თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2014, 16:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3260,
კომენტარები: 12
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
როგორც წინა კვირას დავწერე, გუნდი მზად იყო წინსვლისთვის და მძიმე სამუშაოსთვის, რათა რთული სტარტი გადაეფარა. ეს კი "ვესტ ჰემთან" მატჩში იქნა ნაჩვენები და ამჯერად უკვე სატურნირო ცხრილი სხვაგვარად გამოიყურება.

"ოლდ ტრაფორდის" მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დიდი დახმარება იყო. მიზანი ჩვენი საფეხბურთო სტილის შენარჩუნება და თანმიმდევრულად უფრო მეტი ქულის მოგროვება გახლავთ. რაც უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ მოედანზე, მით მეტად სასიამოვნო იქნება თქვენთვის ჩვენი თამაშების ყურება. გუნდის მიზანი ყოველ თამაშში მომატებაა და ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ მის მისაღწევად.

ეს დე ხეასთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მან 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია პრემიერ-ლიგაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარეა მათ შორის, რომელიც ოდესმე მინახავს, ასე რომ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტსაც ითამაშებ ჩემო მეგობარო.

დაუვიწყარი დღე იყო პედი მაკნეირისთვისაც. 19 წლის ასაკში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დებიუტის ქონა უბრალოდ გასაოცარია და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგია იმის ჩვენება, რომ მათაც შეუძლიათ პირველ გუნდში თავის გამოჩენა. ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა ამ კლუბში და ეს კარგი ტრადიციაა, რისი შენარჩუნებაც საჭიროა. ჩემი აზრით, პედის ნათელი მომავალი აქვს.

უკვე დავიწყეთ ფიქრი "ევერტონის" წინააღმდეგ საკვრიაო შეხვედრაზე. გასულ სეზონში ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მჯერა, წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და სამ ქულასაც ავიღებთ.

სასიამოვნო კვირას გისურვებთ. იმედი მაქვს მომდევნო ორშაბათს კარგ ხასიათზე შეხვდებით. გმადლობთ ყველაფრისთვის.

გკოცნით!

ხუანი.

manutd.com
მატას ბლოგი
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 16:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს მაგარი იცის ბოლოში: "Hugs"

ეს კაცი არ გამიყიდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Man-United
29 სექტემბერი 2014 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ეს არ გაყიდო ვამ გაალ იმენა მაგარად შემაყვარა ამ ფეხბურთელმა თავი რა მატა კიდევ ერთხელ მოგიწევს დაამტკიცო ამ სამ თამაშში რო ძირითადის ღირსი ხარ კაი შანსი მიეცა რუნის სირობის გამო
0
№3
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2014 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეხლა შენი იმედი მაქ მატა ევერტონთან <3
0
№4
ავტორი: Manchester_M
29 სექტემბერი 2014 17:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი მეშლება ნერვები ამ კაცის გაყიდვაზე რომ ბაზარი მიდის :X იმედია ამას არ დაუშვებს ლუი !!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2014 17:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გკოცნით


wink
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 19:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
საერთოდ გეხუტებითო ეწერა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: temo-scholes
29 სექტემბერი 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
xuansitooo magari xar toooo wink
0
№8
ავტორი: VaRdo
29 სექტემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გკოცნით გეხვევათ თქვენი ხუანიტო wink ესე ჯობია. მაგარი კაცია რა მევაება მატა. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: chudikone
29 სექტემბერი 2014 21:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის და ერერას მერე ყველაზე მეტად მევასება ♥ არ გამიყიდოთ ეს კაცი !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: dachi_mu
29 სექტემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magaria chveni xuami :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top