თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2061,
კომენტარები: 5
ვან პერსი: "თამაშს პოზიტიურად ვხვდებით"
რობინის თქმით გუნდში კარგი განწყობაა.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსის თქმით, გუნდური შეკრების შემდეგ "იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" მატჩს კარგი განწყობით ხვდება და იმედოვნებს, რომ შაბათს "წითლები" კარგ შედეგს მიაღწევენ.

საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში ვან პერსიმ განაცხადა, რომ "ლესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ ორშაბათს, მატჩის შემდგომ ყოველკვირეულ განხილვაზე, რომელსაც მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები ერთად მართავენ, შეკრების თითოეულმა წევრამ საკუთარი დამოკიდებულება გადმოსცა თამაშთან დაკავშირებით.

"სწორი გზაა იმაზე საუბარი, რასაც კარგად აკეთებ, მაგრამ ასევე უნდა ისაუბრო იმაზე, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლია - სწორედ ეს გავაკეთეთ მომდევნო დღეს."

"არ უნდა ვმარცხდებოდეთ ისე, როგორ დავმარცხდით, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ამას უნდა გავუმკლავდეთ."

"თითოეული ფეხბურთელი იმყოფებოდა შეკრებაზე და მატჩის შესახებ ხანგრძლივი განხილვა გვქონდა. მართლაც კარგი შეხვედრა გამოვიდა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ყველა საუბრობდა და საკუთარ გრძნობებს გადმოსცემდა."


"კარგი სავარჯიშო პროცესი გვქონდა და "ვესტ ჰემთან" მატჩს ყველა პოზიტიური განწყობით ხვდება."

"როცა დაცვის შეცდომებს აკვირდები, ამჩნევ საიდანაც იწყება შეცდომები."

"ეს არ იყო ერთი შეცდომა. ეს იყო შეცდომა, რომელიც მოსდევდა სხვა შეცდომას, რომელსაც თან ახლდა კიდევ ერთი შეცდომა. პოზიცია შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ყველა ხვდება რისი გაუმჯობესებაც გვესაჭიროება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2014 12:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სამწუხაროდ სრული ინტერვიუ ჯერ ხელმიუწვდომელია. 6 საათის შემდეგ დაიდება და თუ აქით ვიქნები აუცილებლად მოგაწვდით მთლიანს.

შენ კი რობინ ცოტა გამოცოცხლდი რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
26 სექტემბერი 2014 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ყველაფერი მაგრად იქნება! ცოტა შენ მოდი აზრზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2014 14:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ცუდ ფორმაშია მარა პირველი გოლი მაინც შეაგდო და გამისწორდა

საპანიკო არაფერია ნაღდად ამაზე ცუდ მდგომარეობაშიც ვყოფილვართ. კარგი შანსი გავუშვით ლივერპულის გასასწრებათ და იმედია ხვალაც გვექნება
0
№4
ავტორი: VaRdo
26 სექტემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არაუშავს თქვენი ბედი რომ ლვიერპულიც ქულებს კარგავს. მოუმატეთ ეხლა დროა უკვე. გავიდა 2 თვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რობინ სკამზე უნდა გადაინაცვლო და მატჩის ბოლო 35-30 წუთი უნდა ითამაშო!! ამ ფორმით მეტი არ გეკუთვნის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top