თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2014, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1911,
კომენტარები: 6
ტორპს უფრო მეტის იმედი აქვს
ტომ ტორპი იმედოვნებს, რომ პირველ გუნდში ისევ ითამაშებს.
ტორპს უფრო მეტის იმედი აქვს
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდგომ ტომ ტორპს იმედი გაუჩნდა, რომ იგი პირველი გუნდის მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს.

21 წლის ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შევიდა მოედანზე და ლუი ვან გაალის გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში დახმარება გაუწია. მის გარდა შაბათს დებიუტი ჰქონდა პედი მაკნეირსაც, რომელმაც შეხვედრა პირველივე წუთებიდან ცენტრალური მცველის პოზიციაზე მარკოს როხოს პარტნიორად დაიწყო.

"პედიმ შესანიშნავად ითამაშა. მისმა თავურმა გოლისგან გადაგვარჩინა, ასე რომ პედი შესანიშნავი იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვითამაშე და იმედს ვიტოვებ უფრო მეტი თამაშის საშუალება მომეცემა. მე "იუნაიტედის" ქომაგი ვარ და ასეთ ასაკში აქ მოხვედრა ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ პირველ გუნდში მოვხვდი."

"რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა ამ სეზონში დებიუტი და თითოეულმა მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა. როგორც კი ცოტა შანსი მოგეცემა, უფრო მეტის სურვილი გიჩნდება და იმედი მაქვს მომეცემა კიდეც."


ორშაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდი "ტოტენჰემის" სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და ტომ ტორპის მიერ შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილი გოლის წყალობით 2-1 სძლია.

"გამარჯვებით მოხარულები ვართ. ეს იყო კარგი თამაში და კარგი ტესტი. პირველ ტაიმში თავით შევეჯახე მეტოქეს, რის გამოც მარნიკ ვერმიმ მითხრა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ თავურ გოლს გავიტანდი."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ოქტომბერი 2014 09:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პირველ ტაიმში თავით შევეჯახე მეტოქეს, რის გამოც მარნიკ ვერმიმ მითხრა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ თავურ გოლს გავიტანდი."


რა დაეჯახე ასეთი. დი მარია შეცვალა ხომ თუ არ ვცდები. ესეც დიდი სიხარულის მიზეზია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
1 ოქტომბერი 2014 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რამდენი წუთი ითამაშა სულ?
0
№3
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 10:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომწონს შემართება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
1 ოქტომბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის სტატისტიკა მაგარი იყო wink კაი გოლი შეაგდო და მოგებაც დადო
0
№5
ავტორი: VaRdo
1 ოქტომბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არამგონია წელს მოგიწიოს თამაშები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პერეირაც რო გამოცადოს კაი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top