თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2014, 15:56
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 5
ძირითადში ახალი სახეების ხილვა მოგვიწევს
გახშირებული ტრავმები ვან გაალს აკადემიის ფეხბურთელების დაწინაურებას აიძულებს
ძირითადში ახალი სახეების ხილვა მოგვიწევს
"იუნაიტედმა: 149 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებზე, მაგრამ დაცვაში კვლავ პრობლემებია. ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლის შემდეგ პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. "ვესთ ჰემთან" მატჩისთვის, მწყობრში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველია - მარკოს როხო. სმოლინგს, ჯონსს, ევანსს, ბლეკეტს დღევანდელ მატჩში ვერ ვიხილავთ. ვან გაალს მოუწევს აკადემიის ფეხბურთელებს ენდოს.

ტომ ტორფი 21 წლამდელთა გუნდის კაპიტანია, თუმცა მას ჯერ პირველ გუნდში არ უთამაშია. ტომი მანჩესტერში დაბადებული და გაზრდილია, მისი წინა სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. ტომი დღევანდელი შეხვედრისთვის განაცხადშია.

ძირითადში ახალი სახეების ხილვა მოგვიწევს


მადი მაკნაირი კლუბს სამი წლის წინ შეუერთდა. მასაც არ აქვს პირველ გუნდში ნათამაშები, მაგრამ განაცხადშია. წარმოშობით ჩრდილო ირლანდიელი 21 წლამდელების ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი და კრეატიული ფეხბურთელია.

ძირითადში ახალი სახეების ხილვა მოგვიწევს


მესამე ვარიანტი დეილი ბლინდია, "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ახალ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე ძირითადი გუნდის მუდმივი მოთამაშეა. ბლინდი ჩამშლელი ნახევარმცველია, მაგრამ ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში, ვან გაალი მას უკან დახევს. დიდი ალბათობით, "ვესთ ჰემთან" სწორედ მას ვიხილავთ.

ძირითადში ახალი სახეების ხილვა მოგვიწევს


წყარო: bbc.co.uk
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2014 16:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდის დაყენების მომხრე ვარ wink კარგი იქნება თუ ახალაგზრდებს შანსი მიეცემატ მარა ეხლა მგონი არაა მაგის დრო. იმედია ლივერპული დაკარგავს ქულებს ისევ და გადავასწრებთ ეხლა მაინც
0
№2
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2014 16:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: გიორგი
ბლინდის დაყენების მომხრე ვარ


რომ ვხვდებოდეთ ჩელსი ან არსენალს ბაზარი არაა, მაგრამ ვესტ ჰემთან არ გავამართლებ მაგას. შევუტიოთ და მორჩება მანდ ყველაფერი. ბლინდის დაწევით ვინ უნდა დადგეს ჩამშლელად? ფლეჩერი? მაგის იმედი თუ გაქვს ცუდია. დადგეს ყველა თავის ადგილზე და 1 ახალგაზრდა დავაყენოთ. ბლეკეტი როგორ თამაშობდა აქამდე? არც ვიცოდით ვინ იყო.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ხო და ავამუშაოთ ეს ტაქტიკა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: dachi_mu
27 სექტემბერი 2014 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
axals daayenebs ra.
0
№4
ავტორი: love united
27 სექტემბერი 2014 20:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ცუდ სიტუაციაში ვართ, ძაან დიდი დანაკლისი გვაქვს.
0
№5
ავტორი: manutd---10
28 სექტემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
მემგონი კარგად გაართვეს ახლებმა თავი. რას იტყვით?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top