თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 16:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2315,
კომენტარები: 8
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 6 ტური
თარიღი: შაბათი, 27 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ლი მეისონი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: კერიკი, ლინგარდი, ევანსი, ფელაინი, ჯონსი, ჯონსტონი, სმოლინგი, იანგი.
დისკვალიფიკაცია: ბლეკეტი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, А. Valencia, Shaw, Rojo, McNair, Vermijl, Janko, Pereira, Blind, Herrera, Fletcher, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Rooney, Falcao, Van Persie, W. Keane.

ახალგაზრდა პეტ მაკნეირი შესაძლოა "იუნაიტედის" რიგებში ვიხილოთ, რადგან ცენტრალური მცველების ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო ვან გაალს დაცვის ცენტრში მცირე არჩევანი აქვს. ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი მარკოს როხოა. მოსალოდნელია ლუკ შოუს დებიუტიც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კუიატე, ნოლანი, იარვისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Adrian, Jaaskelainen, Cresswell, Reid, Burke, Tomkins, Collins, Demel, Jenkinson, Noble, Song, Poyet, Amalfitano, Downing, Vaz Te, Cole, Zarate, Sakho, Э.Valencia.

"ჩაქუჩების" შემადგენლობაში ვერ ითამაშებს სენეგალელი ნახევარმცველი, შეიხუ კუიატე, რომელმაც დაზიანება "ლივერპულთან" მატჩში მიიღო. "ვესტ ჰემის" კაპიტანი მხრის ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშებს შეუდგა, მაგრამ შაბათს თამაშში მონაწილეობის მიღება ჯერ კიდევ ადრეა. მსგავს მდგომარეობაშია ნახევარმცველი, მეტ იარვისიც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): წ-ფ-წ-ფ-მ-წ

მე-12 ადგილი, 5 ქულა

გასულ ტურში "ლესტერთან" მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ "იუნაიტედი" პირველად დამარცხდა შეხვედრაში, რომელსაც ორი ბურთის სხვაობით იგებდა.

მიმდინარე სეზონის ხუთ შეხვედრაში "იუნაიტედის" აქტივში 5 ქულაა - 1986-87 წლების სეზონის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი სტარტია, მაშინ "ეშმაკებს" 6 ტურში 4 ქულა ჰქონდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

5 თამაშში გაშვებული 8 გოლი უცუდესი მაჩვენებელია 2001-02 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ "იუნაიტედმა" მატჩების იგივე რაოდენობაში 10 გოლი გაუშვა.

პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 25 საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედი" 10-ჯერ დამარცხდა. აქამდე საშინაო მატჩებში განცდილი მარცხის იგივე რაოდენობა მხოლოდ 148 შეხვედრაში დაფიქსირდა.

ინგლისის ჩემპიონატის უკანასკნელ 15 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 6 გოლი პენალტიდან გაუშვა. აქამდე პრემიერ-ლიგის 85 შეხვედრაში "იუნაიტედს" არც ერთი გოლი არ გაუშვია 11 მეტიანი დარტყმიდან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ბოლო ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): წ-მ-ფ-წ-ფ-წ

8 ადგილი, 7 ქულა

პრემიერ-ლიგის უკანასკნელ ორ გასვლით შეხვედრაში "ვესტ ჰემმა" 5 გოლი გაიტანა და ეს მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე წინა ექვს შეხვედრაში ნაჩვენები შედეგი - მაშინ მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხეს "ჩაქუჩებმა".

"ვესტ ჰემმა" უკანასკნელი 17 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩის დასრულება მოახერხა ნოლი გაშვებული გოლით.

სემ ელერდაისის გუნდს პრემიერ-ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ზუსტი ჩაწოდებების მხრივ - 24,36% და ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ "არსენალს" აღემატება - 12,12%

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, ერერა, დი მარია, მატა - ორ-ორი გოლი.

მიმდინარე სეზონის 5 შეხვედრაში რუნის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ირიცხება.

ინგლისის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში უეინ რუნი 175 გატანილი გოლით ტიერი ანრისთან ერთად მესამე ადგილს იყოფს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: საკო - 3 გოლი

"ვესტ ჰემის" რიგებში შესაძლოა გამოჩნდეს ენერ ვალენსია, რომელიც მოედანზე თავის თანმემამულესა და მეგვარეს, ანტონიო ვალენსიას დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონის 5 თამაშში სტიუარტ დაუნინგის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემა გახლავთ. ეს უფრო მეტია, ვიდრე წინა სეზონში ნაჩვენები შედეგი - 32 მატჩში 2 საგოლე გადაცემა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 128-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 60-ჯერ იმარჯვა, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, 26 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ 11 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 31 ქულა მოაგროვა.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული 21 შეხვედრიდან "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ორი მოიგო, 19 მატჩში კი დამარცხდა.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული უკანასკნელ 18 შეხვედრაში "ვესტ ჰემმა" მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ არც ერთ შეხვედრაში არ გაუტანია 1 გოლზე მეტი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე

"ვესტ ჰემის" სტადიონი

ლიგა: "იუნაიტედი" - 55 მოგება, "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, ფრე - 24.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 24 მოგება, "ვესტ ჰემი" - 4 მოგება, ფრე - 6

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი"- 40 მოგება, "ვესტ ჰემი" - 12 მოგება, ფრე-6.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი"-16 მოგება, "ვესტ ჰემი" - 2 მოგება, ფრე-0

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები

საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


საერთო გოლების რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ვესტ ჰემი"

2013 წელი, 21 დეკმებერი

მსაჯი: მაიკ ჯონსი

გოლები "იუნაიტედის" რიგებში: უელბეკი 62, იანუზაი 36, იანგი 72

გოლები "ვესტ ჰემის" რიგებში: კოული 81

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2014 17:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მგონი კარგი გამოვიდა.


ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას არა მარტო მოვიგებთ, არამედ კარგ თამაშსაც ვაჩვენებთ, მაგრამ გული მწყდება, რომ გარჯვეული მიზეზების გამო ვერ ვუყურებ თამაშს პირდაპირ ეთერში...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
26 სექტემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ კაი პრევიუა !!!
რა ამბავია რამდენი ტრამვირებული გვყავს იანგის ტრამვაც რო გეწყინება :X
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა თამაშში რუნიმ ისეტი გაუტანა მუდამ ემახსოვრებათ love

ფალკაო რუნი უნდა დადგენნ წინ, მატამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ძირითადში. ამ დაცვით იმედია გავალთ ფონს როგორმე და 3 ქულას დავდებთ
0
№4
ავტორი: Count Alucard
26 სექტემბერი 2014 21:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოვიგებთ უეჭეველი, მაგრამ დაცვა ისეთ დღეშია გაგვიჭირდება, ნეტა ვის დააყენებს მაინტერესებს belay
0
№5
ავტორი: Daley Blind
26 სექტემბერი 2014 22:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
მგონი კარგი გამოვიდა.

დიდებული ;) რაც შეეხება ამ მატჩს ჰმმ დაცვა არ გყავთ = )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№6
ავტორი: di maria
27 სექტემბერი 2014 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გაგვიჭირდება მაგრამ აუცილებლად უნდა ავიღოთ 3 ქულა
0
№7
ავტორი: Lev
27 სექტემბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მაგარი თამაში აიწევა. 2 ბურთის სხვაობით მოვუგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დღეს აუცილებლად გვჭირდება 3 ქულა. ლივერპულმა ბოლო 4 ტურიდან 3 წააგო და ჩვენ ისევ ჩამოვრჩებით! სირცხვილია უბრალოდ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top