თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2014, 07:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4123,
კომენტარები: 15
მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან
სერ ალექსის წარმატება ციფრებში - საინტერესო თეორია
მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან
ეჭვგარეშეა, სერ ალექს ფერგიუსონი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია. მას რაინდის წოდებაც კი მიანიჭეს და ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს "ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილის" გამო. "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი წარმატებულობა უდავოა, მაგრამ საკითხავია რამდენად ჯობია იგი ლიგის სხვა მწვრთნელებს? მაგალითად, რამდენად ჯობია დევიდ მოიესს?

ფერგიუსონის მემკვიდრეებმა უკვე დახარჯეს დიდძალი თანხა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ორი სეზონიც კი არ გასულა. მოიესმა ფელაინიში გიჟური 28 მლნ. გადაიხადა, 30 მლნ. მატას შესყიდვას დაახარჯა და რუნის ხელფასი კვირაში 300 ათას ფუნტამდე გაუზარდა. ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ კი "იუნაიტედმა" რამდენიმე ვარსკვლავი შეიძინა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე.

ნებისმიერ მწვრთნელს, რომელსაც განკარგულებაში აქვს შეუზღუდავი ბიუჯეტი შეუძლია პრემიერ-ლიგა მოიგოს. სერ ალექსი ამით არასდროს არ იწონებდა თავს და ტიტულს არ "ყიდულობდა". მან დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა პრემიერ-ლიგის 13-ჯერ მოგებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწინააღმდეგეები უფრო მეტს ხარჯავდნენ. პრემიერ-ლიგის არსებობის ადრეულ წლებში ცნობილ მხარჯველებად "ბლექბერნი" და "ლივერპული" გვესახებოდნენ. შემდეგ კი ისინი "ჩელსიმ" და "მანჩესტერ სიტიმ" ჩაანაცვლა. არც "იუნაიტედი" ყოფილა ძუნწი გუნდი, თუმცა მისი დამხარჯველუნარიანობა არც კი ჩანდა.

ვერც ვან გაალი, ვერც მოიესი ვერ გაიმეორებენ ფერგიუსონის წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ინვესტირება აქვთ. ჰოლანდიელი უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი წინამორბედი და მიუხედავად ამისა პრემიერ-ლიგის ტიტულის მოგების შანსი უფრო უიმედოდ გამოიყურება. ამ ფაქტმა დაბადა აზრი - შეგვიძლია თუ არა სერ ალექსის მუშაობა ფულადი გამოხატულებით შევაფასოთ? სხვა სიტყვებით, მის ადგილზე მოიესი რომ დავაყენოთ და წარმოვიდგინოთ მისი 20 წლიანი სამსახური, რა თანხა დასჭირდებოდა მას იმისთვის, რომ ფერგიუსონის მიღწევა გაიმეოროს?

ჰიპოთეზა

სერ ალექს ფერგიუსონი მოლოდინის გადაჭარბების მიხედვით ინგლისის საუკეთესო მწვთნელი გახლდათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შოტლანდიელის გუნდი უკეთეს შედეგს აჩვენებდა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, რომელსაც უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა.

რას ამბობენ ციფრები?

ყურადღება მივაქციოთ სახელფასო დარიცხვებს. მოთამაშის შემოსავლის რაოდენობა ნათელი ასახვაა იმისა, თუ რამდენად ეფექტურია ლიგაში მისი თამაში (რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს, როგორიც საბაზრო რენტაბელურობაა, პერსონალური რისკი, "გამობრძმედილი მოთამაშის" სტატუსი და ა.შ.)

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელი, რომლისთვისაც რამდენიმე კლუბი ერთად იბრძვის, კონტრაქტს გააფორმებს იმ კლუბთან, რომელიც ყველაზე მომგებიან პირობებს შესთავაზებს. ამგვარად, ფეხბურთელის ხელფასის რაოდენობა ამა თუ იმ კლუბისთვის პოტენციურ ფასეულობას ასახავს.

უფრო დეტალური ანალიზის შედეგად ნათელი ხდება, რომ მოთამაშის შემოსავალი ყოველთვის არ ასახავს შესაძლო ფასს. ზოგიერთის შესყიდვისას შესაძლოა ნაკლები თანხა გაიღონ, ზოგიერთის შესყიდვისას კი გადააჭარბონ. მაგალითად, ფეხბურთელი, რომელიც კვირაში 80 ათასს იღებს შესაძლოა უფრო წარმატებულ ფეხბურთელად იქნეს აღქმული, ვიდრე ფეხბურთელი, რომელიც 100 ათასს იღებს. ამავდროულად სრულიად გაუგებარია უკანასკნელის შემთხვევაში გადააჭარბეს, თუ პირველი მათგანის შემთხვევაში ნაკლები თანხა გადაიხადეს. საერთო ჯამში თუ შევაფასებთ, იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელიც დაეთანხმება ფაქტს, რომ გუნდი, რომელიც ფეხბურთელთა ხელფასში კვირაში მილიონ ფუნტს ხარჯავს ისეთივე წარმატებულია, როგორც გუნდი, რომელიც ორ მილიონს ხარჯავს.

გუნდების სახელფასო მაჩვენებელს აღებული ქულების მაჩვენებლთან თუ შევადარებთ, მათ შორის კავშირს აუცილებლად დავინახავთ. ზოგიერთი გუნდი პერიოდულად ან ვერ ამართლებს, ან აჭარბებს მათზე დაკისრებული სახელფასო მოლოდინის დონეს. საერთო ჯამში კი, გუნდის სახელფასო მაჩვენებელი მისი წარმატების ეჭვგარეშე წინაპირობად გვესახება.

უფრო ზუსტი გათვლისთვის, უმჯობესია სახელფასო დონის ზრდას გადავხედოთ. ავიღოთ ნულოვანი პერიოდიდან 2012-2013 წლების სეზონამდე პერიოდი. ხელფასების ყოველწლიური საშუალო დონე რომ შევკრიბოთ და გავყოთ სეზონების რაოდენობაზე ზრდის მრუდს მივიღებთ. მაგალითისთვის, 2011-2012 წლების სეზონის საშუალო სახელფასო მაჩვენებელი მთელი ლიგის მასშტაბით 81,3 მლნ. ფუნტს შეადგენს. მომდევნო სეზონში კი 89,1 მლნ, რაც 9,6%-ან ზრდაზე მიუთითებს. 2000 წელს 1 მილიონის სანაცვლოდ უფრო მეტს შეიძენდი, ვიდრე 2013 წელს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ სანამ ციფრების შედარებაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინფლაცია.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია XXI საუკუნის პრემიერ-ლიგის გუნდების სახელფასო დონე. საშუალო მაჩვენებელი 2000-2001 წლების სეზონთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ვხედავთ, რომ "იუნაიტედის" ხელფასები ლიგის მთლიანი ინფლაციის შესაბამისად იზრდება.


მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან



მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან



ინფლაციის მრუდის შემდეგ გრაფიკზე შეგვიძლია დავიტანოთ ფეხბურთელების ხელფასის დამოუკიდებელი ცვლადისა და ტურნირზე აღებული ქულების დამოკიდებული ცვლადის სიდიდე. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ გრაფიკზე ასახულია მზარდი მრუდი, რომლის მიხედვითაც მომაკვდინებელი შემოსავლის კანონი აღნიშნავს - რაც უფრო წარმატებულია გუნდი, მით რთულია მისი უფრო წარმატებულად ქცევა.


მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან



ამ გრაფიკიდან გამომდინარეობს, რომ მრუდი საუკეთესოდ აღნიშნავს შემდეგ ტოლობას:


y = 27.142ln(x) - 65.919



სადაც y - აღებული ქულების რაოდენობაა, x - კლუბის წლიური ხელფასის მაჩვენებელი.


რას აღნიშნავს ეს მრუდი? ინგლისის პრემიერ-ლიგის საშუალოსტატისტიკური გუნდისთვის x წარმოადგენს თანხას, რომელსაც კლუბი ფეხბურთელებს უხდის, y კი ქულებს, რომელიც გუნდმა სეზონის ბოლოს უნდა დააგროვოს. მრუდი საუკეთესო მიახლოებით აჩვენებს თუ რამდენი ქულა უნდა დააგროვოს ამა თუ იმ გუნდმა იდეალურ შემთხვევაში გამომდინარე თანხიდან, რომელსაც ისინი ხელფასის სახით იხდიან. სხვა სიტყვებით, ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს თუ რამდენად ეფექტურად იყენებს კლუბი თავის ბიუჯეტს.


განვმეორდებით, არსებობს გუნდები, რომლებიც საკუთარ თავს აჭარბებენ და არსებობს გუნდები, რომლებიც ვერ ამართლებენ. რას იტყვით მოლოდინის მუდმივი გადაჭარბების შესახებ? მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ გრაფიკს, რომელიც ნარინჯისფერი ფერით "იუნაიტედთან" დაკავშირებულ მდგომარეობას გამოხატავს.


მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან



როგორც ვხედავთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" აჭარბებდა არა მარტო ლიგის საშუალო მაჩვენებელს, არამედ მის მიერ წლის დასაწყისში ნავარაუდევ შედეგსაც კი, თანაც ყოველ სეზონში.


ანალიზი


2000-2001 წლების სეზონიდან მოყოლებული თავისი ქვეშევრდომების ერთად სერ ალექს ფერგიუსონი ნებისმიერ სკეპტიკოსსა თუ წინასწარმეტყველს აოცებდა (უფრო ნაადრევი პერიოდის ფინანსური მონაცემების მოპოვება ვერ მოვახერხეთ). მისი შედეგიანობა უბრალოდ მიუღწეველია - არც ერთ სხვა გუნდს ასეთი სტაბილურობით არ გადაუჭარბებია საკუთარი შესაძლებლობებისთვის.


შეუძლებელია იმის გადმოცემა, რამდენად დაუჯერებელია მაჩვენებლები, რომელსაც სერ ალექსის გუნდი აჩვენებდა. სპორტულ მიღწევებზე საუბრისას ჩვეულებრივ წარმატებაზე მოქმედ ორ ფაქტორს განვიხილავთ - ეს არის სპორტსმენთა ოსტატობა და გამართლების თანხვედრა. უხეშად რომ ვთქვათ, მათემატიკური ენით ეს ასე გამოიხატება:


შედეგი=ოსტატობა+იღბალი



თითოეული სპორტსმენი მომზადებისა და რესურსების გარკვეულ დონეს ფლობს, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ფორტუნაც, რომელსაც თავისებური გავლენა აქვს შედეგზე.


იმისათვის, რომ წარმატებით იასპარეზო, საჭიროა საკუთარი საქმის ოსტატი იყო და იღბალი კუდით დაიჭირო. შესაძლოა შენი უნარი იმავე დონეზე დარჩეს, მაგრამ იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამს შეგაქციოს ზურგი.


სერ ალექსის წარმატება მხოლოდ ერთწლიანი რომ ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ მას გაუმართლა. თუმცა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველწლიურად აჭარბებდა მოლოდინს სახელფასო მაჩვენებლების მხრივ. შეუძლებელია ეს მოვლენათა წარმატებული შერწყმის დამსახურება იყოს. პრემიერ-ლიგის დაარსებიდან 2012-2013 წლების სეზონამდე გუნდში შეიცვალა ფეხბურთელები, მწვრთნელის დამხმარეები და მფლობელებიც კი. შეუცვლელი დარჩა მხოლოდ სერ ალექსი.


მოდით მივუბრუნდეთ კითხვას, რამდენად სჯობია სერ ალექსი "ლიგის საშუალოსტატისტიკურ მწვრთნელს"? ავიღოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელფასო მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის მიხედვითაა კორეკტირებული და ჩავსვათ მრუდის საუკეთესო მიახლოების ფორმულაში, რათა განვსაზღვროთ, თუ რამდენი ქულის აღებას გეგმავდა გუნდი წლის ბოლოსთვის. პროგნოზირებულს გამოკლებული ფაქტიურად აღებული ქულებით დავინახავთ, რამდენად კარგი იყო ფერგიუსონი. წარმოებული სხვაობის შედეგები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:


მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან

პირველი გრაფა: სახელფასო მაჩვენებელი
მეორე გრაფა: აღებული ქულები
მესამე გრაფა: სავარაუდო ქულები
მეოთხე გრაფა: სხვაობა



გათვლებიდან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნას, რომ სერ ალექსის ადგილზე მყოფი საშუალოსტატისტიკური მწვრთნელი 2000 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში 124 ქულით ნაკლებს აიღებდა. საშუალოდ 9,5 ქულით ნაკლებს თითოეულ სეზონში.


საინტერესოა, რა თანხის ეკონომია შეძლო სერ ალექს ფერგიუსონმა? როგორ უნდა გამოვთვალოთ მისი მიღწევის რაოდენობა? ამისთვის საჭიროა ჩვენს ფორმულაში ქულების ფაქტიური რაოდენობა ჩავსვათ, რომელიც "იუნაიტედმა" თითოეულ სეზონში აიღო და გამოვთვალოთ სახელფასო მაჩვენებელი, რომელიც ასეთი შედეგების მიღებისთვის კლუბში ობიექტურად უნდა ყოფილიყო.


შესაბამისად გამოითვლება თანხა, რომელიც სერ ალექსმა კლუბისთვის დაზოგა.


მილიარდი ფუნტი ფერგიუსონისგან

პირველი გრაფა: სახელფასო მაჩვენებელი
მეორე გრაფა: აღებული ქულები
მესამე გრაფა: სავარაუდო აუცილებელი ხარჯები
მეოთხე გრაფა: სხვაობა



ესეც შედეგი. ფერგიუსონმა კლუბისთვის დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტი დაზოგა ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში.


გასულმა სატრანსფერო ფანჯარამ კი აჩვენა, რომ მსგავსი შედეგების მიღებისთვის ვან გაალის ხელმძღვანელობის პერიოდში "იუნაიტედს" გაცილებით მეტი თანხის გაღება მოუწევს, ვიდრე ფერგიუსონის ხელმძღვანელობის პერიოდში. პრემიერ-ლიგის სხვა არც ერთი მწვრთნელი ახლოსაც კი არ მისულა ფერგიუსონის გენიალურ მაჩვენებელთან და საეჭვოა ვინმემ ეს მომავალში მოახერხოს.


წყარო: wearehooligans
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 08:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოკლედ ასე - ეს სტატია მთლიანად არა, მაგრამ ფერგიუსონის გენიალურობის გარკვეულ ნაწილს ნათლად ასახავს.

შევეცადე ტერმინები მინიმალურად გამომეყენებინა, რათა უფრო გასაგები ყოფილიყო.

ყოჩაღ ამ მაჩვენებლების გამომთვლელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
29 სექტემბერი 2014 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
RojoDiablo,
მაგარი ანალიზია! ექიმი კაცი ვარ არაფერი არ გამეგება ამ მრუდების და მაგრამ ისე დამაინტერესა შენმა სტატიამ რომ უკვე მეოტXედ ვკითხულობ lol რომ ცოტათი მაინც მოვიდე აზრზე არა რა მათემატიკაში ტუილად არ მყავდა ჯანმრთელი სამიანი facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 09:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Lev,
თან სურათს და მრუდებს უყურე თან წიაკითხე და უფრო გასაგები იქნება fellow

ჯანმრთელი სამიანიო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2014 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
მაგარია გიო საღოლ კაი ბიჭი ხარ love ფერგი კი უდავოდ საუკეთესოა love
0
№5
ავტორი: Best 7
29 სექტემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fergi sauketeso xar!
0
№6
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეორედ წაკითხვა დამჭირდა მეც,იმდენად საინტერესო სიახლეა ,ყოჩაღ love ფერგისნაირი კიდე არავინაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. ''შეუცვლელი დარჩა მხოლოდ სერ ალექსი.'' love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: dachi_mu
29 სექტემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ra tqma unda babu geniosi iyo,ori azri araaa aq... Avtor sagol... Madlobaaa

ra tqma unda babu geniosi iyo,ori azri araaa aq... Avtor sagol... Madlobaaa
0
№8
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2014 15:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ რა wink გუშინ კი დაგვაინტრიგე მარა მოლოდინს გადააჭარბა good2

ტრანსფერები როცა გუნდს სჭირდებოდა კეთდებოდ ამარა არ იხარჯებოდა დიდი თანხები არასდროს ფერგის დროს, არც მის ბოლო პერიოდში როცა უკვე გვიჭირდა. აი მაგალითად თუნდაც მოურა ავიღოთ, ან აზარი. როცა ორივეზე სადღაც 10 მილიონის ბაზარი იყო რომ დაემატებინა მაგრამ რამდენჯერმე გააკეთა ამაზე განცხადება რო კლუბი ასეთ ახალაგზრდებში ამდენს არ გადაიხდიდა. ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ პოლიტიკას მარა როგორც ყველა ხედავდა ამართლებდა ძალიან კარგად. ეს კაცი უბრალოდ გენია იყო და მის დონეზე ვერ ავა კიდევ დიდი ხანი ვერავინ

მოვიტყუები რომ ვთქვა ამ სიახლიდან ყველაფერი მაგრად გავიგე მეთქი მაგრამ მაინც wink
0
№9
ავტორი: Manchester_M
29 სექტემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
WOW !!!!!!!!!
სგ ძან მაგარი სტატია გაგიჩითია !!!!!!!

სიტყვები არ მყოფნის გენიაზე მეტი იყო ეს კაცი :X ამ გრაფებში რა იყო ხალხო გაუგებარი ? :D
0
№10
ავტორი: Count Alucard
29 სექტემბერი 2014 19:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამ სტატიის მოკლე შინაარსი ასეთია, სერ ალექს ფერგიუსონი გენიოსი იყო. ეს ისედაც ვიცოდით და ამაშა გამოიხატებოდა იმ კაცის გენია, რომ ყოველთვის მოსალოდნელს აჭარბებდა, მართLა კაცმა კლევერლით და იანგით პრემიერ ლიგა მოიგო და ის გუნდი რომ ყოლოდა რაც ახლა მანჩესტერშია ალბათ ტრებლს ტრებლზე მოიგებდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top