თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 09:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1820,
კომენტარები: 7
ვან პერსი: "მეტი, ვიდრე სამი ქულა"
ვან პერსი შედეგის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" უფრო მეტი მოიპოვა, ვიდრე უბრალო სამი ქულა გახლავთ.

"ვფიქრობ, ეს უფრო მეტია ვიდრე სამი ქულა. სამი ქულის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელისა თუ გულშემატკივრის რწმენისთვის. ისინი მხარს გვიჭერდნენ და ეს მშვენიერი იყო."

"პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშედ, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი განსხვავებულად იყო წითელი ბარათის გამო. დრო და დრო ძალიან ნერვიული მატჩი გამოდგა, მაგრამ ყველა ყველა კარგად მოქმედებდა და თავგამეტებით იბრძოდა."

"გოლის გაშვება ძალიან საწყენი იყო, რადგან თამაშის იმ პერიოდში გოლის გატანის ერთადერთი გზა მათთვის სტანდარტული მდგომარეობა იყო და ასეც მოხდა, თანაც პირველი ტაიმის დასრულებამდე. ჩვენთვის ცუდი მომენტი გამოდგა, მაგრამ ვფიქრობ, დასასრულისკენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული თითოეული ადამიანისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სამი ქულა."


ვან პერსის გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩატარებული 81 თამაშიდან 50-ე გოლი იყო, რის გამოც ჰოლანდიელი მოხარულია, მაგრამ ყოველ თამაშში გაუმჯობესებას ცდილობს.

"საშუალო სტატისტიკაა. მინდა უფრო მეტად გავაუმჯობესო - შენ ყოველთვის გსურს უკეთესად ითამაშო და გაუმჯობესდე, მაგრამ 81 თამაშში გატანილი 50 გოლი მშვენიერი მაჩვენებელია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 09:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კი, ეს უფრო მეტია ვიდრე სამი ქულა. ეს რწმენის კიდევ ერთხელ დაბრუნებაა (რომელიც არ გამქრალა, მაგრამ განელდა). ეს თავდაჯერებულობის მოპოვების საშუალებაა. ეს მეტოქესთან არ ჩამორჩენის საშუალებაა. "ლივერპულის" გადასწრების საშუალებაა და უეინ რუნის წითელი ბარათია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2014 10:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Rooney witeli barati dzalian mewyina, pataraoba gaixsena runim :-D mogeba kide yvelas dzalian gagvixarda, magram agharc frchxilebi makvs da tmac sul tetri gamixda :-D katastrofa meore taimi
0
№3
ავტორი: chudikone
28 სექტემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტავ ეს ფორმაში ჩადგეს და რაღას დავეძებ.

ისე აფსაიდიდან რო გაგვიტანეს ვის დაუბნელდა თვალებში ? pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Best 7
28 სექტემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჰოოო რაა ბრძოლით მოპოვებული 3 ქულა იყო! იმედი მაქვს ასევე მოგებებს გააგრძელებთ
0
№5
ავტორი: VaRdo
28 სექტემბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
ისე აფსაიდიდან რო გაგვიტანეს ვის დაუბნელდა თვალებში ?


დამიბნელდა კი არა მთელმა ცხოვრება წინ გადამირბინა. ასე მეგონა ვიღაცამ გულში დანა ჩამასო და უცბად მზემ გამოანათა და გამხიარდა wink

პერსიმ კაია გოლების გატან დაიწყო :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი განსხვავებულად იყო წითელი ბარათის გამო


უკვე ემრამდენე თამაშია მეორე ტაიმში გუნდი გუნს აღარ ჰგავს ხოლმე. წითელი არაფერ შუაშია
0
№7
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ოპტიმიზმი თამაშის უკეთეს ხარისხში რომ აისახოს, კარგი იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top