თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 09:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 5
"იუნაიტედს" ახალგაზრდა სამიზნე ჰყავს
სამი გრანდი ბელგიელით ინტერესდება.
"არსენალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს 15 წლის ბელგიელი მეკარის, მაილ სვილარისთვის შეეწინააღმდეგებიან. მაილს საკუთარი ნიჭის გამო მომდევნო ტიბო კურტუას უწოდებენ.

სვილარმა, რომელიც ამჟამად ბელგიური "ანდერლეხტის" კუთვნილებაა, პრემიერ-ლიგის ტრიოს ყურადღება ახალგაზრდულ ტურნირზე კარგი თამაშით მიიპყრო.

მის თაობაზე "ჩელსიმ" და "არსენალმა" უკვე მიმართეს ბელგიურ კლუბს, ხოლო "იუნაიტედი" ჯერ-ჯერობით უბრალო ინტერესს იჩენს.

მაილის მამა და "ანტვერპის" ყოფილი მეკარე, რატკო სვილარი აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.

"მას "ჩელსიმ" მიმართა და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს. იგი ყველას სურს."

"მაგრამ ჩვენ უკვე შეთანხმება გვაქვს "ანდერლხეტთან", რომლის მიხედვითაც 16 წლამდე არავითარი კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს."

"მისთვის საუკეთესო ადგილი "ანდერლეხტია". ვნახოთ რა იქნება როცა 20 წლის გახდება."


14 წლის ასაკში სვილარმა "საუკეთესო მეკარის" ტიტული მოიპოვა U-17 Aegon Future Cup-ზე, U-19 PSV Otten Cup-სა და Copa del Agatha-ზე.

dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეთ ასაკში უკვე სამი პატარა ტიტული აქვს. ვანია მილინკოვიჩი ხომ დავიმატეთ და არა მგონია კიდევ მიყვანონ ვინმე მეკარედ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: nika1997
25 სექტემბერი 2014 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
თუ დავიამტებთ დავიამტოთ რააა

მარა კურტუას ჩვენი გამოპხიზლებული დე ხეა ჯობიაა ნუ ეს ჩემი აზრია მარა რა პონტშიც არის შედარებული იმ პონტში მართალია
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ის ვანია ხო ვიყიდეთ ეგ ვაბშე სადაა? wink
0
№4
ავტორი: Best 7
25 სექტემბერი 2014 16:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვანია გვყავს ჩვენ და ეგ რათ გვინდაა biggrin2
0
№5
ავტორი: Manchester_M
25 სექტემბერი 2014 16:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კურტუა რა ცვეტში ყოფილა :D დაიმატონ ჩვენი რა მიდის :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top