თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 09:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2866,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-7 ტური
თარიღი: კვირა, 5 ოქტომბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 15:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: კერიკი, ლინგარდი, ევანსი, ერერა, ჯონსი, ჯონსტონი, სმოლინგი, იანგი.
დისკვალიფიკაცია: რუნი (სამი მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Johnstone, Rafael, Valencia, Shaw, Rojo, Blackett, McNair, Thorpe, Pereira, Blind, Fletcher, Fellaini, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Falcao, Van Persie, W. Keane.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდას იწყებს, მის ნაცვლად კი ხუან მატა ითამაშებს. პედი მაკნეირი ძირითადში ადგილს შეინარჩუნებს, რადგან ტაილერ ბლეკერის დაბრუნების მიუხედავად გუნდში საკადრო პრობლემები მაინც არის. მცირე სათამაშო დროის მიღების შანსი აქვს მარუან ფელაინისაც, რომელმაც ერთ თვეზე მეტი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"ევერტონი"


ტრავმირებულები: მირალიასი, ბარკლი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კოულმანი, დ. მაკკარტნი.
განაცხადი: Howard, Hibbert, Coleman, Jagielka, Stones, Barry, McCarthy, Besic, Gibson, Naismith, McGeady, Lukaku, Robles, Oviedo, Browning, Alcaraz, Atsu, Pienaar, Osman, Eto'o.

"ევერტონის" ფორვარდმა, კევინ მირალიასმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც ერთი თვით იუქმებს. ერთ თვიანი პაუზის შემდეგ მწყობრში ჩადგა სტივენ პიენაარი, ხოლო სიმუს კოულმანისა და ჯეიმს მაკკარტნის თამაში კითხვისნიშნისქვეშ დგას.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-ფ-ფ-მ-წ-მ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


მე-7 ადგილი, 8 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


წინა სეზონის დასაწყისიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ-ლიგის ეგიდით 8-ჯერ დამარცხდა - ეს ზუსტად იგივე რაოდენობაა, რაც 2008/09-2012/13 სეზონებში განცდილი საშინაო მარცხი.

"წითელი ეშმაკები" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

სერ ალექს ფერგიუსონმა და დევიდ მოიესმა თავისი პირველი საშინაო მატჩი "ევერტონის" წინააღმდეგ მარცხით დაიწყეს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"ევერტონი"


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-მ-წ-ფ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


მე-15 ადგილი, 6 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


"კანფეტებმა" პირველ 6 შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულის მოგროვება მოახერხეს, რაც 2010-11 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ ამავე ეტაპზე "ევერტონს" მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა.

რობერტო მარტინესის გუნდს ამჟამად მეორე ტაიმში 10 გოლი აქვს გაშვებული, რაც პრემიერ-ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

"ევერტონმა" პრემიერ-ლიგაში სულ 299 მატჩი წააგო - უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ "ევერტონს" სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი დაკარგული ქულა აქვს - 7.

პრემიერ-ლიგის ბოლო 8 გასვლით შეხვედრაში "კანფეტებმა 5 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)



მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 3 გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში ჩატარებული 100 მატჩი ირიცხება.

მიმდინარე სეზონის 5 მატჩში რუნის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

რობინ ვან პერსი დვაით იორკის შემდეგ მეორე არაბრიტანელი ფეხბურთელია, რომელმაც ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით 40 გოლზე მეტი გაიტანა.

რადამელ ფალკაომ "იუნაიტედში" ჩატარებულ ორ მატჩში უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა (2), ვიდრე "მონაკოს" რიგებში მთელი სეზონის განმავლობაში (1).

თუ მოედანზე მარუან ფელაინი გამოვა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.

პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 29 სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც 6 მოთამაშით აღემატება სხვა გუნდებს. 2013/14 წლების სეზონში იგივე მაჩვენებელი მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 30 ფეხბურთელს უტოლდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)

"ევერტონი"


წამყვანი ბომბარდირები: მირალიასი - 3 გოლი (ლიგაში 2).

თუ მოედანზე დარონ გიბსონი და ტიმ ჰოვარდი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

თუ მოედანზე ფილ ჯაგიელკა გავა პრემიერ-ლიგაში თავის 250-ე შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო თუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ეს მისი მე-200 მატჩი იქნება "ევერტონის" შემადგენლობაში, რომელსაც ძირითადში დაიწყებს.

პრემიერ-ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში მხოლოდ 4 მოთამაშეს აქვს შესრულებული ჰეთ-ტრიკი და ორი მათგანი "ევერტონის" რიგებში ირიცხება - სამუელ ეტო'ო და რომელუ ლუკაკი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 188-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 81-ჯერ იზეიმა, "ევერტონმა" 65-ჯერ, ხოლო 42 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"კანფეტებმა" პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 4 შეხვედრაში სამჯერ მოახერხა "იუნაიტედის" დამარცხება.

ამ სამ გამარჯვებაში გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული სამი ქულაც შედის (0-1), რაც პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 22 შეხვედრაში მეორე შემთხვევაა.

"ევერტონი" "იუნაიტედის" დამარცხებას ზედიზედ მესამედ ეცდება, რაც 1921 წლის შემდეგ არ მომხდარა.

პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 5 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონი" მხოლოდ ერთხელ დაამარცხა - 1 მოგება, 1 ფრე 3 მარცხი.

სახლში და გასვლაზე

"ევერტონის" სტადიონი

ლიგა: "იუნაიტედი" - 74 მოგება, "ევერტონი" - 56 მოგება, ფრე -40.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 29 მოგება, "ევერტონი" - 6 მოგება, ფრე -6.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 48 მოგება, "ევერტონი" - 16 მოგება, ფრე - 21.
პრემიერ-ლიგა: ლიგა: "იუნაიტედი" - 16 მოგება, "ევერტონი" - 3 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


საერთო გოლების რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ევერტონი"

2013 წელი, 4 დეკემბერი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გოლი "ევერტონის" რიგებში: ოვიედო 86

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (პრევიუ)


მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეორე ტაიმში "ევერტონი" ყველაზე მეტ გოლს უშვებს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვერ ვთამაშობთ კარგად.

ბლეკეტი არ იქნება ძირითადში, მაკნეირი იდგება და მასაც რთული სამუშაო ექნება. წინაზე უფრო რთული. ლუკაკუს თუ დასჭირდა ვერ გააჩერებ, მაგრამ არ უნდა მივცეთ ნება. ეტო'ოც დაჩვეულია ჩვენ კარში გოლის გატანას.

მატას შანსი აქვს თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს, თუ ამ თამაშებსაც ჩააგდებს მერე აღარავინ იცის რა მოხდება.

სტატისტიკური მონაცემები ისევ ჩვენ სასარგებლოდაა, მაგრამ აზრი საერთოდ რომ არ აქვს მაგას ლესტერმა გვაჩვენა. ბოლო პერიოდში ევერტონი გვიგებს და ამის გამოსწორებაა საჭირო.

მოკლედ, წარმატებები ბიჭებს და იმედია გულს არ დაგვწყვეტენ. Glory, Glory! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ადვილი თამაში არ გველის და 3 ქულას ველოდები და გამიხარებენ გულს იმედი მაქვს. მეორე ტაიმში რომ იციან უფრო ანერვიულება ჩვენი,გადაეჩვევიან იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ხვალ ერთად ვიხილავთ როგორ მოვიგებთ, დამაჯერებლად უნდა მოიგონ და დაამტკიცონ რომ ბევრის თავი აქვთ. am
0
№4
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხვალ რომ აუცილებლად გავიტან ან საგოლე პასს გავაკეთებ ვიცი, მთავარია ვან გაალმა პერსი არ დამიყენოს და ფალკაოსთან ერთად მათამაშოს. თუმცა ხუანი ხომ მყავს და მაგასთან ერთად სასწაულები უნდა ჩავიდინო
0
№5
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 13:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
DiMaria,
შენ მართლა დი მარია ხომ არ გგონია თავი? wink

მატა კი ითამაშებს, მაგრამ რამდენად შეეგუება დი მარია და ეგ ერთმანეთს ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 14:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი პრევიუა როგორც ყოველთვის good2

რამდენი ტრავმრიებულია გუნდში areyoukiddingme მაკნეირი გამისწორდა რომ ითამაშებს, ვნახოთ ეხლა რას იზამს. წინაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ეხლა უფრო მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს ამდენი რო აქეს
0
№7
ავტორი: Manchester_M
4 ოქტომბერი 2014 15:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
DiMaria,
შენ მართლა დი მარია ხომ არ გგონია თავი?

+1 wink wink

DiMaria,
კაი ბლომად გაქ შენ ხელფასი და 200 ლარს ხო ვერ ჩამიკუჭავდი ?

მაკნერიც კაი ბიჭია მაგრამ ბლეკეტი მირჩევნია დააყენოს ძირითადში იშვიათად აგებს ხოლმე ორთაბრძოლებს და ასე მგონია შეძლებს ლუკაკუს გაჩერებას :)
0
№8
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2014 15:17
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მაგარი პრევიუა ძააან good2 მაგრამ ერთი სათხოვარი მექნება და რამდენად გაითვალისწინებ არ ვიცი სავარაუდო შემადგენლობებიც რო დაწერო ხოლმე კარგი იქნება ნუ არავინ არ იცის რა მოუვა აზრად თავში ვან გაალს მარა მაინც კარგი იქნება )))
0
№9
ავტორი: Moxito 7
4 ოქტომბერი 2014 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
აწიოკება იქნება ევერტონის ;) ფალკაოს გოლი 100000000000000%
0
№10
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 17:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
არ ღირს. სავარაუდოდ ყველამ ვიცით ვის დააყენებს ვან გაალი და პატარა გუნდების შემადგენლობას არც თუ კარგად ვიცნობ რომ თუნდაც სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა შევძლო. თანაც ეგ დავის საკითხი იქნება და მოკლედ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top