თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 19:56
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 19
აირჩიეთ თვის საუკეთესო
ხმა მიეცით სექტემბრის საუკეთესო მოთამაშეს.
აირჩიეთ თვის საუკეთესო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულ გამოკითხვას გვთავაზობს, სადაც გულშემატკივრები გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელს აირჩევენ.

ანდერ ერერა – 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

ბასკი გამთამაშებელი "მანჩესტერს" ბრწყინვალედ მოერგო. ანდერმა ცოტა ხნის წინ გამოავლინა აღფრთოვანება ლეგენდარულ ნახევარმცველ, პოლ სქოულზის მიმართ. მას სურს ისეთივე ფიგურა გახდეს კლუბისთვის, როგორც ერთ დროს "წითური პრინცი" იყო. ის ბოლო დროს "იუნაიტედის" ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურად იქცა.

რაფაელი – 3 მატჩში 1 საგოლე გადაცემა.

ბრაზილიელს მარტში მიღებული დაზიანების გამო დიდი ხნით დასვენება მოუწია. მან "ქპრ"სთან შეძლო დაბრუნება და მატჩიც დიდებულად ჩაატარა. იგი მოედანზე იმყოფებოდა "ლესტერთან" მატჩის დროსაც, სადაც კლუბმა ხუთი ბურთი გაუშვა, თუმცა რაფაელის დადანაშაულება არცერთ შემთხევაში არ იქნება მართებული. გასულ მატჩში რაფამ საგოლე აგდაცემააც მიითვალა.

დი მარია – 3 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა

ის ვარსკვლავია. მისგან ყველა ბევრს ელის. ანხელის დებიუტი "ბარნლისთან" ბრწყინვალე გამოდგა, თუმცა საკმარისი არ იყო გამარჯვების მისაღწევად. შემდეგ იყო "ქპრ", სადაც საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაისაკუთრა, მან ჯერ ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ბრწყინვალე გადაცემით მატასაც გაატანინა. ის იყო საუკეთესო "ლესტერთან" მატჩშიც, გაიტანა გოლი, რომელიც თვის საუკეთესო გოლადაც შეგვიძლია დავასახელოთ.

შეგახსნებთ, რომ გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ ფილ ჯონსი დასახელდა.

ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
30 სექტემბერი 2014 20:01
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მოიგო დი მარიამ ! 60 % აქვს crying კაი სტიმული იქნება იმედია ნელ ნელა უფრო მეტს მიაღწევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Manchester_M
30 სექტემბერი 2014 20:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დი მარია გაიმარჯვებს რათ უნდა ამას გამოკითხვა :D
0
№3
ავტორი: ელენე
30 სექტემბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ჩემი ხმა დი მარიას ♥
0
№4
ავტორი: manutd---10
30 სექტემბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ისედაც ვიცი რო დიმარია მოიგებს მაგრამ მე რაფაელს მივეცი ხმა, მე მისგან გაოცებული ვარ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია დასახელდება
0
№6
ავტორი: JooBoo
30 სექტემბერი 2014 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
ანდერ ერერა - 2 goli maxsovs da momkali tu ginda :D
0
№7
ავტორი: Manchester_M
30 სექტემბერი 2014 20:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
JooBoo,
2 აქვს განატანი ;) სწორად გახსოვს სტატიაშია შეცდომა :)
0
№8
ავტორი: Goginashvili777
30 სექტემბერი 2014 20:50
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
JooBoo,
მშვიდობის განსახიერებავ :დ არადა მახსოვს რომ 2 დავწერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: NUGI
30 სექტემბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
დი მარიას ჩემი ხმა 68% აქვს მოიგო და ეგაა
0
№10
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 21:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც დი მარიას მივეცი, მაგრამ ბევრი კი ვიფიქრე. ანდერზეც მინდოდა ხმის მიცემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top