თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 20:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1744,
კომენტარები: 10
მაკნეირმა რუნი მოხიბლა
უეინ რუნი პედით აღფრთოვანებულია.
მაკნეირმა რუნი მოხიბლა
"მანჩესტერ იუნაიტედის" დებიუტანტმა, პედი მაკნეირმა "ვესტ ჰემთან" თამაშისთვის მთელი რიგი აპლოდისმენტები დაიმსახურა. დანარჩენებს არც უეინ რუნი ჩამორჩა და კაპიტანმა საქებარი სიტყვებით შეამკო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

"ეს ყველაზე რთული ტესტი იყო, რასაც ახალგაზრდა მცველი შეიძლება წააწყდეს, რადგან მას თამაში მოუხდა გუნდთან, რომელიც ჩაწოდებებს ხშირად იყენებს. თუმცა პედიმ ყველაფერს გაუძლო და კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ძალიან რთული ფიზიკური სიძლიერისა და აგრესიის წინააღმდეგ მოუხდა თამაში, მაგრამ ყველაფერს უმკლავდებოდა და ყველანი მოხარულნი ვართ მის გამო."

მაკნეირის ყველაზე გასაოცარი თამაში მატჩის მიწურულს ვიხილეთ, როცა მან საოცარი თავურით საჯარიმოში წარმოქმნილი სახიფათო მდგომარეობა განმუხტა და ენერ ვალენსიას გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

"მის მიერ მატჩის ბოლოს განმუხტული მდგომარეობა ვნახე. ვიფიქრე, რომ ჩვენთვის თავი დადო."

პედი ერთ-ერთი ფეხბურთელია შვიდთაგან, რომელსაც ლუი ვან გაალმა პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

"მიუხედავად იმისა, რომ ტომ ქლევერლი იჯარით "ასტონ ვილაში" და დენი უელბეკი "არსენალში" გავუშვით, ჩვენ ახალგაზრდები მოვიყვანეთ გუნდში, როგორიც მაგალითად ტაილერ ბლეკეტი გახლავთ, რომელმაც წინა შეხვედრამდე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა. სიტუაცია მწვრთნელზე იყო დამოკიდებული და მან პედი მოიყვანა გუნდში, რითაც აჩვენა, რომ გუნდში ახალგაზრდების მოწვევა არ აშინებს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ნეტა შემდეგ თამაშშიც დააყენებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 21:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიფიქრე, რომ ჩვენთვის თავი დადო


მართლა ძაან მაგარი მომენტი იყო და კარგი დებიუტი გამოუვიდა winked
0
№3
ავტორი: DiMaria
30 სექტემბერი 2014 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან ნიჭიერი ბიჭია
0
№4
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 00:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არის ნეტა ვინმე ,ვინც ამის თამაშით არ მოიხიბლა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RedTeen
1 ოქტომბერი 2014 00:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ვნახოთ აბა სხვა თამაშებზე რას იზამს..
0
№6
ავტორი: nika1997
1 ოქტომბერი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მემგონი რო დააყენებსს მარა ისე კარგად ვერ ითამაშებს
0
№7
ავტორი: chudikone
1 ოქტომბერი 2014 08:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უილსონი ათამაშოს რაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: AkkRed
1 ოქტომბერი 2014 11:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამაზე ფიზიკური ვარჯიში უნდა და გიჟი იქნება თან მგონია მასე თან დიდი სურვილი მაქ love
0
№9
ავტორი: VaRdo
1 ოქტომბერი 2014 11:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია ეს ან ბლეკეტი დიდი ფეხბურთელი დადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Count Alucard
1 ოქტომბერი 2014 20:26
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ტალანტების აღზრადში და აღმოჩეენაში მანჩესტერი და ვან გაალი უბადლოები არიან love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top