თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2237,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "გიგზი გამონაკლისია"
ვან გაალი გიგზში მემკვიდრეს ხედავს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ რაიან გიგზი მზადაა მისი მემკვიდრე გახდეს.

გასული სეზონის მიწურულს გიგზი ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას, რის შემდეგაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ვან გაალის ასისტენტი გახდა.

ვან გაალი გიგზის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

"მრავალი მოსწავლე მინახავს და გიგზიც ჩემი მოსწავლეა - არა მოსწავლე, არამედ გამონაკლისი. ძალიან კმაყოფილი ვარ მისით, რადგან გიგზმა კოლექტივთან მუშაობის უნარი მათ წინაშე გამოავლინა."

"უკვე ვნახე, რომ გიგზს სავარჯიშო მეთოდების არსის ახსნა შეუძლია. მას შეუძლია ყველაფერი განსხვავებულად გააკეთოს, რაც ნამდვილი სასწაულია, რადგან ყოფილ მოთამაშეთაგან ცოტას თუ აქვს მსგავსი უნარი."

"საქმე მხოლოდ ამაში არ არის. რაიანი ძალიან სასიამოვნო ადამიანია და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მისით აღფრთოვანებული ვიყავი, როგორც მოთამაშით - შესაძლოა უფრო მეტად, ვიდრე თქვენ."

"ინგლისში როგორ ამბობთ ხოლმე? როცა ვან გაალს ბოლო მოეღება, გიგზი დაიკავებს მის ადგილს."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინგლისში როგორ ამბობთ ხოლმე?


ამას მაგრად არ ევასება ჟურნალისტები არა?

გიგზი ჩვენი მომავალია. შენს შემდეგ თუ უფრო მოგვიანებით არავინ იცის, მაგრამ გიგზი აუცილებლად გახდება ჩვენი მწვრთნელი. ორი დიდი მწვრთნელის ხელში იმუშავა და ისწავლა. იმედია ბევრი რამ ისწავლა და ამ ცოდნას ჩვენ დაგვახარჯავს, ოღონდ წარმატებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
30 სექტემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
როხო ჩემი სიახლე და ეს ერთი და იგივე ხომ არარის ?? თუ ეგრეა მაშინ გავაერთიანოთ ! derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: dachi_mu
30 სექტემბერი 2014 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
hah lui naxe :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ინგლისში როგორ ამბობთ ხოლმე? როცა ვან გაალს ბოლო მოეღება, გიგზი დაიკავებს მის ადგილს."


wink wink

ამას ნუ ავიწყდება გიგზის კარიერა ვისთან განვითარდა და ვინ იყო მაგის მწვრთნელი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 სექტემბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლუის ღადაობაც სცოდნია wink
0
№6
ავტორი: chudikone
30 სექტემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეც მგონია რო ვან გაალს გიგზი ჩაანაცვლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Best 7
30 სექტემბერი 2014 15:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Van gaals mgonia martla raiani chaanacvlebs!
0
№8
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 18:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
რომელი შენი სიახლე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: RedGirl
30 სექტემბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ინგლისში როგორ ამბობთ ხოლმე? როცა ვან გაალს ბოლო მოეღება, გიგზი დაიკავებს მის ადგილს."


ვაიმეე :დდ

გიგზი ახალ სქელყდიან წიგნს დაწერს მანჩესტერის ისტორიაში ბაბუს მსგავსად :დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: RedTeen
1 ოქტომბერი 2014 01:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჯერ შენ წადი და შენ შემდეგ ისედაც ვიცოდით გიგზი რომ იქნებოდა.. :დ მიხარია მისი მუშაობა რომ მოსწონნს, სულ უკმაყოფილოა და ძლივს გამოჩნდა ადამიანი ვინც ასე შეაქო.. <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top