თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2014, 08:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1871,
კომენტარები: 5
ენრიკესი: "კლუბთან მუდმივი კონტაქტი მაქვს"
ენრიკესი კლუბთან მუდმივ კონტაქტშია.
ენრიკესი:
ანხელო ენრიკესი, რომელიც ზაგრების "დინამოში" წარმატებით გამოდის აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბთან მუდმივი კონტაქტი აქვს, თუმცა არც ხორვატიაში დარჩენის ვარიანტს გამორიცხავს.

"არ ვფიქრობ, რომ "დინამოში" ჩემი გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს სათამაშო პრაქტიკისა და ევროპულ ფეხბურთთან გაცნობის კარგი საშუალებაა. "დინამო" განსაკუთრებული გამოწვევაა ჩემთვის, რადგან ის ხორვატიის საუკეთესო კლუბის წოდებისათვის იბრძვის, რაც პირადი მიზნების მიღწევაში დამეხმარება."

"მანჩესტერ იუნაიტედში" მომუშავე ხალხთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. არა ლუი ვან გაალთან, მაგრამ კარინგტონზე მომუშავე ხალხთან და მწვრთნელებთან. მათ თითოეული დეტალის ცოდნა სურთ - ვარჯიშების როგორი ინტენსივობაა, როგორი კვებაა, როგორ ვცხოვრობ ზაგრებში. ამის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ "იუნაიტედში" არავის დავვიწყებივარ და მე ჯერ კიდევ ამ გუნდის წევრი ვარ."

"დავრჩები თუ არა "დინამოში" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ? მსმენია ასეთი ვარიანტის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ვთქვა. პრინციპში, აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ეს დიდი კლუბია და თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, შემიძლია "დინამოში" თამაში გავაგრძელო"


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ოქტომბერი 2014 09:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხორვატიის საუკეთესო კლუბის წოდებისათვის იბრძვის


ამბიციები ნახე hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვნახოთ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ რა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
4 ოქტომბერი 2014 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე არ ვიცნობ ამ ბიჭს და კაია?
0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 ოქტომბერი 2014 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს რა მაგრად მევასება love დააბრუნონ და იმედია შანსაც მიიღებს
0
№5
ავტორი: Moxito 7
4 ოქტომბერი 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
ამ ადამიანის თამაშს ვეგარ მივადევნე თვალი და აგარ ვიცი რა არის..განვითარდი კარგად და დაბრუნდი ბიჭუნა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top