თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2014, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2126,
კომენტარები: 8
დე ხეა: "რუნის შეცვლა შეიძლება"
დე ხეას თავდასხმის იმედი აქვს.
დე ხეა:
დავიდ დე ხეას აზრით, თუ დაცვა კარგად ითამაშებს, თავდამსხმელები თავიან საქმეს აუცილებლად შეასრულებენ.

27 სექტემბერს "ვესტ ჰემის" დამარცხებით "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ჰოლანდიელის ინგლისური კარიერა ტრავმებით დაიწყო, რის გამო ვან გაალმა ახალგაზრდები ჩართო საქმეში.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით "იუნაიტედის" ანგარიშზე 13 გაშვებული გოლია. მაგრამ დე ხეას სჯერა, რომ შემტევი ხაზი წარმატების მომტანი იქნება.

"ამ სეზონში ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს და ძალიან რთულია, როცა დაცვაში სხვადასხვა ოთხი ფეხბურთელი დგას. თუმცა ვფიქრობ, კარგი მცველები გვყავს."

"ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ და კარგად უნდა დავიცვათ თავი - ვიცით, რომ შესანიშნავი თავდასხმა და ნახევარდაცვა გვყავს, ასე რომ, თუ თავს კარგად დავიცავთ თამაშებს აუცილებლად მოვიგებთ."


დე ხეას სჯერა, რომ "იუნაიტედს" "ევერტონთანაც" შეუძლია წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ვერ ითამაშებს.

"რა თქმა უნდა ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ის ჩვენი კაპიტანია, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს."

"კვირას უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის."

"ვესტ ჰემთან" საჭირო სამი ქულა ავიღეთ 10 კაცით თამაშის პირობებში და თუ "ევერტონსაც" მოვუგებთ, სატურნირო ცხრილის მდგომარეობა გაუმჯობესდება."

"შემდეგი კაპიტანი დარენ ფლეთჩერია და ვფიქრობ, ის დიდებულად იკაპიტნებს."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ოქტომბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართალია ეს კაცი. ესმის ტაქტიკა. თავს თუ დავიცავთ თავდასხმის ხაზში ისეთი ფეხბურთლებია გოლის გატანა აუცილებლად მოხდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
1 ოქტომბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შეუცვლელი არასდროს არავინ ყოფილა და არც იქნება. ერთი ფეხბურთელი არ არის მთელი კლუბი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 ოქტომბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუმცა ვფიქრობ, კარგი მცველები გვყავს


აღარ იფიქრო ხოლმე შენ. ბევრს რო ფიქორბ იმიტომ დაფრინავ სადღაც
0
№4
ავტორი: AkkRed
1 ოქტომბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წინა წლის ფორმა დაიბრუნე და მეტი არ მინდა love
0
№5
ავტორი: VaRdo
1 ოქტომბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ფლეჩერი არ დამანახოთ მინდორზე. ვან პერსი გაიყვანს გუნდს და ეგაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ხოდა,5-ში აუცილებლად უნდა მოიგოთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ოღონდ ფლეჩერი არა და გუნდს იანგმა უკაპიტნოს თუ უნდა
0
№8
ავტორი: dachi_mu
1 ოქტომბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
au ra fletcheri to..ise matasadmi padeshka igrdznobaa aq :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top