ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" ბოსი შეხვდა "მადრიდის რეალის" მმართველს ჟოზე მოურინიოს, როდესაც სამეფო კლუბი გამოემგზავრა ინგლისში რათა გაემართა მატჩი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. თავად პორტუგალიელი მწვრთნელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს. სერ ალექს განაცხადა: "ჟოზეს შეუძლია აკონტროლოს ნებისმიერი გუნდი. მე ვერასოდეს გავიფიქრებდი, რომ ბიჭი, რომელსაც არასდროს უთამაშია ფეხბურთი, გახდებოდა ასეთი წარმატებული მწვრთნელი, რაც ბევრ რამეს ამტკიცებს მის პიროვნულობაზე. სუსტად ეს ხასიათი ეხმარება მას წარმატების მიღწევაში"– ციტატირებს სერ ალექსი Daily Mail–თან "მახსოვს მისი პირველი პრესკონფერენცია "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში. მაშინ გავიფიქრე:"ღმერთო, როგორი თვითდაჯერებულია." მან განუცხადა მოთამაშეებს:"მისმინეთ, მე განსაკუთრებული, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ." ეშმაკამაც დალახვროს ის ხომ სულ ახლახანს გადმოვიდა ინგლისში და უკვე ლაპაროკობს, რომ განსაკუთრებულია! მაგრამ მან დააჯერა თავის მოთამაშეებს, რომ მათ შეეძლოთ ჩემპიონატში გამარჯვება." სერ ალექსმა ასევე ისაუბრა მის და ჟოზეს გაცნობაზეც. ეს მოხდა 2004 წელს ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც "პორტომ" სძლია "იუნაიტედს":" როდესაც ის, შემოდის ჩემს კაბინეტში ჩვენ ერთად ყოველთვის ვხუმრობთ. აი ეს მომწონს მასში.მა ასევე შეუძლია ბევრი სიცილიც. მან უბრალოდ იცი თუ, როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს" თავად მოურინიომ განაცხადა, რომ მას კიდევ დარჩა ინგლისში დაუსრულებელი საქმე.მას სურს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ხელიდან გაუსხლტა "ჩელსის" მართვის დროს:"ჩემს კარიერაში ყველაფერი კარგი იყო. ერთადერთი რამ რაც მე ვერ გავაკეთე ეს არის ჩემპიონთა ლიგის მოგება ინგლისურ კლუბთან ერთად. ჩემი შემდეგი ნაბიჯია ინგლისში დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი როდის!"