება გავაუმჯობესო, მაგრამ თავდაცვა შეტევის პოზიციიდან იწყება. პრესა ხშირად წერს, რომ პრობლემა სუსტი დაცვაა, მაგრამ მინდა აგიხსნათ და ფეხბურთისადმი თქვენი ცოდნა განვავითარო."

"ეს გუნდური სამუშაოა, ასე რომ გოლის გაშვება მხოლოდ დაცვის შეცდომის ხარჯზე არ ხდება. ეს სადღაც სხვაგან იწყება და სწორედ მისი ანალიზი და გაუმჯობესება გვჭირდება."

"გუნდების უმრავლესობა ჩვენთან კონტრ-შეტევის, კუთხურის ან ჯარიმის შემდეგ იტანს გოლს. მათ გოლი ჩვენ მსგავსად პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ფაზით შეტევის ორგანიზებით არ გააქვთ."

"აი ეს არის თავდაცვა და თუ გინდა რომ დიდი გუნდი იყო, სწორედ ასე უნდა თამაშობდე."


წყარო: daily mail
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პრესა ხშირად წერს, რომ პრობლემა სუსტი დაცვაა, მაგრამ მინდა აგიხსნათ და ფეხბურთისადმი თქვენი ცოდნა განვავითარო.
lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: giggs11-93
4 ოქტომბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
presa datrola :DD
0
№3
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დაცვის მხრივ დიდი ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მაგისთვის სხვა ხალხი გამოყოფილი. მე შეტევაზე ვარ პასუხისმგებელი და მაგ საკითხში თუ გინდათ მომთხოვეთ პასუხი
0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სუსტი დაცვა რომ გვყავს ვერ ამჩნევს თუ მაკნეირით უნდა რამე? იასნია მარტო დაცვის ხაზი არ თამასობს გადამწყვეტ როლს ამაში მაგრამ საზიზღარი დაცვის ხაზი რო გვაქვს ამაზე რატო დაობს ვერ ვხდები. მარტო ბურთის კონტროლი არაა გამოსავალი. მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი როა ხოლმე მაგას მიხედოს ჯობია
0
№5
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
არც ჰოლანდიას ყავდა ვარსკვლავური დაცვა და საერთოდაც ჰონადიაში ყველაზე ნაკლებად ფასდება მცველი სულ ბევრი გოლი გადის მაგრამ მაინც მიაღწია ბევრს რაც ყავდა იმ დაცვით. 6 თამაშში 3 გოლი გაუშვეს სულ და თან რა ოპონენტები ყავდათ : ესპანეთი, ჩილე, არგენტინა, ბრაზილია ))) ამიტომ მთლად ნუ გადაყრი წყალში ჩვენ მცველებს იცის ამ კაცმა და ვაცადოთ ჯერ 1 თამაში ვერ გვითამაშია ოპტიმალური შემადგენლობით
0
№6
ავტორი: Moxito 7
4 ოქტომბერი 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
აუ მაიკლ რა ჯანდაბა გჩირს ამდენი ხანი რო ვერ გამოჯამრთელდი..შენი დაწყობილი გუნდი მომწონს.. იცის ამ ადამიანმა ბურთზე კონტროლი როგორ უნდა დაამყარო.კი ერერა და ბლინდი კაია მარა ერთ-ერთს გვერდში კერიკი უნდა ედგეს
0
№7
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2014 22:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს და ნერვები ეშლება დილეტანტები რომ ერევიან მის კომპეტენციაში. მიაღწევს წარმატებას აგერ ნახავთ.
0
№8
ავტორი: chudikone
5 ოქტომბერი 2014 03:22
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ცენტრის დაჭერაა მთავარი, მართალია ლუუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top