თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 10:27
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2059,
კომენტარები: 7
იუნაიტედი ტრადიციას აგრძელებს
საგანგაშო არაფერია...
იუნაიტედი ტრადიციას აგრძელებს
ჩატარებული 7 ოფიციალური მატჩიდან ლუი ვან გაალმა აკადემიის აღზრდილ 7 ფეხბურთელს მისცა უკვე თავის გამოჩენის შანსი. აქედან ოთხს კი პრემიერ ლიგაშიც ჰქონდა დებიუტი.

ტაილერ ბლეკეტმა, ჯესი ლინგარდმა, პედი მაკნაირმა და ტომ ტორპმა უკვე წარადგინეს საკუთარი თავი პრემიერ ლიგის გულშემატკივრებთან. ხოლო საიდი იანკო, ანდრეს პერეირა და რის ჯეიმსი ლიგის თასის მატჩში იღებდნენ მონაწილეობას.

ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი მკაფიოდ აღნიშნავდა იმ სიცრუეს, თითქოსდა გუნდმა "სული გაყიდა" ჩამოყალიბებული ვარსკვლავების შეძენით. ეს ფაქტი უფრო სენსიტიური მაშინ გახდა, როდესაც აკადემის აღზრდილი, დენი უელბეკი "არსენალში" იქნა გასხვისებული.

გასულ წელს, მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა სათამაშო დროის მიღება პირველ გუნდში. ადნან იანუზაი, ტომ ლოურენსი და ჯეიმს უილსონი, ეს ორი უკანასკნელი მხოლოდ და მხოლოდ რაიან გიგზის მწვრთნელობის პერიოდში გამოჩნდნენ პირველ გუნდში.

წყარო: RepublikOfMancunia
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 10:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰო, ვან გაალმა თვითონაც თქვა, რომ არ აპირებდა გზიდან გადახვევას. აუცილებელი იყო ფეხბურთელების მოყვანა და მოვიდნენ. არც ერთ გულშემატკივარს არ სურს მისდიოს ტრადიციას და არავითარი შედეგი არ იყოს. ორივეს შეთავსება შეიძლება როგორც ხედავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
28 სექტემბერი 2014 12:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეგრე უნდა მივცეთ ახალგაზრდებს შანსი რომ შემდეგში კარგი მომავალი გვქონდეს!
0
№3
ავტორი: George27
28 სექტემბერი 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მიხარია რომ ტრადიციებს არ ვივიწყებთ!
0
№4
ავტორი: Manchester United 14
28 სექტემბერი 2014 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ბლეკეტმა გამართლა მაგრამ კიდე უნდა მოუმატოს თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა უელბეკის გაშვების მერე ხალხი რა პანიკაში იყო. ჯერ ჩამოყალიბდეს გუნდი, დრო სჭირდება ვან გაალსაც და ახალგაზრდებთან მუშაობაში რო ძალიან კარგია ყველამ იცის, თან კარგი გუნდი გვყავს, ერთი ჩელსი ბურღავს იქაც ტვინს თორე დანარჩენებთან მაგრად არიან
0
№6
ავტორი: Manchester_M
28 სექტემბერი 2014 19:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გაამართლა მგონი მაკნიერმა კარგი თამაში ჩაატარა და ერთი ნაბიჯითაც წაიწია მწვრთვნელის თვალში არ მოველოდი ყოჩაღ :)
0
№7
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 12:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩატარებული 7 ოფიციალური მატჩიდან ლუი ვან გაალმა აკადემიის აღზრდილ 7 ფეხბურთელს მისცა უკვე თავის გამოჩენის შანსი. აქედან ოთხს კი პრემიერ ლიგაშიც ჰქონდა დებიუტი.

აი რა მომწონს ვან გაალის love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top