თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2036,
კომენტარები: 10
ფელაინი მწყობრშია
მარუანი "ევერტონთან" თამაშს შეძლებს.
ფელაინი მწყობრშია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მარუან ფელაინი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს შეუდგა და ლუი ვან გაალისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ფელაინიმ კოჭის ტრავმა მიიღო. ჭორების თანახმად, "წითელი ეშმაკები" ფელაინის გაყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მისი სხვა კლუბში გაშვება ვერ მოახერხეს.

თუმცა, ფელაინი უკვე გამოჯანმრთელდა და მზად არის "ევერტონთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

ითამაშებს თუ არა მარუანი სასტარტო შემადგებლონაში, ეს უშუალოდ საკვირაო შეხვედრის წინ გადაწყდება.

წინასწარი ცნობით ბელგიელი ანდერ ერერას ჩაანცვლებს, რომელსაც "ვესტ ჰემთან" მატჩში ნეკნების დაზიანება აღმოაჩნდა. ესპანელმა მეგობრებს აცნობა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის და სანაკრებო პაუზის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩისთვის დაბრუნდება.

წყარო: the guardian
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ოქტომბერი 2014 14:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დარწმუნებული ვარ ამის გამოჯანმრთელებაზე მეტად ერერას არასერიოზული ტრავმა გაგიხარდათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
2 ოქტომბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა არ ათამაშოს ევერტონთან, არ იქნება ჯერ ფორმაში და გააფუჭებს რამეს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ოქტომბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერა ძალიან დააკლდება გუნდს და კაია რო მხოლოდ 1 მატჩით. ფელაინი ყველამ მიივიწყა, მე მაინც მაქვს იმედი

გამოვა რაღაც ამისგან
0
№4
ავტორი: Mufc7
2 ოქტომბერი 2014 14:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
უდავოდ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Manchester_M
2 ოქტომბერი 2014 15:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერერას ნაცვლად ისევ ეს შებრუნებულიყო მერჩივნა :)
0
№6
ავტორი: Wardell
2 ოქტომბერი 2014 16:07
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
როგორც ვიცი კერიკიც დაბრუნდა ოფიციალურ გვერდზე ვარჯიშის სურათებში არის მაიკლი.
0
№7
ავტორი: DiMaria
2 ოქტომბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ხის თავა ბუჩქი რამეს გვიშველის ერთ თამაშში
0
№8
ავტორი: dachi_mu
2 ოქტომბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ras erchit erti am buchqs?
0
№9
ავტორი: Macklemore
3 ოქტომბერი 2014 02:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ცოტათი მაინც გაამართლებ იმ ფულს რაც მასში გადაიხადეს. მაინც გულს უხარია ლაზარეთს რო კაცი გამოაკლდება.
0
№10
ავტორი: temo-scholes
3 ოქტომბერი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ereras magivrad fletcheri iqneba sastavshi, vicekapitania mainc da bichebs is gamoiyvans mindorze uechveliii....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top