თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 10:02
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 6
მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 ვესტ ჰემი | MOTD Highlights
გუშინდელი მატჩის BBC-ის HD მიმოხილვა
მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 ვესტ ჰემი | MOTD Highlights
პრემიერლიგის მე-6 ტურში ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაიხსნა. 22–ე წუთზე რაფაელის გადაცემით უეინ რუნიმ წინ გაიყვანა გუნდი. 37–ე წუთზე რადამელ ფალკაოს გადაცემით ვან პერსიმ ისარგებლა და სხვაბა 2–მდე გაზარდა. ეს ჰოლანდიელის 50–ე გოლი იყო "იუნაიტედის" რიგებში. შეხვედრა ისე დაიწყო, რომ რთული წარმოსადგენი იყო მასპინძლებს რაიმე პრობლემა შექმნოდათ, მაგრამ ჯერ სახომ მოახერხა ანგარიშის შემცირება, 59–ე წუთზე კი მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, უეინ რუნიმ უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო. მატჩის ბოლოს ნოლანმა გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ვან გაალის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 3 ქულის მოპოვება შეძლო.


მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 ვესტ ჰემი

სტადიონი: მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: 1:0 რუნი (5), 2:0 ვან პერსი (22), 2:1 სახო (37).
გაფრთხილებები: ერერა – სონგი, ადრიანი, სახო
გაძევება: რუნი (59).
მსაჯი: ლი მეისონი

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, მაკნეირი, როხო, რაფაელი, შოუ, ერერა (ა.ვალენსია 74), ბლინდი, დი მარია (ტორპი 94), რუნი, ვან პერსი, ფალკაო (ფლეტჩერი 65).

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი

ვესტ ჰემი: ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, დემელი (ჯენკინსონი 65), პოიეტი (ნოლანი 75), სონგი, ამალფიტანო (კ.კოული 61), დაუნინგი, სახო, ე.ვალენსია.

მწვრთნელი: სემ ელარდაისი
მიმოხილვები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Kargi xar juboo!! Tamashs rac sheexeba mere taimshi ertxel ar dagvir***ms mgoni karis mimartulebit, dzalian agvria runis gagdebam
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 10:23
  • სიახლეები: 6998
  • კომენტარები: 8684
მადლობა ჯუბო. ამას ველოდები რამდენი ხანია.

როგორც მახსოვს ლუიმ თქვა, რომ დე ხეაზე ჯარიმა იყოო.

არაფრით არ ვეთანხმები ამ აზრს. დე ხეა თავად გამოვიდა კარიდან და ბურთის მოგერიების პროცესში სხეულის მოძრაობა ჰქონდა ისეთი, რომ ძირს დავარდა. თანაც საკოს არ წაუქცევია.

თამაშგარეს რაც შეეხება აშკარა იყო და მადლობა ლი მეისონს რომ შეამჩნია. თავი ჰქონდა წინ წაწეული ნოლანს, რაც რა თქმა უნდა სხეულის პასიური ნაწილი არ არის.

რუნიზე კი უბრალოდ ზედმეტია საუბარი. გულიტმაც მშვენივრად აღნიშნა, რომ არანაირი საჭიროება არ იყო იქ ჯარიმის აღების. პოზიციურად მცველები თავიანთ ადგილზე იყვნენ და რუნის ჯარიმის პოზიციიდან კარამდე 77 იარდი იყო, რაც სრულიად საკმაირისი მანძილია იმისთვის, რომ ფეხბურთელს შეტევის გაგრძელება გაუჭირდეს. მითუმეტეს 3 ხუთის წინაღმდეგ რჩებოდნენ. არათუ ასეთი ჯარიმის, არამედ საერთოდ ჯარიმის აუცილებლობა არ იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
28 სექტემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვისაც ნერვების გაფუჭება გინდათ, უყურეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 14:38
  • სიახლეები: 1545
  • კომენტარები: 12134
გუშინ თვალები მეტკინა ძლივს ვუყურე, ამას ველოდებოდი winked
0
№5
ავტორი: gocha kim
28 სექტემბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გადმოწერა არ მოხერხდება? იქნებ გაასწოროთ?
0
№6
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 15:49
  • სიახლეები: 1545
  • კომენტარები: 12134
gocha kim,
მალე იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top