თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2014, 18:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 11
დე ხეამ ჰოვარდი შეაქო
ესპანელი კიპერი თავისი ვიზავით აღფრთოვანებულია.
დე ხეამ ჰოვარდი შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა "ევერტონის" ამერიკელი მეკარის, ტიმ ჰოვარდის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

შეგახსენებთ, რომ MLS-ის საფეხბურთო კლუბიდან, "მეტროსტარსიდან" 2003 წელს გადასვლის შემდეგ ტიმ ჰოვარდმა "ოლდ ტრაფორდზე" სამი სეზონი გაატარა. 2004 წელს "იუნაიტედმა" ჰოვარდის დახმარებით ასოციაციის თასი მოიგო. 2006/07 წლების სეზონში ამერიკელმა მეკარემ კარიერის გაგრძელება "გუდისონ პარკზე" გადაწყვიტა და მას შემდეგ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ბრწყინვალედ გამოიყურება.

ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჰოვარდის თამაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლადაა აღიარებული. აშშ-სა და ბელგიის ნაკრების დაპირისპირებაში ჰოვარდმა 16 სეივი განახორციელა. მისი გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენია ამერიკის პრეზიდენტსაც კი, რომელმაც თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარის საშუალებით ჰოვარდს შესანიშნავი თამაში მიულოცა.

ობამას მსგავსად დე ხეაც მოხიბლული დარჩა ამერიკელი მეკარის თამაშით:

"შესაძლოა მის გარეშე ნაკრები 5-6 ნოლს წააგებდა. შესანიშნავად ითამაშა. როცა ასე თამაშობ, შენი თავდაჯერებულობა უბრალოდ იზრდება. იმედი გაქვს, რომ ყოველთვის იასპარეზებ."

"ის ძალიან გამოცდილი მეკარეა, რომელმაც ბევრი, ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა პრემიერ-ლიგაში. ის მამაცია, სწრაფია და დარტყმას შესანიშნავად აჩერებს. უბრალოდ დიდებული მეკარეა."
- განაცხადა დე ხეამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ოქტომბერი 2014 18:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შარშან მახსოვს "ოლდ ტრაფორდზე" საოცრებებს აკეთებდა. ეს რომ არა იმ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. თუნდაც გუშინ, კრასნოდართან რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა.

მართლა მაგარია ეს ტერორისტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
3 ოქტომბერი 2014 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შევამოწმებ კვირას რა მეკარეა. მაგას არ ვუნახივარ და იმიტომ
0
№3
ავტორი: Manchester_M
3 ოქტომბერი 2014 19:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
DiMaria,
შენ დი მარიას სახელით ლაპარაკობ? ვერ ვწვავ შენ კომენტარებს :D

მართლა მაგარია ჰოვარდი იმედია კვირას თავს არ გაიგიჟებს :)
0
№4
ავტორი: Count Alucard
3 ოქტომბერი 2014 19:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ უნდა ოქროს ხელთათმანი მოიგოს კვირას უნდა გაუშვას 2-3 გოლი lol
0
№5
ავტორი: ლადო
3 ოქტომბერი 2014 20:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Vizavi ra ariis? :-D imedia chvenze ar moundeba gmirobebi da magari seivebi
0
№6
ავტორი: chudikone
3 ოქტომბერი 2014 20:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დე ხეა არ მომწონს რაღაც ეს ბოლო მატჩებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: A.HERRERA
3 ოქტომბერი 2014 21:12
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
chudikone,
არც მე მომწონს შარშან უკეთესი იყო
0
№8
ავტორი: GeorgeBest
3 ოქტომბერი 2014 21:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერარდის ჯარიმა ასაღები ბურთი იყო არ დამევასა რო გაუშვა wink იმედია ჩვენთან არ გაიგიჟებს თავს

მაგრად მევასება ეგ კაცი, იუნაიტედშიც ძალიან კარგი იყო მაგრამ მსოფლიოზე სასწაულები აკეთა
0
№9
ავტორი: RojoDiablo
3 ოქტომბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლადო,
ღადაობ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Amerigo
3 ოქტომბერი 2014 21:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ჰოვარდი ნამდვილად კარგი კიპერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top