თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2014, 22:18
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "ბრძოლამ შედეგი გამოიღო"
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი შედეგით კმაყოფილია, თუმცა მისთვის გაუგებარია რუნის გადაწყვეტილება. მას ჰკითხეს, არის თუ არა იმედგაცრუებული უეინის საქციელით.
"წითელი ბარათის შემდეგ მოედანზე ბრძოლა მოგვიწია. ბიჭებს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო."

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გააკეთა ეს. ვფიქრობ, თუ ფეხბურთელს ასეთი გადაწყვეტილების მიღება უწევს, ნაკლებად უხეში უნდა იყოს. ვიცი რა გინდათ, გინდათ მკითხოთ იყო თუ არა ეს წითელი ბარათი. მე კი მჯერა, რომ მსაჯი სწორად მოიქცა. ფეხბურთში ასეთ შეცდომებს უშვებენ და მოთამაშეები ისჯებიან. ეს შეცდომები მე "ვესთ ჰემის" ფეხბურთელებისგანაც დავინახე. ისინი უეინის მსგავსად არ ისჯებოდნენ. გოლის მომენტში "ვესთ ჰემის" თავდამსხმელი დე ხეას ხუთ-მეტრიან საჯარიმოში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტისას აშკარა ჯარიმა იყო. დე ხეა ძირს სწორედ მის გამო დაეცა. ეს დასანანია, რადგან პირველი ტაიმი მშვენივრად ვითამაშეთ, შემდეგ კი რიგმა მომენტებმა თამაშის ხარისხი გააფუჭა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ძალიან კარგად ვითამაშეთ".

"ფანები ყოველთვის შესანიშნავად გვქომაგობენ, ისინი დღესაც დაუჯერებელნი იყვნენ. შედეგით კმაყოფილი ვარ, "ლესტერთანაც" იგივე გვჭირდებოდა, სადაც ასევე ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველი ტაიმი. 90 წუთის განმავლობაში ასე უნდა ვთამაშობდეთ". - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
27 სექტემბერი 2014 22:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სწორს ბაზრობს! wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2014 22:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე კი დამაწყდა ნერვები ჯერ ისე ჭედავდა ლინკები და მერე რა თამაში იყო

ვნახოთ ჯერ ევერტონთან მერე ჩელსისთან რუნის გარეშე როგორ ითამაშებს გუნდი. არ ეკადრება გუნდის ლიდერს და კაპიტანს ესეტი საქციელი
0
№3
ავტორი: AkkRed
27 სექტემბერი 2014 22:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გინდათ მკითხოთ იყო თუ არა ეს წითელი ბარათი. მე კი მჯერა, რომ მსაჯი სწორად მოიქცა. ფეხბურთში ასეთ შეცდომებს უშვებენ და მოთამაშეები ისჯებიან. დაერხა შრეკს
0
№4
ავტორი: dachi_mu
27 სექტემბერი 2014 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
eh mere ra gveshveleba torem
0
№5
ავტორი: Wardell
27 სექტემბერი 2014 22:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აიიი ეხლა უნდა დაამტკიცოს მატამ 2 ძლიერ გუნთან გვიწევს თამაში და უნდა დაანახოს ვან გაალს რო ჯობია ის დადგეს 10იანზე და რუნი წინ. ჰერერაზე რა ისმის ხო არ იცით მგონი სერიოზული არაფერია იმედია recourse
0
№6
ავტორი: tupaca
27 სექტემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რუნიმ მატას საჩუქარი გაუკეთა :-) მატა ეხლა თითქმის ფორმის პიკშია და მეცოდება მაგრად, აუ ვესთხემთანაც რო ამდენს მანერვიულებენ ევერტონთან და ჩელსისთან რას იზავენ:(( იმედია დაცვაში ჯონსი დაბრუნდება
0
№7
ავტორი: VaRdo
28 სექტემბერი 2014 01:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ისე ეს საშვალო გუნდები დაცვაში რამდენ პრობლემებს გვიქმნიან და რომ წარმოვიდგენ ჩელსისთან რას ვინერვიულებ მგონი რომ სჯობს არ ვუყურო თამაშს wink

ერერა თუ არ გვეყოლება ცუდიაა. კერიკცი ვერა და ვერ გამოჯამრთელდა. დაცვაში უფრო დიდი პრობლემებია + ამას კაპიტანი გვაკლია. კაროჩე შეტევის იემდზე ვართ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რუნის გაგდება მე პირადად მომდევნო შეხვედრებში დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია. გამთამაშებლის პოზიციაზე მატა გაცილებით პროფუქტიულია, ამიტომ ის შეავსებს ამ ადგილს.

მთავარი თავისტკივილი დაცვითი ხაზია. ძალიან გვიჭირს და არ ვიცი რა იქნება მომდევნო შეხვედრებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: chudikone
28 სექტემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაფერი კარგი, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა რატო ვერ ისწავლეს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top