თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 09:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 6
ვან პერსი: "ოთხეული ჩვენი მიზანია"
ვან პერსის ვან გაალის სჯერა.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ შიშს მოჰგვრის მოწინააღმდეგეს, როცა ვან გაალის ფილოსოფიას სრულად აღიქვამენ ფეხბურთელები და როცა ტრავმების კრიზისი გადაივლის.

ვან გაალს ცხრა ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და ანდერ ერერას შესახებ ცნობებს ელოდება. ანდერმა "ვესტ ჰემთან" მატჩში წელი დაიზიანა და მისი ფიზიკური მდგომარეობის თაობაზე ჯერ-ჯერობით არაფერი გაცხადებულა.

"ვფიქრობ მოწინააღმდეგეთა შეშინებას ისევ შევძლებთ. ამ მოთამაშეებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ისინი დიდებულები არიან ინდივიდუალური კუთხით. მაგრამ ამჟამად ერთ გუნდად ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ და ისეთი მატჩები, როგორიც "ქპრ"-სთან გვქონდა ამაში ხელს გვიწყობს. ჩვენ ჩავარდნა გვქონდა "ლესტერთან", მაგრამ ყველას ვაჩვენეთ, რომ ასეთ რთულ მომენტებშიც კი მზად ვართ გამარჯვებისთვის."

ვან პერსი, რომელმაც Abengoa-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თანამშრომლობის ოფიციალურად გაფორმების საღამოზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნა ფეხბურთელებს კიდევ უფრო მონდომებულს ხდის: "ეს ამ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანია. ოთხეულში ყოფნა - ჩვენ მოთამაშეებს, გუნდს, გულშემატკივარს, მწვრთნელებსა და სტადიონს თუ შეხედავთ ოთხეულში ჩვენი ყოფნა ნორმალურად მოგეჩვენებათ. წელს დიდებული სამწვრთნელო შტაბი, დიდებული ქომაგი, დიდებული ფეხბურთელები გვყავს. ამ ყველაფრის ერთად შერწყმით რთულია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდე. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც გავაკეთებთ".
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
30 სექტემბერი 2014 09:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეე დატოვე ახლა რამე . დაიწყო უკვე request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Mufc7
30 სექტემბერი 2014 09:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა გვყავს ეს, გუნდის ოპტიმისტი:D კარგია,რომ ასეთი განწყობით არიან,თამაშებზეც აისახოს ეს ოპტიმიზმი და შევალთ ოთხეულში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 09:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
3d_4

წელს დიდებული სამწვრთნელო შტაბი, დიდებული ქომაგი, დიდებული ფეხბურთელები გვყავს.


მოიესი გალანძღა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარი ლიგაზე დაბრუნებაა და იმედია მოვახერხებთ ამას. ლივერპულს 4 ქულით უნდა ვუსწრებდეთ ეხლა რომ არა ის უაზრო თამაში ლესტერთან.
0
№5
ავტორი: chudikone
30 სექტემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეს ჩადგეს ფორმაში და რაღას დავეძებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RedGirl
30 სექტემბერი 2014 18:29
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეჭვიც არ მეპარება რომ მომავალ წელს ლიგას ისევ მანჩესტერთან ერთად ვუყურებ ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top