თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 14:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1626,
კომენტარები: 5
ფერგიუსონი European Ryder Cup-ის გუნდს შეხვდა
სერ ალექსმა ლექცია ჩაატარა.
ფერგიუსონი European Ryder Cup-ის გუნდს შეხვდა
რორი მაკილროი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის მოსმენამ იგი ტრანსში ჩააგდო.

ფერგიუსონი გლენიგლზში European Ryder Cup-ის გუნდთან სასაუბროდ კაპიტანმა, პოლ მაკგინლიმ და "იუნაიტედის" ნომერ პირველმა გულშემატკივარმა, რორი მაკილროიმ მიიწვიეს, რათა მისი სიტყვით გამოსვლა მოესმინათ.

"მე უბრალოდ ვიჯექი და მას თვალებს ვერ ვწყვეტდი. მისი მოსმენისას ტრანსის მსგავსი რამ დამემართა და ჩემთვის ვფიქრობდი, ეს სწორედ ის იყო რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო გუნდს წლების განმავლობაში ეუბნებოდა."

"ფერგიუსონი გვესაუბრა გამოცდილებაზე, რომელიც მას წარსულში ჩატარებული დიდი მატჩებისა და იმ ფეხბურთელთა შერწყმით დაუგროვდა, რომელთაც წლების განმავლობაში წვრთნიდა. მშვენიერი საღამო გამოვიდა."

"ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ჩვენ სხვადასხვა საკითხის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვით და რასაც ვეკითხებოდით გუნდის წარმატებაში სწორედ ის იყო საჭირო ელემენტი."

"მისი საუბრები შთამაგონებელია. მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ოთახი უბრალოდ დუმს და ისმენს, როცა ის საუბრობს."

"იუნაიტედი" ყოველთვის ფავორიტი იყო და როცა ფერგიუსონი წვრთნიდა მას "ოლდ ტრაფორდი" ციხე-სიმაგრედ აქციეს. როცა გუნდები ჩამოდიოდნენ "ოცნების თეატრზე", მათ ძალიან უჭირდათ "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. სერ ალექსი ამის შესახებაც გვესაუბრა. ჩვენ რამდენიმე მიზეზის გამო ვართ ფავორიტები. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ვიყოთ. ეს არის ის რისიც არ უნდა გვრცხვენოდეს, ეს არის ის, რითაც უნდა ვამაყობდეთ."


წყარო: manchestereveningnews
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიადი პიროვნება. მისი ხილვა რა თქმა უნდა ემოციებს იწვევს, მაგრამ ალბათ მისი მოსმენისას მეც ტრანსში აღმოვჩნდებოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ოლდ ტრაფორდი" ციხე-სიმაგრედ აქციეს


მოიესმა 1 წელში გაანადგურა ეგ ციხე–სიმაგრე
0
№3
ავტორი: DaToO_o
25 სექტემბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ფერგი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2014 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"მისი საუბრები შთამაგონებელია. მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ოთახი უბრალოდ დუმს და ისმენს, როცა ის საუბრობს."- BOSS!!! hi2
0
№5
ავტორი: temo-scholes
25 სექტემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ubralod tvit sidiade da unikaluroba xar fergiiiii

love:

genia xar fergii geniaa!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top