მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველის აგენტმა უარყო ყველა ჭორი მისი კლიენტის მანჩესტერიდან გადაბარგების შესახებ რომელიმე სახვა ევროპულ კლუბში. ჭორების თანახმად მას შემდეგ რაც ვიდიჩი თავის ტრამვას მოირჩენს და აღიდგენს ფორმას, 30 წლის სერბი მცველი აპირებს სხვა ქვეყანაში გადაბარგებას, კერძოდ ესპანეთში ან იტალიაში.
"ახლა ვიდიჩი ვერ თამაშობს რადგან მიიღო დაზიანება და უნდა დაიწყოს ფორმის აღდგენა ახლადგადატანილი ოპერაციის შემდეგ. ფეხბურთელი მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული ტრავმა მოიჩინოს და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მოედანს, ის არანაირ ტრანსფერზე არ ფიქრობს. იუვენტუსის ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვის შეიძენს და არცერთი არაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამიტომ არანაირი შემოთავაზება არ იქნება. ახლა ვიდიჩი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდშია და არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას არც იუვენტუსთან და არც ბარსელონასთან!"