თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 19:30
ავტორი: GGMUNIKA,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 7
მარშალი დი მარიათი მოიხიბლა
დი მარიამ მარშალი მოხიბლა.
მარშალი დი მარიათი მოიხიბლა
მარშალმა ჟურნალისტებს, გაუზიარა თავისი მოსაზრება ანეხელ დი მარიასთან დაკავშირებით.

"კვირას "ლესტერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჩვენ საშინლად ვითამაშეთ. მაგრამ, მე მივედი იმ დასკვნამდე რომ ანხელ დი მარიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა გახდეს ლეგენდა"

"ეს მხოლოდ მისი მესამე თამაში იყო მაგრამ, დაგვარწმუნა რომ შეუძლია გახდეს კერპი "ოლდ ტრაფორდზე", როგორიც ოდესღაც კრიშტიანუ რონალდუ იყო. არ მინდა მასზე ზედმეტი ზეწოლა მოვახდინო ჩემი სიტყვებით, მაგრამ მეჩვენება, რომ ის მანჩესტერში ბევრს მიაღწევს. აღტაცებული ვარ იმით, რომ იგი თამაშის გამწვავებას მუდმივად ცდილობს. ზაფხულში სერ ბობი ჩარლტონს ვესაუბრე, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ ისეთი ფეხბურთელები იზიდავდა, რომელთაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ აშინებთ და მოწინააღმდეგეს მუდმივად უტევენ"


"ამასთან ერთად ის არა მარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ შესანიშავი ადამიანიცაა. მე შესაძლებლობა მქონდა ფეხბურთელებს მოედნის მიღმა გავსაუბრებოდი და მინდა ვთქვა, რომ ანხელი ძალიან მოკრძალებული ადამიანია, ნამდვილი მეოჯახე, რომელსაც ძლიერ უყვარს ქალიშვილი. მას არაერთხელ უთქვამს, როცა გოლის აღნიშვნისას ხელის დიდ თითს პირში იდებს, ან ორივე ხელით გულს გამოსახავს, ამ ჟესტებს საყვარელი შვილისადმი სიყვარულის გამოხატვის მიზნით იყენებს. მათ საოცრად თბილი ოჯახური ურთიერთობა აქვთ.

"ვაღიარებ, რომ გაოცებული დავრჩი დი მარიას თამაშის უნარით. მოუთმენლად ველოდები "ვესთ ჰემთან" მატჩს, რათა მისი მოქმედება კიდევ ერთხელ ვიხილო. ანხელი ძალიან სწრაფად ხდება "ოდლ ტრაფორდის" საყვარელი ფიგურა."
- დაასრულა მარშალმა

წყარო: RedEvils.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ავტორ, პირადი შეტყობინება შეამოწმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თვის საუკეთესო ფეხბურთელად ეს დასახელდება

ჯერ სულ 3 მატჩი ჩაატარა და უკვე გუნდის მამოძრავებელ ძალად იქცა
0
№3
ავტორი: Manchester_M
25 სექტემბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გიორგი,
მარტო თვის ? თუ სხვებმა არ გამოიფხიკეს ყურები მარტო დი მარია მეცოდება ენა ამოგდებული დარბის კაცი :X
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Manchester_M,
ჯერ ერთი თვეა რაც თამაშობს და აცადე წლისაც გახდება. იქნებ პრემიერ ლიგის საუკეთესოდაც დასახელდეს wink
0
№5
ავტორი: love united
25 სექტემბერი 2014 23:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აი საოცარია ტიპი, მთავარია სტამინა გაიუმჯობესოს და მთელ ბრიტანეთს წამოიცვამს დედოფლიანად
0
№6
ავტორი: VaRdo
26 სექტემბერი 2014 02:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: გიორგი
ჯერ სულ 3 მატჩი ჩაატარა და უკვე გუნდის მამოძრავებელ ძალად იქცა


2 თამაში 2 გოლი 2 საგოლე გადაცემა. ხვალ გააუმჯობესებს ძმა love 3 გოლი 4 საგოლე გადაცემა ამ პირიჰით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვინ არ მოიხიბლებოდა დი მარიათი?! ძალიან კარგად თამაშობს და ეს ყველაფერი არ არის1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top