თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2014, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2644,
კომენტარები: 7
პოლ სქოულზის გრაფა
სქოულზი რუნის წითელს გამოეხმაურა.
პოლ სქოულზის გრაფა
არ ვფიქრობ, რომ რუნის თამაშმა სტიუარტ დაუნინგს სერიოზული ტრავმა მიაყენა. იქიდან გამომდინარე, რაც მე დავინახე, უეინი მოწინააღმდეგის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მისი ფეხი იმაზე მაღლა აღმოჩნდა, ვიდრე თავად სურდა. ამ ეპიზოდში მოთამაშეთა განლაგებამ გამაკვირვა. დაუნინგი რომ მეკარის პირისპირ გასულიყო, არავითარი შეკითხვა არ გამიჩნდებოდა.

ყოველ შემთხვევაში, უეინი ფეხბურთელთა იმ ტიპს მიეკუთვნება, რომლებიც საუკეთესო თამაშს ფლანგზე აჩვენებენ. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში მოწინააღმდეგეებისადმი ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. თავადაც ხედავთ, როგორ ეხმარება მათ, როცა წააქცევს. რუნი გაცილებით უკეთესია, როცა მასში მრისხანება და ბინდი ბუდობს. სწორედ ასეთი იყო 12 წლის წინ, როცა მოედანზე გავიდა. ის იყო აგრესიული ფეხბურთელი, რომელიც არ მალავდა, რომ მარცხს ვერ ეგუება.

რაც შემეხება მე, დაჯარიმების შემდეგ იშვიათად წამოვაყენებდი ხოლმე ვინმეს და თუ ამას ვაკეთებდი, მხოლოდ მაშინ, როცა მსაჯი ყვითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა - იქნებ აზრი შეეცვალა.

მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები ასე ხშირად ართმევენ ერთმანეთს ხელს. ხელის ჩამორთმევით მატჩის შემდგომ უნდა შემოიფარგლოთ და არა მის დაწყებამდე. ფეხბურთელებმა და ქომაგმა მოწინააღმდეგეების გარჩევა უნდა შეძლონ - როგორც ამას როი კინი და პატრიკ ვიეირა აკეთებდნენ. ახლა კი ისე ესალმებიან ფეხბურთელები ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის დაკარგული მეგობარი ენახოთ. როცა მე ვთამაშობდი, მიმაჩნდა, რომ ასეთი რამ შოუზე იყო გათვლილი, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთმანეთის შესახებ. ახლა კი მეჩვენება, რომ ფეხბურთელები მოწინააღმდეგის გულის მოგებაზე არიან გადართულები.

წყარო: the independent
სქოულზის გრაფა
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 17:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაც შემეხება მე, დაჯარიმების შემდეგ იშვიათად წამოვაყენებდი ხოლმე ვინმეს და თუ ამას ვაკეთებდი, მხოლოდ მაშინ, როცა მსაჯი ყვითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა - იქნებ აზრი შეეცვალა.


აფერისტი love

ბევრ რამეზე ისაუბრა, მაგრამ მხოლოდ სიტის და მის ფანებთან დაკავშირებით. არამგონია ეგ რმაით საინტერესო იყოს, ამიტომაც არ დავწერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2014 18:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რუნის მრისხანება 3 თამაში დაგვიჯდა და სჯობს,დააცხროს ეგ ,თორე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: red devil
4 ოქტომბერი 2014 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რა ჯიგარია ფეხებზე ეკიდა ყველა :D
0
№4
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ოხ პოლ რა კაცი ხარ. შენ დროს რომ მეთამაშა მაგრად გამიხარდებოდა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 21:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოველთვის მიყვარს სიახლეები როცა პოლს ეხება love
0
№6
ავტორი: Qavtara
4 ოქტომბერი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
ყველაზე მეფე ხარ love
0
№7
ავტორი: chudikone
5 ოქტომბერი 2014 03:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაცი ნაჯახი :D კაცი მოცელვა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top