თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 17:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1625,
კომენტარები: 5
შოუ U-21 ნაკრებში გამოიძახეს
ლუკ შოუ და რამდენიმე ფეხბურთელი ახალგაზრდულში გამოიძახეს.
შოუ U-21 ნაკრებში გამოიძახეს
ლუკ შოუ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. გარეტ საუტგეითის ნაკრებში ლუკი ერთ-ერთი "მანკუნიანელი" იქნება სამთაგან.

მეკარე, სემ ჯონსტონი მწყობრშია და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოწვევა მიიღო. ისევე როგორც "ბარნლიში" იჯარის წესით მყოფმა მაიკ კინმა.

ინგლისის 20 წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს მომდევნო კვირაში ჰოლანდიის მინი-ტურნირზე - მონაწილეობას მიიღებენ ბენ პირსონი და ჯოშ ჰაროპიც.

ჯეიმს უილსონი, რომელიც სტივენეიჯში ისვენებს ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ ეხმარება, რადგან ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს.

უეინ რუნი ერთადერთი ფეხბურთელია "იუნაიტედის" ძირითადი გუნდიდან, რომელიც როი ჰოჯსონმა გამოიძახა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ოქტომბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არც მიკვირს რომ მხოლოდ რუნი მოხვდა. სმოლინგი არ იმსახურებს, ჯონსი მწყობრში არაა. მეტი არც გვყავს. კერიკი დიდი ხანია ისედაც არ იყო და ტრავმაც რომ არ ჰქონდეს მეეჭვება ყოფილიყო. უელბეკი ხომ წავიდა.

აი შოუს კი მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
2 ოქტომბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შოუს ძირითად ნაკრებში ველოდებოდი, მიუხედავად იმისა რომ ბეინსია ძირითადში ჯობდა შოუსთვის მიეცა შანსი მაინც მომავალში სულ ეგ უნდა იდგეს.
0
№3
ავტორი: DiMaria
2 ოქტომბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
nika_123,
რატომ სულ ეგ? მარცხენა მცველი ცოტაა ინგლისში. ალბათ პრაქტიკის უქონლობის გამო დატოვა როიმ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ოქტომბერი 2014 19:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნაკრებში ხალხი დაგვაკლდა. ერტი უელბეკი იყო მუდამ და რუნი. მაგრამ ახალი ხალხი გვეზრდება შოუ, უილსონი ჯონსი უკვე ძაან მაგარი მცველია და მალე ნაკრებშიც დიდი ძალა იქნება. სხვებიც იზამენ რამეს
0
№5
ავტორი: Macklemore
3 ოქტომბერი 2014 02:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჯერ ჯობია 21 წლამდელებში ითამაშოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top