ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
როგორც წინა კვირას დავწერე, გუნდი მზად იყო წინსვლისთვის და მძიმე სამუშაოსთვის, რათა რთული სტარტი გადაეფარა. ეს კი "ვესტ ჰემთან" მატჩში იქნა ნაჩვენები და ამჯერად უკვე სატურნირო ცხრილი სხვაგვარად გამოიყურება.
"ოლდ ტრაფორდის" მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დიდი დახმარება იყო. მიზანი ჩვენი საფეხბურთო სტილის შენარჩუნება და თანმიმდევრულად უფრო მეტი ქულის მოგროვება გახლავთ. რაც უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ მოედანზე, მით მეტად სასიამოვნო იქნება თქვენთვის ჩვენი თამაშების ყურება. გუნდის მიზანი ყოველ თამაშში მომატებაა და ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ მის მისაღწევად.
ეს დე ხეასთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მან 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია პრემიერ-ლიგაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარეა მათ შორის, რომელიც ოდესმე მინახავს, ასე რომ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტსაც ითამაშებ ჩემო მეგობარო.
დაუვიწყარი დღე იყო პედი მაკნეირისთვისაც. 19 წლის ასაკში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დებიუტის ქონა უბრალოდ გასაოცარია და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგია იმის ჩვენება, რომ მათაც შეუძლიათ პირველ გუნდში თავის გამოჩენა. ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა ამ კლუბში და ეს კარგი ტრადიციაა, რისი შენარჩუნებაც საჭიროა. ჩემი აზრით, პედის ნათელი მომავალი აქვს.
უკვე დავიწყეთ ფიქრი "ევერტონის" წინააღმდეგ საკვრიაო შეხვედრაზე. გასულ სეზონში ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ მჯერა, წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და სამ ქულასაც ავიღებთ.
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. იმედი მაქვს მომდევნო ორშაბათს კარგ ხასიათზე შეხვდებით. გმადლობთ ყველაფრისთვის.
გკოცნით!
ხუანი.
manutd.com