თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 22:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1845,
კომენტარები: 9
შოუ დებიუტით კმაყოფილია
მიზანი მომდევნო მატჩების მოგებაა
შოუ დებიუტით კმაყოფილია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველს, ლუკ შოუს სჯერა, რომ "ვესტ ჰემთან" მოპოვებული გამარჯვება წარმატების საწინდარი იქნება.

"საუთჰემპტონიდან" ზაფხულში შეძენილი ლუკ შოუ ერთ-ერთი ფეხბურთელი შაბათის შეხვედრაში, რომელსაც დებიუტი ჰქონდა "იუნაიტედის" რიგებში.

"მე ვიტყოდი რთული დებიუტი მქონდა. ჩვენ 10 კაცით ვთამაშობდით და ეს არასდროს არ გახლავთ ადვილი, მაგრამ ჩვენი ბრძოლით ნათლად ვაჩვენეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამი ქულა. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, დებიუტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სამი ქულა."

შოუს თქმით ვან გაალის მიერ ვარჯიშებზე ჩატარებულ სამუშაოს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაცვის ცენტრში ორი ახალი ფეხბურთელი, დებიუტანტი პედი მაკნეირი და ცენტრალური მცველის პოზიციაზე პირველად მდგომი მარკოს როხო იდგნენ.

"კვირის განმავლობაში განლაგებაზე ვიყავით ფოკუსირებულნი. ყველამ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა და დღის მიწურულს მწვრთნელმა გვითხრა: "არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში 100%-ით უნდა დაიხარჯო და მოედანზე ყველაფერი დადო". მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია."

"როცა ნოლანმა გამათანაბრებელი გაიტანა. არ ვიცოდი რომ თამაშგარე იყო. გადაწყვეტილებებში იღბალი არ გვაქვს. უმეტესწილად ცუდი ბედი გვაქვს, თუნდაც "ვაზას" ეპიზოდში წითელი ბარათისას. სანამ რუნი ფეხბურთელს წააქცევდა მანამ ჩემი პასის მომენტში ხელით თამაში უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა. უფრო ადრე საკომ იგივე გააკეთა ჩემთან მიმართებაში. მაგრამ, მე მხოლოდ მოგებაზე ვარ კონცენტრირებული და ყოველთვის ასე იყო."


მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შოუ ტომ ტორპმა ჩაანცვლა.

"დიდებული იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მაგრამ მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. გადაღლილად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეს ნორმალურია, მე ხომ 4-5 კვირის განმავლობაში არ მითამაშია სრული მატჩი. მოხარული ვიყავი ასეთი შესაძლებლობის მიღებით"

"ტრავმა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ უკანასკნელი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მწვრთნელთან საუბრებიც მქონდა. ის შთამაგონებელია და საბედნიეროდ შემიძლია მასზე დაყრდნობა. მისი თქმით ასეთ უდიდეს კლუბში მე სამაგალითო ვარ, რაც ძალიან მახარებს."

"მიზანი მომდევნო სამი შეხვედრის მოგება, უკეთესი თამაში და ქულების მაქსიმალური რაოდენობის აღებაა"


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 22:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ ის იკითხე ჩვენ რა დაგვემართა. ათ წუთს ვუყურე და ისიც ისეთი ნერვიულობა მომიხდა. ეგ ჩაწოდებაც შენი ბრალი იყო ისე, მაგრამ არაუშავს. რაც მოხდა მოხდა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
28 სექტემბერი 2014 22:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დიდი ნიჭი გაქვს! ტაკ შტო იმუშავე!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 23:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდი დებიუტი არ ჰქონდა მარა ამისგან გაცილებით მეტს ველით. შეცდომებიც დაუშვა საკმაოდ
0
№4
ავტორი: Berba 9
28 სექტემბერი 2014 23:51
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
შეცდომები ჰქონდა, მაგრამ გამოსწორდება დარწმუნებული ვარ... დებიუტი იყო, ცოტას ინერვიულებდა, იმედია ლუი სკამზე არ დასვავს ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: VaRdo
29 სექტემბერი 2014 00:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არაუშავს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, გუნდს შეუწყობელია და + ამას ახალგაზრდაა ჯერ. რას ელოდით აბა? კი მეტი გვინდა მაგრამ ეგრე ჰაერზე არ მოდის. ვაცადოთ. აღიდგინოს ფორმა და შეეგუოს გუნდს. პარტნირებსაც შეეწყობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: nika1997
29 სექტემბერი 2014 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მეტს ველოდით იდზხეთ ეხლა ტრანვა ქონდა და არ უთამასიუა არ უვარჯიშებია ნორმალურად და რა გინდათ მეტი?
0
№7
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2014 07:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ბიჭია და დიდ ფეხბურთს ითამაშებს მე მჯერა ევრას ღირსეული შემცვლელი იქნება
0
№8
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გახარებულია ბიჭი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Manchester_M
29 სექტემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცოტა აქ მგონი დაკლებული და კიდე არ აწყენდა დაკლება წარმატებები !!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top