თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 14:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2119,
კომენტარები: 8
5 რამ, რაც წინა თამაშიდან გავიგეთ
ხუთი რამ რაც "ჩაქუჩებთან" მატჩმა გვასწავლა
5 რამ, რაც წინა თამაშიდან გავიგეთ
მებრძოლი სული არსად არ წასულა

მას შემდეგ, რაც "წითლებმა" გოლი მიიღეს საკუთარ კარში და კაპიტანიც გაუგდეს, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ მათ ბრძოლის უნარი დაეკარგათ და ამ ბრძოლის უნართან ერთად დაეკარგათ ქულებიც. მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამის მსგავსი არაფერი შეტყობია გუნდს. ლუი ვან გაალმა შეძლო და გუნდს გამარჯვების გზიდან არ გადაახვევინა. შესაძლოა "იუნაიტედი" თავის ფორმის პიკში არ იმყოფება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსად წასულა ის მებრძოლი სული, რომელმაც "ეშმაკუნებს" წლების მანძილზე უამრავი ტიტული მოაგებინა.

უეინ რუნი არ იქნება

უეინ რუნი მნიშვნელოვანი ფიგურაა "იუნაიტედისთვის" და მას ამ სეზონში უფრო მეტი მოვალეობები დაეკისრა. რუნიმ გადაინაცვლა გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე. "ვესტ ჰემთან" მატჩში მან იბრძოლა ბურთისთვის, შექმნა და გაიტანა საოცარი გოლი და ამით "იუნაიტედი" წინ გაიჭრა. "მანჩესტერს" დიდი გასაჭირი ელის წინ, მისი კაპიტანი შემდეგ სამ მატჩს გამოტოვებს.

რობინ ვან პერსი ბრუნდება

ერთ-ერთი ფორვარდი, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ მოექცა რობინ ვან პერსი გახლდათ. მაგრამ მან შესანიშნავი ცენტრ-ფორვარდის პერფორმანსით ყველა კრიტიკოსი გააჩუმა.

ჰოლანდიელმა შესანიშნავი ბურთი გაიტანა, "ჩაქუჩების" მცველებს არც კი მისცა მოძრაობის, ფიქრის დრო და საშუალება. რუნის გასვლის შემდეგ ყველაფერი გართულდა, მაგრამ "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა ყველაფერი სწორად გააკეთა და სტადიონზე ბოლომდე დაიხარჯა.

წითლებს კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი

3 ქულა ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ისეთი დაწყების შემდეგ როგორიც "იუნაიტედს" ჰქონდა, მაგრამ ამ თამაშშიც კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ვან გაალს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

"იუნაიტედმა" დათმო პოზიციები, როცა ჯერ კიდევ 11 კაცით იდგნენ მოედანზე. ნახევარდაცვა ჯერ კიდევ არ იყო იდეალურ მდგომარეობაში და "ვესტ ჰემის" ფეხბურთელები ხშირად აკონტროლებდნენ ბურთს.

გულშემატკივარი ვან გაალის ერისგან მეტს ელის და იმედია მათ ეს მოლოდინი გაუმართლდებათ.

პატრიკ მაკნაირი შესაძლოა მომავალში ვარსკვლავად მოგვევლინოს

მიუხედავად იმისა, რომ "წითლებს" ტრამვიანობის პერიოდი აქვთ, მაინც გასაკვირი იყო ახალგაზრდა და გამოუცდელი მაკნაირის გამოჩენა მოედანზე. მაგრამ მან ყველას პასუხი გასცა მისი საოცარი დებიუტით "ოლდ ტრაფორდზე". ის იყო საჭირო დღეს, საჭირო ადგილას და რთულ ვითარებაში მხსნელად ევლინებოდა გუნდს. მან საოცრად იმოქმედა, როდესაც კარიდან ბურთი გამოიტანა და კლუბი გადაარჩინა, ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა ასეთი რამ ბევრმა გამოცდილმა და პროფესიონალმა ვერ შეძლოს. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ის გახდეს "იუნაიტედის" ვარსკვლავი.

წყარო: ManchesterEveningNews
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 14:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნი დაგვაკლდება როგორც ლიდერი და არა როგორც პლეიმეიკერი. ამ პოზიციაზე მატა უკეთესია.

მაკნაირს კიდევ ექნება თამაშები და ვნახოთ რამდენად კარგი ფეხბურთელია. ერთი თამაშის ჩატარება ყველას შეუძლია როგორც მაღალ, ისე დაბალ დონეზე.

პერსის რაც შეეხება იმედია ეს ორი გოლი მას დააბრუნებს და შემდეგში უკეთესი იქნება არა მარტო გოლების გატანის მხრივ, არამედ საერთოდ გუნდური თამაშისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: nika1997
28 სექტემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მოგვევლინოს ვარსკვლავად რატოამც არა
0
№3
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პერსიკა გაიხსნება ნელა ნელა love რუნი დიდი დანაკლისია როგორც ლიდერი გაგვიჭირდება მაგრამ სხვა ლიდერის დამახასიათებელი ფეხბურთელებიც გყვავს gun2 ასე რომ წინ იუნაიტედ manutd
0
№4
ავტორი: bziki
28 სექტემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს კერიკი რით ვერ მორჩა სკამზეც რო არაა. დი მარიაც არ ბრწყინავდა ამ თამაშში მსუბუქად რო ვთქვათ მაგას უდა დაეყო კონტრ შეტევები
0
№5
ავტორი: Manchester United 14
28 სექტემბერი 2014 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ახლა უნდა დავიწყოთ წაგებები და მოგებაზე ვიფიქროთ მაგრამ რუნი მაგრად დაგვაკლდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსის გოლი გამისწორდა მაგრად, რუნიმ მესამეზე გადაინაცვლა. საერთო ჯამში კარგი ტური გამოდგა, ლივერპულს გადავასწარით მარა თამაშით არამგონია ვინმე კმაყოფილი იყოს, თმა გამითეთრდა

ვნახოთ რუნის გარეშე როგორ ვითამაშებთ. მაგარი უაზროდ მოიქცა
0
№7
ავტორი: chudikone
28 სექტემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სტატიის ავტორმა (მთარგმნელზე არ ვამბონ) თამაშს უყურა ?! არც ვან პერსი ბრწყინავდა და არც მაკნაირს დაუტოვებია დიდი შთაბეჭდილება. ან კიდე პირველ აბზაცში როა მებრძოლი სული არსად წასულაო, მეორე ტაიმი მთლიანად დავთმეთ და რუნის გაგდების მერე ყოველ წამს.მეგონა გაგვიტანდნენ, ის კიდე კაი თამაშგარე დააფიქსირეს თორე დავლეწავდი ყველაფერს :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: RedTeen
29 სექტემბერი 2014 00:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რუნი დაგვაკლდება, მაგრამ მატას მიეცემა შანსი... მაგ მხრივ გამიხარდა, მაგრამ კაპიტნის არყოფნა მოედანზე მეშინია უარყოფითად არ აისახოს ფეხბურთელებზე..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top