თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2014, 15:24
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1873,
კომენტარები: 6
სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა
ტონი სტრადვიკი "იუნაიტედის" პირველ გუნდში აღარ იმუშავებს
სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა
"იუნაიტედის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ტონი სტრადვიკი ლუი ვან გაალმა იოს ვან დიკით ჩაანაცვლა. ტონი კლუბში 2007 წლიდან იმყოფებოდა, გახშირებული ტრავმების შემდეგ კი, ვან გაალმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. პარასკევის პრესკონფერენციაზე "იუნაიტედის" თავკაცმა განაცხადა, რომ კლუბის ლაზარეთში უკვე 9 ფეხბურთელია, რაც კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ფიტნეს მწვრთნელი მოთამაშეების ფიზიკურ განვითარებას ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გააგრძელებს.

ტონის ხშირად ვხედავდით სეზონის მოსამზადებელ ტურნეზე და პრემიერ ლიგის სეზონის დასაწყისში, მაგრამ ბოლო შეხვედრებში "ოლდ ტრაფორდზე" 42 წლის სპეციალისტი აღარ ჩანდა. ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ნიჭიერ სპეციალისტად ითვლებოდა, მას როი ჰოჯსონთანაც აქვს ნამუშევარი.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SAF
27 სექტემბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ჰოჯსონთან რომ აქვს ნამუშევარი მაგიტომ გაუშვა aaaeee


მაგარი წარმატებები აქვს ინგლისის ნაკრებს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№2
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2014 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქაც თავისიანი დანიშნა wink

ეს ტრავმები მაგრად გვიშლის ხელს უკვე რამდენი წლია. ვარჯიშებზე კლავენ ერთმანეთს თუ რას შვრებიან wink
0
№3
ავტორი: VaRdo
27 სექტემბერი 2014 16:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. არსენალი 2 გავხდით რა. რატო ჩელსის ფეხბურთელები არ იღებენ ტრავმებს ესე მასიურად? იმედია აქაც გამსოწორდება ყველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Best 7
27 სექტემბერი 2014 17:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dz karggi!
0
№5
ავტორი: love united
27 სექტემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარგი ცვლილებაა, იმედია შემცირდება ტრავმები
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 08:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სუფთა ღარიბაშვილია რა. მოყარა სანათესაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top