თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2014, 11:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1854,
კომენტარები: 9
სტეპნი: "დე ხეამ კარნახი უნდა დაიწყოს"
ყოფილი მეკარე დე ხეას რჩევას აძლევს.
სტეპნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მეკარეს, ალექს სტეპნის სჯერა, რომ დე ხეამ მოსვლის შემდეგ ძალიან მოუმატა, მაგრამ მაინც მეტის მოლოდინი აქვს.

"იუნაიტედთან" ერთად 1968 წელს ევროპის თასის გამარჯვებული, ალექს სტეპნი თვლის, რომ დე ხეამ დაცვის ხაზში მითითებების მიცემა უნდა დაიწყოს და ყველას აცნობოს, რომ დაცვის მთავარი ფიგურა სწორედ ის არის.

სტეპნის ასევე მიაჩნია, რომ დე ხეამ, რომელიც "ატლეტიკო მადრიდიდან" 20 წლის ასაკში ედვინ ვან დერ საარის მემკვიდრედ მოვიდა, ხშირად უნდა ნახოს პეტერ შმეიხელისა და ედვინის ვიდეოები, რათა ბევრი რამ ისწავლოს მათგან.

"იუნაიტედში" სამი წლის მოსვლის შემდეგ დავიდმა ნახტომი და მისი საზღვრები ძალიან განავითარა."

"თავდაპირველი რთული დღეებიდან მოყოლებული დე ხეა "ოლდ ტრაფორდზე" ყოველდღიურად სწავლობს."

"მაგრამ ვფიქრობ, ახლა დრო მოვიდა, რომ წინ გადადგას ნაბიჯი და დაცვაში მითითებების მიცემა დაიწყოს."

"მე ჩემი ცოდნა "მილუოლში" დავაგროვე, რომელიც რა თქმა უნდა "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იყო, მაგრამ როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოვედი, მზად ვიყავი დაცვის ბოსი გავმხდარიყავი."

"მესმის, რომ თავიდან მისთვის რთული იყო, რადგან მის წინ იდგნენ ფეხბურთელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება და ყველა ტიტული ჰქონდათ."

"ნემანია ვიდიჩის, პატრის ევრასა და რიო ფერდინანდის სახით მას დიდი პიროვნებები ედგნენ წინ. ის მხოლოდ ბავშვი იყო. ადვილი არ არის მოსვლა და ამ ხალხისთვის მითითებების მიცემა. გარდა ამისა, როცა მოვიდა ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობდა."

"ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დაცვა ახლებურად გამოიყურება. მას ინგლისურად ლაპარაკი შეუძლია და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფიგურაა."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ოქტომბერი 2014 11:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა მაგას აღარ ერიდება უკვე. ვესტ ჰემთან ძალიან ბევრს ყვიროდა და ღრიალებდა. რა თქმა უნდა საჭიროა და აუცილებელიც მეკარის მსგავსი ქმედება. მაგრამ თავადაც რომ ჩაიდინოს შარშანდელი სასწაულები არ იქნება ურიგო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 ოქტომბერი 2014 11:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიუხედავად ასაკისა გამოცდილება აქვს უკვე და დაცვასაც უნდა მიხედოს ცოტა wink ისე კარგი სეივები არ მოგვანატროს
0
№3
ავტორი: DiMaria
3 ოქტომბერი 2014 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
თავიდან როგორ უჭირდა და ყველას თუ არა ბევრს ეგონა, რომ არაფრისმაქნისი იყო
0
№4
ავტორი: Esi
3 ოქტომბერი 2014 13:03
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
სწორია ეს კაცი, როცა კარგი დაცვა გიმაგრებს ზურგს მეკარეც თავდაჯერებული ხაარ... დააბანი ეგ მცველები ერთი მეორეს თუ არ დაგიჯერებენ wink
0
№5
ავტორი: nika1997
3 ოქტომბერი 2014 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მართალაი მეკარის მითითება მნიშვნელოვანია უნდა უკარნახო გუნდს ყევალპერს უკეტ ხედავ როდესაც კარში ხარ და უნდა მიიუთითო
0
№6
ავტორი: Manchester_M
3 ოქტომბერი 2014 19:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სწორს ამბობს ეს კაცი თან ფაქტიურად ბავშვები უდგას დე ხეას წინ :X
0
№7
ავტორი: Count Alucard
3 ოქტომბერი 2014 19:18
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სწორს ლაპარაკობს სტეპნი, ამაზე უკეთ არავინ იცის მეკარე როგორ უნდა მოიქცეს და დროა დომინანტი ფიგურა გახდეს საჯარიმოში. სტეპნის შმეიხელის და ედვინის მსგავსი უნდა იყოს დავითა.
0
№8
ავტორი: ლადო
4 ოქტომბერი 2014 00:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Ehh tavidan ro movida ra bavshvur shecdomebs ushvebda xolme :-D sakmaod gaizarda am sam weliwadshi, magram ar unda moeshvas
0
№9
ავტორი: Moxito 7
4 ოქტომბერი 2014 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
ამან ინგლისური ისწავლაა? :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top