თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2684,
კომენტარები: 9
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზი წარსულისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ
პოლ სქოულზის გრაფა
როგორც იცით "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი The Independent-ის საშუალებით თავის გრაფას აქვეყნებს, რომელშიც ამა თუ იმ საკითხის შესახებ მოგვითხრობს. გთავაზობთ უკანასკნელი გრაფის ქართულ თარგმანს.

"ინგლისის ნაკრების გარდა, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდურ დარიგებებს ვისმენდი და ვიცი, რომ არ არსებობს არც ერთი წამი, როცა მოედანზე მოუმზადებელი, ან "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემ სათამაშო ფორმაში დაეჭვებული გამოვდიოდი.

როცა რორი მაკილროი (მსოლფიო რეიტინგის ნომერი პირველი გოლფისტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი - პირ. თარგმანი) ამბობს, რომ ჩემი ყოფილი მწვრთნელის სიტყვებმა მას სული შეუხუთა სანამ რეიდერის თასზე წავიდოდა (გოლფის პრესტიჟული, საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში აშშ-სა და ევროპის ნაკრებებს შორის ტარდება - პირ. თარგმანი) მესმის, რასაც გულისხმობს. 19 წლის განმავლობაში ჩვენი მწვრთნელი მუდამ გვაოცებდა. მას ყოველთვის ტონუსში ვყავდით.

"ოლდ ტრაფორდზე" მატჩის დღეებში ჩვეულებრივ 12:30 სთ-ზე მოვდიოდით, 12:30-დან 1,30 სთ-მდე სერ ალექსი თავის კაბინეტში იღებდა ფეხბურთელებს. ხანდახან ეუბნებოდა, რომ არ ითამაშებდნენ. ხანდახან ეუბნებოდა, რომ ფეხბურთელისთვის მოედანზე გარკვეულ როლს ხედავდა. ბოლო წლებში კი მწვრთნელის ასისტენტი, მაიკ ფელანი ჩვენთან ჰოლში შემოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ გუნდური შეკრებისთვის გასახდელში შევსულიყავით.

რამდენიმე კლიპს ვუყურებდით, რომელიც 10 წუთს ან დაახლოებით ამდენ ხანს გრძელდებოდა, რადგან შეიძლებოდა თავი ნებისმიერ წამს აგტკიებოდა. შემდეგ სერ ალექსი ლაპარაკობდა. მას ყველაზე უმნიშვნელო თამაშიც შეიძლებოდა ექცია ინგლისის თასის პირველი რაუნდის დაპირისპირებად, ან აუტსაიდერებთან შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალად, რადგან მოედანზე მოდუნებული არ გავსულიყავით. ის შენ თავში იჯდა. ის შენგან იმას იღებდა, რაც სჭირდებოდა.

მისი საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ფეხბურთელთა ის რიცხვი, რომელიც მთელი მსოფლიოდან, ან როგორც ჩემს შემთხვევაში იყო მიდლტონიდან მოდიოდნენ "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ. "მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ - ამბობდა იგი - შეხედეთ თქვენ გვერდით მჯდომ ბიჭს. იცოდეთ, რომ მისი ნდობა შეიძლება. იცოდეთ, რომ ის არ გიღალატებთ." ეს მოთამაშეებზე გავლენას ახდენდა. ხედავდი, რომ ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ.

პოლ სქოულზის გრაფა


ხანდახან ის რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მარტო მოიხელთებდა. ესაუბრებოდა გასული მატჩის გარკვეულ მოვლენებზე. ის ყოველთვის რაიმე ახალს გვიყვებოდა.

იყო შემთხვევებიც, თანაც უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, როცა მას ველოდებოდით, ის კი გაცოფებული სახით მოდიოდა: "უბრალოდ გადით და მოუგეთ ამ გუნდს" - ყვიროდა და გადიოდა. ერთი წინადადება და მეტი არაფერი. გონებაში გიტოვებდა მხოლოდ აზრს, რომელიც გაფიქრებინებდა, რა მოხდებოდა რომ წაგეგო და უფრო გაბრაზებულიყო. ფიქრობდი: "მან თავისი საქმე იცის, უმჯობესია არ შევეწინააღმდეგოთ"

როცა ვთამაშობდი, მუდამ ვფიქრობდი, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ მოტივაცია გჭირდება, მაშინ პრობლემები გქონია. დარწმუებული ვარ, რომ რეიდერზე მიმავალი ბიჭებიც იმავეს გრძნოდენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამ კვირაში სერ ალექსს მოუსმინეს, თავში რამდენიმე სასარგებლო რჩევა დარჩებოდათ.

რაც შეეხება თავად გოლფს, ვფიქრობ თანაბარი კონკურენცია იქნება. ევროპა ფავორიტი იქნება, რადგან მის შემადგენლობაში 4-5 საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ადვილად ვერ მოიგებენ. არ გამიკვირდება თუ შტატები მოიგებს, მაგრამ რა თქმა უნდა ევროპის გამარჯვება მსურს. სხვა საქმეა სერ ალექსის ხშირი სიტყვები, რომელსაც დაბალ დივიზიონში მოთამაშე გუნდებთან მატჩების წინ გვეუბნებოდა:

"ითამაშეთ ისე, როგორც მესამე დივიზიონის გუნდმა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოდის. იცით, რომ თქვენ ოსტატობას ფლობთ და თუ მოედანზე მათ თითოეულ ბრძოლას მოუგებთ, ეს ოსტატობა გამოჩნდება"


გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა

გასულმა უქმეებმა აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე წამყვან კლუბს არაფერი აქვს გარანტირებული. ნათლად გამოჩნდა "ლესტერის" ოსტატობა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და ასევე გამოჩნდა "საუთჰემპტონის", "ვესტ ჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ოსტატობა, რომელმაც "ტოტენჰემს" სძლია. შემდეგ კი "სუონსიმ" ლიგის თასზე "ევერტონს" აჯობა. ეს გუნდები კარგ ფორმაში არიან და საკმაოდ გაძლიერებულიც. მათ ოსტატობის გარკვეული დონე აქვთ და ისინი არასდროს ნებდებიან.

მე ვაკრიტიკებდი გუნდებს, რომლებიც სეზონის მოლოდინს ვერ ამართლებდნენ, მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო მწვრთნელები. მათი გუნდები დიდი ბიუჯეტის მქონე გუნდებზე ძლიერები აღმოჩნდნენ. ეს ეხება მარკ ჰიუზის "სტოკ სიტის", რომელმაც ამ კვირაში "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტის" დამარცხება მოახერხა.

ნაიჯელ პირსონმა "იუნაიტედის" წინააღმდეგ შემტევი გუნდი გამოიყვანა. მან მოედანზე სამი ცენტრფორვარდი დააყენა, რადგანაც მისი თქმით გოლის გატანას აპირებდა. ჯეიმი ვარდიმ და დევიდ ნიუჯენტმა იმ დღეს უდიდესი სამუშაო შეასრულეს. "ლესტერი" ცენტრში დეილი ბლინდის გავლენას გაუმკლავდა. ერთი კვირის წინ "ქპრ"-სთან მატჩში ის საკუთარ თამაშს კარნახობდა. ამჯერად კი არაფერი არ გამოუვიდა.

პოლ სქოულზის გრაფა


"ლესტერმა" პირველ რიგში აჩვენა, რომ არც ერთი წამით არ დანებდებოდა. "იუნაიტედთან" 3-1 ანგარიშის შემთხვევაში სხვა გუნდები უბრალოდ ფარ-ხმალს დაყრიდნენ. მაგრამ, დღევანდელ პრემიერ-ლიგაში ასეთი მოვლენა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვრცელდება. თავს მოდუნების უფლებას ვერ მისცემ, როცა უპირატესობას ფლობ. თითოეული ქულისთვის უკანასკნელ წუთამდე უნდა იბრძოლო. აი რა აქცევს ამ ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესოდ.

რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციები ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც მე დავიწყე კარიერა. თამაშის ტემპი უფრო გაიზარდა. შეხედეთ დღევანდელ პრემიერ-ლიგას. იქ ძალიან მცირე ნელი ფეხბურთელია. დღევანდელი ფეხბურთელები თავიან სათამაშო ფორმას უფრო მეტად უფრთხილდებიან. როცა მე ვიწყებდი კარიერას, სატრენაჟორო დარბაზი ყოველდღიური ცხოვრების წესი არ იყო. ახლა კი თავისი მედგრობის საფუძველს 10 წლის ასაკიდან იწყებენ.

არასდროს ვყოფილვარ სატრენაჟორო დარბაზის ქომაგი, მაგრამ ჩემი კარიერის მიწურულს მის შესახებ აზრი შემეცვალა. მაიკ კრეგთან მუშაობა მსურდა, რომელიც ჩვენი გუნდის ძალისმიერი მომზადების მწვრთნელი გახლდათ და ფიზიკურად უკეთ ვგძნობდი თავს. ახლა რომ ვიწყებდე თამაშს, ასეთი მომენტები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა.

ტოპ-კლუბებს ყოველთვის აქვთ ფორმის დაკარგვისა და წაგების შიში, განსაკუთრებით მაშინ, თუ შუა კვირაში ევროპაში ურთულესი მატჩი გამართეს. ამიტომაც, პრემიერ-ლიგის სხვა გუნდები ცხრილის ლიდერებთან ჩამორჩენას მკვეთრად ამცირებენ. შესაძლოა მათ კონკურენცია მთელი სეზონის განმავლობაში ვერ გაუწიონ, მაგრამ ნებისმიერ კონკრეტულ დღეს ხელეწიფებათ ამის გაკეთება.

20 წელი ჩემი დებიუტიდან... როგორ მოვახერხე ეს?

მითხრეს, რომ წინა კვირას "იუნაიტედის" რიგებში ჩემი დებიუტიდან 20 წელი გავიდა. მაშინ ლიგის თასზე "პორტ ვეილის" წინააღმდეგ 2-1 მოვიგეთ და მე ორი გოლი გავიტანე. ჯერ კიდევ მიჭირს იმ შეგრძნების აღწერა, რომელიც 19 წლის ბიჭს აქვს, ვინც თავისი საყვარელი გუნდის რიგებში თამაშობს. არაფერი შეედრება გატანილი გოლისგან გამოწვეულ გრძნობას. ჩემი პროფესიონალური კარიერის პირველ ორ გოლს და მასთან დაკავშირებულ ემოციებს ვერასოდეს დავივიწყებ.

ჩვენმა მწვრთნელმა ძირითადის ფეხბურთელები ლიგის თასზე დაასვენა და ჩვენ მოგვცა შანსი. იმ დღეს ძირითადიდან მოედანზე მხოლოდ დენის ირვინი, როი კინი, დევიდ მეი და ბრაიან მაკკლეირი გამოვიდნენ. ახალგაზრდებიდან კი ჩემთან ერთად გარი ნევილი, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, საიმონ დევისი და კეიტ გილესპი თამაშობდნენ.

პოლ სქოულზის გრაფა


ეს ჩვენთვის თავის გამოჩენის იდეალური შესაძლებლობა იყო, ახლა კი ასეთი პრაქტიკა მეტად გავრცელებულია. თავად ნახეთ სამშაბათს "ლივერპულმა" როგორ მისცა შანსი ისეთ მოთამაშეს, როგორიც ჯორდან როსიტერია. "არსენალმა" იგივე გააკეთა "საუთჰემპტონთან" მატჩში, მაგრამ ნაკლები წარმატებით. ეს ახალგაზრდებისათვის დიდი აუდიტორიის წინაშე თავის გამოჩენის საშუალებაა.

მაშინ ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა. სიმაღლით, სისწრაფითა და ძალით არ გამოვირჩეოდი. ჯანდაბა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვახერხე! როგორც ადრე გითხარით, თანამედროვე ფეხბურთში დიდი ყურადღება ექცევა სისწრაფეს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შენიშვნა, რომელსაც ახალგაზრდების მისამართით მოისმენთ არის "მას სირბილი არ შეუძლია!" თუმცა მოედანზე სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელებისთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი.

ყოველთვის მომყავს ანდრეა პირლოს მაგალითი. შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ არასდროს ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც საჯარიმოდან საჯარიმომდე ირბენდა. ასეა ჩემ შემთხვევაშიც. ნათელია, რომ ჩვენი სარეზერვო გუნდის მწვრთნელს, ერიკ ჰარისონს ჩემი სჯეროდა და სწორედ ამან ითამაშა უდიდესი როლი. როცა შანსი გეძლევა, მისი გამოყენება უნდა შეგეძლოს."

წყარო: the independent
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 09:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ გამოხმაურება ექნება მუდმივ რეჟიმში მოგაწვდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
28 სექტემბერი 2014 10:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Saintereso.wasakitxi iyo.. Saghol gio !! Kide tu gaagrdzeleb karrgi ikneba
0
№3
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2014 10:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
შენ ძაან ჯიგარი ხარ ხო იცი good2 უნდა მოვიდე პეს გეთამაშო lol ისე პოლიკუნა ძმაა იმენა love
0
№4
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ - ამბობდა იგი - შეხედეთ თქვენ გვერდით მჯდომ ბიჭს. იცოდეთ, რომ მისი ნდობა შეიძლება. იცოდეთ, რომ ის არ გიღალატებთ."


ფერგის ეპოქასთან დაკავშირებული რაც იყო ის უფრო მომეწონა. გამოხმაურება კომენტარების წერა თუა მაშინ არ ექნება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ნაევარზე მეტი უბრალოდ აგდახედავს ამ სიახლეს და დაეზარება კითხვა როგორც ყოველთვის
0
№5
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2014 16:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: გიორგი
ფერგის ეპოქასთან დაკავშირებული რაც იყო ის უფრო მომეწონა. გამოხმაურება კომენტარების წერა თუა მაშინ არ ექნება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ნაევარზე მეტი უბრალოდ აგდახედავს ამ სიახლეს და დაეზარება კითხვა როგორც ყოველთვის

მართლა ტეხავს 185 ნახვა აქ 4 კომენტარი ))
0
№6
ავტორი: love united
28 სექტემბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან საინტერესო სტატიაა,ყოჩაღ დუმბო.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 17:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
AkkRed,
ხანდახან მაგარ რამეს აკეთებენ :D პირველ დღეს დაწერილ სიახლეზე არ ტოვებენ კომენტარს და მეორე დღეს რომ შემოვალ დამხვდება 5-6 ერთად.

საღამომდე მოვიცადოთ no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: RedTeen
28 სექტემბერი 2014 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ძალიან კარგია.. სქოულზი შეუდარებელია love
0
№9
ავტორი: temo-scholes
29 სექტემბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
neta shen da fergi exla da me vici ra wioki eweodat gundebs...!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top