თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2033,
კომენტარები: 6
რობინი ლუის ფილოსოფიის შესახებ
ვან პერსი ლუის ფილოსოფიაზე საუბრობს.
რობინი ლუის ფილოსოფიის შესახებ
ჰოლანდიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელები მალე გაიგებენ ლუი ვან გაალის ფილოსოფიის არსს და "იუნაიტედი" ძველ დიდებას დაუბრუნდება.

"ეროვნული გუნდის მწვრთნელის რანგში ყოფნისას მასთან ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე, მაგრამ ეს განსხვავებული სიტუაციაა, რადგან მასთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. თუმცა მისი მუშაობის შესახებ მცირე წარმოდგენა მაქვს. ორი წლის განმავლობაში მასთან ერთად სამი დღის ან ცხრა დღის განმავლობაში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება."

"მუშაობის მისი სტილი ძალიან კარგი, ძალიან პირდაპირი და ძალიან ზუსტია ყველასთვის. ის ყველას ეკონტაქტება და ამას შესანიშნავად აკეთებს. ის ცდილობს თავისი ფილოსოფია რამდენიმე ახალ ფეხბურთელამდე მიიტანოს. მხოლოდ მე და დეილი ბლინდმა ვიცოდით მისი მეთოდის შესახებ, თუმცა მჯერა, რომ ყველა გაითავისებს და იმას გავაკეთებთ, რასაც გვეტყვის, იქ წავალთ, სადაც წასვლას გვთხოვს."

"მისი მეთოდი კარგი გაგებით ძალიან მომთხოვნია, რადგან ყოველ დღე კონცენტრირებული უნდა იყო, ყოველი შეკრებისა და ვარჯიშის დროს. მას სურს, რომ შეკრებებში ფეხბურთელებმაც მიიღონ მონაწილეობა. შენ საკუთარი ხედვა უნდა გადმოსცე, ეს კი სამწვრთნელო შტაბს ძალიან მოსწონს. ცოტა ჰოლანდიურია - პროექტში ყველა მონაწილეობს. ყველანი ამაზე ვმუშაობთ."

"ყველას აქვს საკუთარი სათქმელი, რაც შესაძლოა სიახლეა ბევრისთვის, მაგრამ არა ჩემთვის, რადგან ვიცი, როგორ მუშაობს ის. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და ძალიან საინტერესოა, რადგან ყველანი ერთ ბადეს ვექაჩებით - როგორც ჰოლანდიაში იტყვიან. ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რაც არის მოგება და მოგება იმდენის, რამდენსაც შევძლებთ. რასაც მოედანზე ვარჯიშებისას ვამჩნევ, ეს არის მუდმივი გაუმჯობესება. ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით და უკეთესები ვხდებით."

"სავარჯიშო პროცესი გასაოცარია და ამას მატჩებშიც ვაჩვენებთ. ახლა ამ გზას უნდა მივყვეთ და ოთხეულში შევიდეთ, რაც სრულიად რეალური მიზანია, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ყველას სურს მოგება, სავარჯიშო პროცესის დროსაც კი მოგებისკენ ვისწრაფვით, მაგიდის ჩოგბურთის თამაშის დროსაც კი მოგებისკენ ვისწრაფვით. ჩვენ გამარჯვებულები ვართ. აქ იმისთვის არ ვართ, რომ დაბალი სტანდარტები დავაწესოთ. გვინდა იმდენად დიდი იყოს მიზანი, რამდენადაც შესაძლებელია - მოვიგოთ თამაშები და მოვიგოთ თასები."


theGuardian
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 09:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აუფ, რა შემართებაა. ძალიან მომანდომა ახლა მოგებების ყურება.

ვან გაალის ფილოსოფიის სრულად ნახვის საშუალება არ მოგვეცა ჯერ და იმედი ვიქონიოთ მალე იქნება ის "იუნაიტედი" რომლისც ჩამოყალიბებასაც ცდილობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
30 სექტემბერი 2014 09:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
5-ში 3 ქულის დადებას ველოდები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სავარჯიშო პროცესის დროსაც კი მოგებისკენ ვისწრაფვით, მაგიდის ჩოგბურთის თამაშის დროსაც კი მოგებისკენ ვისწრაფვით


რო იძინებენ მაშინაც მოგებისკენ ისწრაფვიან მარა ლესტერი თუ პენალტს გვიტანს აი მაშინ გვერხევა

შემართება მომწონს და ძალიან მაგარია 3d_8
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 სექტემბერი 2014 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შედის ნელ-ნელა ფორმაში ჩვენი პერსიკა და მჯერა რო ფალკაოც მოუმატებს.
0
№5
ავტორი: RedGirl
30 სექტემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ლესტერთან მატჩის წაგებაზე მეტად ის გამიტყდა, რომ ფსიქოლოგიურად გატყდნენ, იმედია ეგ აღარ განმეორდება. მიხარია, რომ ასეთი შემართება აქვთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: DiMaria
30 სექტემბერი 2014 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე მჯერა ვან გაალის და მოცდასაც ვაპირებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top