თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2014, 14:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1798,
კომენტარები: 8
ლუკ შოუ: "დიდი თანხა დიდი ზეწოლაა"
ლუკ შოუ ზეწოლას განიცდის.
ლუკ შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ აცხადებს, რომ მასში გადახდილი 27 მლნ. ფუნტის გამო უდიდეს ზეწოლას განიცდის.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალგაზრდა ინგლისელი გამოცდილი პატრის ევრას ჩასანცვლებლად შეიძინა.

შოუ, რომელსაც დებიუტი "ვესტ ჰემთან" მატჩში ჰქონდა, "იუნაიტედში" გადასვლის პირველ თვეებში ტრავმის გამო ვერ ახერხებდა თამაშს.

19 წლის ფეხბურთელმა სეზონის დასაწყისი ტრავმის გამოტოვა, მაგრამ ამის გარდა ლუი ვან გაალმა იგი არასათანადო ფიზიკური ფორმის გამო საჯაროდ გააკრიტიკა.

თუმცა შოუმ ვან გაალის კრიტიკა არ იწყინა და პირველ გუნდში თავის დამკვიდრებას ესწრაფვის.

"რა თქმა უნდა ზეწოლის ქვეშ ვარ ჩემი ღირებულების გამო და ჩემდამი ყურადღებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს."

"ვან გაალი მართალი იყო როცა გამაკრიტიკა. წინასასეზონო ტურნეზე საუბარი გვქონდა და მისი მიზანი ჩემი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება გახლდათ. ვფიქრობ, ტრავმას თუ არ ჩავთვლით ამან გაამართლა. ვან გაალი ჩემთვის უდიდესი შთაგონებაა."

"მე და მწვრთნელს სავარჯიშო მოედანზე დიალოგი გვქონდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ."


წყარო: dailymail
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ოქტომბერი 2014 14:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვან გაალი ჩემთვის უდიდესი შთაგონებაა


პოჩეტინოც ასე იყო. მას უმადლოდე დღეს რომ რამეს წარმოადგენ, მაგრამ ვან გაალთან ერთად წარმატებები გელოდება. შენც ნაწილი ხარ მისი გეგმების და არ დააღალატო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
1 ოქტომბერი 2014 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საუტჰემპტონში თამაშიდან მომწონს ეს ბიჭი და მისი იმედიც მაქ
0
№3
ავტორი: Count Alucard
1 ოქტომბერი 2014 14:49
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ტურნეზე მართლა არ მომეწონა, მაგრამ იმედია იმედებს გაამართლებს და მორიგი მილიონიანი შეცდომა არ იქნება.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
1 ოქტომბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალგაზრდაა და ზოგჯერ ალბატ ამის ასაკი ავიწყდებათ. არც ისე ცუდად დაიწყო და ჯერ ყველაფერი წინაა
0
№5
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2014 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გამოასწორებს შეცდომებს მე მჯერა
0
№6
ავტორი: salome-rooney
1 ოქტომბერი 2014 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
გამოსწორდება თანდათან ჯერ მაინც ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია
0
№7
ავტორი: gilmour
1 ოქტომბერი 2014 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე ტურნეზეც დამევასა, ახლა მთელი სეზონის დებიუტი ტრავმა ქონდა და რას ერჩით რა უნდა გამოასწოროს, შევა ფორმაში 1-2 ტურში და შარშანდელზე მაგრად ითამაშებს, დიდი პოტენციალი აქვს და გაამართლებს აუცილებლად.
0
№8
ავტორი: love united
1 ოქტომბერი 2014 22:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნეტა ევრასნაირი გამოდგეს ესეც. პატრისა საოცრება იყო, მგონი თამაში არ ჩაუგდია რაც გადმოვიდა იმის მერე :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top