თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 20:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 6
ფეხბურთელები რუნის შესახებ
ფეხბურთელებმა თავიანთი შთაბეჭდილება გააზიარეს.
ფეხბურთელები რუნის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელმა უეინ რუნის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

დარენ ფლეთჩერი: "როცა მის სტატისტიკას გადახედავთ, დაინახავთ, რომ ძალიან თანმიმდევრული ადამიანია. რა თქმა უნდა, ზოგიერთი სეზონი ძალიან წარმატებული იყო, ზოგიერთი ნაკლებად წარმატებული, მაგრამ მას "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მუდამ უდიდესი სარგებელი მოჰქონდა. უეინი ძალიან ჭკვიანია. ახალგაზრდობაში მისი ენერგია მოედნის მთელ სივრცეზე იხარჯებოდა, სადაც თავის და სხვის პოზიციაზე თამაშობდა. ახლა მას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ენერგიას მთელ მატჩზე ანაწილებს. ეჭვგარეშეა, უეინი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით შევა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის შეინარჩუნებს ცნობას მისი წადილის, სურვილის, გამარჯვებისა და ბრძოლის შესახებ."

უილ კინი: "როცა რუნის თამაშს უყურებ, შთაგონებისგან სუნთქვა გეკვრება. ვარჯიშებზე ის მუდამ გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის და გარკვეულ ელემენტებს ამუშავებს, რაც შენც გეხმარება პროფესიონალურ ზრდაში. ჩემზე, როგორც თავდამსხმელზე, მან უდიდესი გავლენა მოახდინა. უეინს არასდროს აშინებს პარტნიორისთვის შენიშვნის მიცემა იმ შემთხვევაში, თუ ხედავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. ამას გაგებით ვეკიდებით, რადგან მისი სურვილი გუნდის გაძლიერება გახლავთ."

ლუკ შოუ: "უეინ რუნის ნიჭს მუდამ ვქომაგობდი. მასთან გათანაბრება მუდამ მინდოდა, რადგან მას, როგორც მე, დიდ ფეხბურთში დებიუტი ახალგაზრდობაში ჰქონდა. ამჟამად კი იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ფეხბურთელია. 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რუნისთან ერთად ერთ გუნდში ითამაშებო, ამაზე უბრალოდ გამეცინებოდა."

ფილ ჯონსი: "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი მისი "მაკრატელა" - ეს ოსტატობის პიკია. მისი თამაში მუდამ მიზიდავდა, მაგრამ როცა ეს გოლი ვიხილე, უბრალოდ ვთქვი: "ვაუ! აი მესმის!". სიტყვები აქ ზედმეტი იყო. უეინი მიეკუთვნება ფეხბურთელებს, რომელთაც ერთი შეხებით შეუძლიათ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. ამის უნარი მხოლოდ ოსტატებს აქვთ."

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზოგიერთი სეზონი ძალიან წარმატებული იყო, ზოგიერთი ნაკლებად წარმატებული, მაგრამ მას "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მუდამ უდიდესი სარგებელი მოჰქონდა


მოიესის დროს მითუმეტეს უკვე მის გარეშე წარმატება წარმოუდგენელი იყო. რუნის აკრგ თამაშაზზე იყო დამოკიდებული გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაშია, ან სხვები არიან თუ არა ამაზე უკეთესები მატჩებში, რუნი შეუცვლელი ფიგურაა გუნდში და ყველაზე დიდ ძალას წარმოადგენს
0
№2
ავტორი: dachi_mu
30 სექტემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გიორგი,
Getanxmebi namdvilad. Runis gareshe maniu namdvilad dzneli warmosadgeniaaa. Chveni shreki
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 21:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნის არის გუნდის ავტორიტეტი, ფიგურა, რომელიც არის სხვისი მოტივაცია, ლიდერი, რომელსაც ენდობიან და რომლისაც სჯერათ. როცა მოედანზე გყავს კაცი, რომლისაც გეიმედება ფიქრობ, რომ ფარი გიჭირავს ხელში და არაფერი საფრთხე არ გელის. რუნი ფარიც არის და ხმალიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
30 სექტემბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვაზა - ჩვენი გეროი
0
№5
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 00:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დიდი ოსტატი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: chudikone
1 ოქტომბერი 2014 08:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვერც ფალკაო შეცვლის ამას და ვერც ვან პერსი! ისე უილსონს რო მიცეს ლვგმ შანსი, ცუდი არ იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top