თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 18:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2175,
კომენტარები: 6
პატარა "ეშმაკი" სიყვარულს თავისებურად გამოხატავს
ცხოვრება, რომლის სტიმულიც "იუნაიტედია".
პატარა
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ცნობილია თავისი მგრძნობიარე მხარდაჭერით, მაგრამ ალბათ ყველას გაგაოცებთ პატარა ბიჭი, რომელმაც თავისი ფერების საჩვენებლად უნიკალური საშუალება იპოვა.

რობი ჯონსს, რომელმაც სულ ახლახანს იზეიმა თავისი მერვე დაბადების დღე და რომელიც სურათზე მამასთან ერთად არის გადაღებული, 21 თვის წინ მინინგიტის დიაგნოზი დაუდგინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ორივე ფეხის ამპლუტირება გახდა საჭირო, რის გამოც რობის პროთეზის კიდურების გამოყენება მოუწევს. პატარა "ეშმაკმა" სწორედ პროთეზი გამოიყენა თავისი მხარდაჭერის საჩვენებლად.

"ექიმებმა ჰკითხეს, თუ ვის უჭერდა მხარს და სურდა თუ არა ფეხებზე რამე დაეხატა." - აცხადებს რობის დედა, ჯილი.

"მე "სანდერლენდის" ქომაგი ვარ, მამამისი უეინი, კი "ნიუკასლის" გულშემატკივარი. ასე რომ, ვიფიქრეთ რომელიმე მათგანს აირჩევდა. მაგრამ რობიმ თქვა: "არა, ორივე "იუნაიტედის" უნდა იყოს." წინა თვეში ახალი პროთეზის კიდურები მიიღო, რომელიც ახლა ოთხაშია. სკოლაში შორტსაც იცვამს ხოლმე, ასე რომ, მას შეუძლია მეგობრებს აჩვენოს "იუნაიტედის" ემბლემა."

რობი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის ქომაგია, მალე "ოლდ ტრაფორდზე" სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვევას მიიღებს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ოქტომბერი 2014 18:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა გრძნობა უნდა გაგიჩნდეს გარდა სიბრალულისა. როგორც ვთქვა, რომ ვერ აცნობიერებს პატარა ბიჭი, მაგრამ მისი გაღიმებული სახეც კი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრება მოსწონს, სიცოცხლე უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ისე ვერ აღიქვამს მას, როგორც სხვები. "იუნაიტედს" კი პატივისცემა, რომ ასეთ გულშემატკივარს დიდ ყურადღებას უთმობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
2 ოქტომბერი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მშობლები გადაკიდებულები იქნებიან ერთამენთზე.

რავარ უნდა თქვა ახლა ამაზე ბედნიერიაო, მარა "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრა ბედნიერებაა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ოქტომბერი 2014 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუნაიტედი ყოველთვის უტმობს გულშემატკივრებს ყურადღებას და მაგრად მიხარია მსგავსი სიახლეების გაგება. ელემენტარულია ის რასაც კლუბი გააკეთებს მაგრამ ეგეც საკმარისია რომ ამ ბავშვს ის 1 დღე არასდროს დაავიწყდეს
0
№4
ავტორი: Macklemore
3 ოქტომბერი 2014 02:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან საინტერესო სიახლეა. ეს უდიდესი კლუბია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს. მარტო ასეთი ადამიანებისთვის უნდა იბრძოლონ ფეხბურთელებმა და ბოლომდე დაიხარჯონ მოედანზე, სხვას რო თავი დავანებოთ.
0
№5
ავტორი: PaLoMo
3 ოქტომბერი 2014 02:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Martlac codoa aseti patara bavshvi amdgeshi rom aris magram .bevrs ar sheudzlia old trafordze daeswros manchesteris tamashs da datkbes im sanaxaobit rasac manchesteri uchvenebs.

Imedia ise ar waval am qveynidan rom manchesteris tamasjs ar vuyuro old trafordze
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: temo-scholes
3 ოქტომბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ubralod saagoool raaa.... love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top