თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2013,
კომენტარები: 7
ვან გაალი, რაფაელი და ვან პერსი მაკნეირის შესახებ
ახალგაზრდა მცველმა შექება დაიმსახურა
ვან გაალი, რაფაელი და ვან პერსი მაკნეირის შესახებ
შაბათს გამართულ შეხვედრაში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდა სადებიუტო მატჩი ჩაატარა 19 წლის პედი მაკნეირმა. ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტის მიზეზი "იუნაიტედის" დაცვის ხაზში არსებული პრობლემები გახლდათ, რომელიც ჯონი ევანსის, ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის ტრავმებითა და ტაილერ ბლეკეტის დისკვალიფიკაციით იქნა გამოწვეული.

მეორე ტაიმში "ვესტ ჰემის" მარჯვენა მცველმა, კარლ ჯენკინსომა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩაწოდება განახორციელა დე ხეას კარის მიმართულებით, თუმცა სიტუაცია ფანტასტიური თავურის წყალობით სწორედ 19 წლის მაკნეირმა განმუხტა.

"ძალიან კარგად ითამაშა. თამაშამდე ასეთი შესრულების ჩვენებას წარმოვიდგენდი, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია. ასეთი ფეხბურთელების უმრავლესობას კარგი დებიუტი აქვთ. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და ეს მეტწილად მისი დამსახურებაცაა, რადგან მეორე ტაიმში მის მიერ თავით თამაში ფანტასტიური გახლდათ. ის ფეხითაც კარგად თამაშობდა" - განაცხადა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშს რობინ ვან პერსიც გამოეხმაურა:

"პედი დიდებული იყო. ვიცი, რამდენად რთულია ასეთ მატჩებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება. ჩემი დებიუტი ჰოლანდიაში "ფეიენოორდის" რიგებში მქონდა, მას კი 75 ათასი მაყურებლის წინაშე "მანჩესტერ იუნაიტედში", თანაც რთულ პერიოდში. ბურთით ძალიან კარგად თამაშობდა. მისი გადაწყვეტილებები დიდებული იყო და დაცვის ხაზშიც კარგად გამოიყურებოდა."

თბილი სიტყვების გარეშე არ დარჩენია "იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, რაფაელიც:

"შესანიშნავად ითამაშა, ფანტასტიური ფეხბურთი ითამაშა და მის გამო ყველა გახარებულია. მან მუშაობა უნდა განაგრძოს, რადგან უდიდესი მომავალი აქვს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 10:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზუსტად ბოლო 10 წუთს მოვუსწარი თამაშს და წარმომიდგენია მანამდე რა დღეში იქნებოდით.

ის ეპიზოდი მეც ვნახე, ამან რომ გამოიტანა ბურთი, დანარჩენი არ ვიცი რა და როგორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Poziciurad kargi iyo, prosta burtis gamotanisas nerviulobda etyoba, gamocdilebis ar qonis bralia...is tavit rom gamoitana kide saghol...blekets mirchebvnia es idges centrshi, martalia erti tamashit ver gansazghvram magram amisgan kargi mcvelis dayeneba sheidzleba
0
№3
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2014 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბლეკეტს და სმოლინგს მირჩევნია 1 თამაშით არ განისაზღვრება მაგრამ მაინც კაი იყო
0
№4
ავტორი: chudikone
28 სექტემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე კარგები მაინც თავად რაფაელი და ერერა იყვნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Best 7
28 სექტემბერი 2014 12:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამისგან დადგება კარგი მცველი!
0
№6
ავტორი: REDDEVILS
28 სექტემბერი 2014 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
persikac kai iyo mgoni formas ibruebs smile
0
№7
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი გამოცდილება მიიღო ამ მატჩით winked სადებიუტო მატჩი და თან ასეთი. კარგად გაართვა თავი ყველაფერს. მარტო იმ მომენტისთვის ღირდა ამის თამაში, რა ბურთი გამოიტანა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top