"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი თვლის, რომ კლუბის ამჟამინდელ პრობლემებში სერ ალექს ფერგიუსონი არ არის დამნაშავე.
"წითელმა ეშმაკებმა" სერ ალექსის კარიერის უკანასკნელ სეზონში პრემიერ-ლიგა მეოცედ მოიგეს. მაგრამ შოტლანდიელის წასვლის შემდეგ კლუბი მომდევნო სეზონში მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედისთვის" დიდი თანხების გაღება აუცილებლი იყო, ფერდინანდის თქმით შოტლანდიელმა არათუ გამოფიტული, არამედ გამარჯვებული გუნდი დატოვა.
"არ მესმის, როგორ შეუძლია ხალხს ამის თქმა. შენ გყავს გუნდში რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი. შენ იგებ ლიგას 11 ქულის სხვაობით. იმისათვის, რომ ეს გააკეთო, უმაღლესი კლასის გუნდი უნდა იყო."
"ესე იგი, ის მიდის და ყველაფერი იმსხვრევა? ეს რა, მისი ბრალია? როგორ შეუძლია ხალხს ასეთი რამის თქმა?"
"არამგონია ფერგიუსონი რამეში დამნაშავე იყოს. შენ იგებ ლიგას და მიდიხარ. ვფიქრობ, არ არსებობს უკეთესი დრო წასასვლელად."
ფერდინანდმა "იუნაიტედი" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
როცა ჰკითხეს რიოს, იმედგაცრუებული ხომ არ არის ასეთი გადაწყვეტილებით, მან უპასუხა:
"დიახ. მაგრამ არ შეიძლება წარსულში ყურება და მუდამ ამაზე ფიქრი."
"ასეთი ფიქრები ნამდვილად მაწუხებდა, მაგრამ მეორეს მხრივ კარგი სანახავი იყო ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა."