თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2014, 22:05
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1653,
კომენტარები: 3
"იუნაიტედის" ლეგენდები სენდი ბასბის დაკრძალვაზე
სერ მატ ბასბის შვილი, სენდი ბასბის დაკრძალვაზე კლუბის ლეგენდები შეიკრიბნენ
სენდი ბასბის დაკრძალვაზე კლუბის ლეგენდები შეიკრიბნენ. სენდი ორშაბათს დილით გარდაიცვალა. ის "იუნაიტედის" გულშემატკივარი და შვილი იყო ლეგენდარული სერ მატ ბასბისა, რომელმაც კლუბს ხუთი პრემიერ ლიგის და ერთი ევროპის თასის ტიტული მოაგებინა.

დაკრძალვას სერ ალექს ფერგიუსონი, სერ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ, სტივ ბრიუსი და ბრაიან რობსონი დაესწრნენ. ცერემონიას დაესწრო ედ ვუდვორდიც, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა: "დამწუხრებული და შოკირებული ვარ სენდის გარდაცვლით. ის დიდებული ადამიანი იყო, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა "იუნაიტედი". სენდის ყოველთვის ყველაზე მეტად ესმოდა რას გულისხმობდა კლუბის ესა თუ ის გზა. ის გამორჩეული იყო".

გარდაცვლამდე ბასბის დეილი მეილი ესტუმრა, ინტერვიუში მან ვან გაალისადმი ნდობა გამოხატა: "დარწმუნებული ვარ, ის ამ მოვალეობას თავს გაართმევს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვლოცულობ, რომ ასეც მოხდეს. ეს კლუბი უზარმაზარია, მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და დარწმუნებული ვარ ისინი მისტერ ვან გაალს წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. ლუი ის ადამიანია, ვინც გვჭირდება. მამაჩემი მოხარული იქნებოდა მისი მწვრთნელად დანიშვნით".

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2014 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩარლტონი ყველაფერს მოესწრო
0
№2
ავტორი: Best 7
27 სექტემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
recourse იუნაიტედისთვის ყველაფერს აკეთებდა!

recourse იუნაიტედისთვის ყველაფერს აკეთებდა!
0
№3
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 11:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ასეთი ადამიანები უკვდავები მგონია ხოლმე მე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top